რეპერი გვანცა ბაგრატიონი ბერაზე გარეპილმა რამდენიმე ფრაზამ გახადა პოპულარული, დღეს კი უკვე საკუთარი ვიდეორგოლი აქვს, რომელსაც "იუთუბზე" 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს რამდენიმე თვეში, ეროტიკული ვიდეოს ქვეშ კი უამრავ შეურაცხმყოფელ კომენტარს წაიკითხავთ.
გვანცა ჟურნალ "რეიტინგის" თამამ შეთავაზებას დათანხმდა და სპეციალურად ჩვენი ჟურნალისთვის წელს ზემოთ შიშვლად გადაღება გადაწყვიტა. ფოტოსესიის დროს მას თან ახლდა დედა, ქეთა, რომელიც საკმაოდ პროგრესული ქალბატონი აღმოჩნდა და ჩვენთან საუბრისას წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოება სიახლეებს ვერ ეგუება და არასწორად აღიქვამს.
- ეპატაჟითა და სკანდალით კი გამოირჩევი, მაგრამ როგორ ფიქრობ, "რეიტინგისთვის" გაშიშვლებას საზოგადოება როგორ მიიღებს?
- კიდევ ერთხელ გამლანძღავენ (იცინის). რასაკვირველია, იტყვიან, კლიპზე რაც თქვეს და კიდევ უარესსაც მოველოდები. ეს ეროტიკული კლიპი თენგო დოლიძემ და რომა სიმონიანმა გადამიღეს. ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად, შეთანხმებულად. რადგან ხალხმა ეროტიკული კლიპი ნახა, სადაც საცვლებში ვიყავი და როგორც ჩანს, მუცლის ცეკვაც პირველად დაინახეს, მიწოდეს მეძავი. რა შუაშია მეძავობა, ვერ ვხვდები. რადგან საცვლებში ვარ და ვცეკვავ, ამიტომ ვარ მეძავი? მსახიობი მკვლელს, მეძავს რომ განასახიერებს, თვითონაც მკვლელი და მეძავია? პორნოზე არ ვლაპარაკობ, ამ შემთხვევაში ლაით-ეროტიკაზე ვსაუბრობ. ამ ფოტოებს რომ ნახავენ, კვლავ მიწოდებენ მეძავს. არც ვსვამ, არც ვეწევი, არც კლუბებში დავდივარ. მომდის ხოლმე მესიჯები, სადაც მთავაზობენ, ერთად ხომ არ დაგველიაო, თანხასაც მთავაზობენ სექსის სანაცვლოდ, კლიპის ტექსტიდან გამომდინარე მეკითხებიან, რამდენი გინდაო. ზოგი ალბათ ხუმრობით მწერს, ზოგიც - სერიოზულად. რა დალევს ასეთ ხალხს. ამ ფოტოსესიაზე ალბათ იტყვიან, რას ჰგავს და რა მახინჯიაო.
ასევე იხილეთ:
რეპერი ბარბის იმიჯით - სკანდალური გვანცა ბაგრატიონი