პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს
მეუფე იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­და­კი­დე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რწმე­ნის ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ამ­ტე­რონ, თუმ­ცა, ეს არ გა­მო­უ­ვათ.

მე­უ­ფე ია­კობ­მა ხორ­ნა­ბუ­ჯი­სა და ჰე­რე­თის ეპარ­ქი­ა­სა და აჭა­რა­ში სტუმ­რო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აჭა­რელ­მა მუ­სულ­მან­მა ქარ­თვე­ლებ­მა გულ­თბი­ლი დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. მე­უ­ფემ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ო­ცა­რი უწო­და და გა­იხ­სე­ნა ერთი მუ­სულ­მა­ნი აჭა­რე­ლის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­მაც, მისი თქმით, აღ­ნიშ­ნა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ერ­თა­დერ­თი რე­ლი­გი­აა, რო­მე­ლიც ცე­ცხლი­თა და მახ­ვი­ლით არ­სად შე­სუ­ლა.

"მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რა­ტომ იქა­და­გა პირ­ვე­ლად აჭა­რა­ში ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულ­მა. ის ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ერ­თა­დერ­თი რე­ლი­გი­აა, რო­მე­ლიც ცე­ცხლი­თა და მახ­ვი­ლით არ­სად შე­სუ­ლა და ერე­ბი ღვთის სას­წა­უ­ლე­ბით ხდე­ბოდ­ნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბიო. ის არ არის ქრის­ტი­ა­ნი, მაგ­რამ რამ­ხე­ლა ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა და სუფ­თა სინ­დი­სი აქვს, რომ ამას ხე­დავ­დეს. იგი ამ­ბობ­და, ჩვენ აჭარ­ლე­ბი იმი­ტომ მი­მოგ­ვაბ­ნია უფალ­მა, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სარ­წმუ­ნო­ე­ბას და­ვუბ­რუ­დეთ და ვნა­ხოთ, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიო. ენა ვერ აღ­წერს, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა იქ. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ჩვე­ნი ქარ­თვე­ლო­ბა. ბევ­რი ცდი­ლობს, კუ­თხუ­რი და­ყო­ფა მო­ახ­დი­ნოს, მაგ­რამ მაქვს ღვთის და ხალ­ხის სიბ­რძნის იმე­დი, რომ რაც არ უნდა ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ცდი­ლობ­დეს ამას, მა­ინც ვერ შეძ­ლებს. ერი ამის უფ­ლე­ბას არ მის­ცემს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა სამ­თა­წყა­რო­ში ინ­გი­ლო­ე­ბის მი­პა­ტი­ჟე­ბაც გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ დიდი ძნელ­ბე­დო­ბა აქვთ გა­მოვ­ლი­ლი. მე­უ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლი­დან წა­სუ­ლია ის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მუ­სულ­მა­ნებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს.

"სოფ­ლი­დან წას­ვლამ­დე იმ ოჯახს უთ­ქვამს – მოგ­ვა­ტყუ­ეს, გა­მოგ­ვი­ყე­ნე­სო. მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ამ­ტე­რონ: - ბა­ტო­ნე­ბო! ნიგვზი­ან­ში არ გა­მო­გი­ვი­დათ!, ცივ­წყა­რო­ში არ გა­მო­გი­ვი­დათ!, შერ­ცხვით!. ჩვენ ვი­ცით მათი სა­ხე­ლე­ბი, ვინც ყო­ვე­ლი­ვე ამას გეგ­მავს, მაგ­რამ არ მინ­და, ხმა­მაღ­ლა ვთქვათ, იქ­ნებ ცოტა შე­ი­ნა­ნონ. ისი­ნი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. დღეს ბევ­რს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ზოგი სად მუ­შა­ობს, ზოგი - სად. ხომ შე­იძ­ლე­ბა, დას­ხდეთ და თქვე­ნი გო­ნე­ბა ცუ­დით არ იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, კარ­გზე იფიქ­რეთ. გა­ა­კე­თეთ პირ­ვე­ლი სი­კე­თე თქვე­ნი ერის­თვის და იქ­ნებ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს თქვენ­ში", - აღ­ნიშ­ნა ეპის­კო­პოს­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის და­ყო­ფას ცდი­ლო­ბენ და ეს სა­მარ­ცხვი­ნოა. "სი­ნამ­დვი­ლე­ში არც მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­ზე შეგ­ტკი­ვათ გული და არც მუ­სულ­მა­ნებ­ზე. მხო­ლოდ იმას ფიქ­რობთ, რო­გორ­მე მუდ­მი­ვად იყოთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ისე მარ­თოთ ქვე­ყა­ნა, რო­გორც თქვენს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას მო­ე­წა­დი­ნე­ბა. და­ფიქ­რდით, იქ­ნებ მიხ­ვდეთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ხართ! ერთი წვე­თი სის­ხლი ხომ მა­ინც არის თქვენს ძარ­ღვებ­ში!. სა­ქარ­თვე­ლოს ნუ ხდით აბუ­ჩად ასაგ­დებს. უცხო­ე­ლე­ბი ჩვენ­ზე ვერ უნდა ბე­დავ­დნენ რა­ღა­ცე­ე­ბის ლა­პა­რაკს! ეს არის ერის ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა! ომის მო­გე­ბა რო­მე­ლი­ღაც ქვე­ყა­ნას­თან არ შე­გიძ­ლი­ათ და ღმერ­თს გინ­დათ მო­უ­გოთ?! გო­ნი­ე­რე­ბა გე­ყო­ფათ?! სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და ნუ გა­მოგ­ყავთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასე! თქვენ ხომ მარ­ტო 17 მა­ი­სე­ბის მო­წყო­ბა შე­გიძ­ლი­ათ!", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

რო­გორც ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ერთი უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ატა­რებ­და კვლე­ვებს და ერთ-ერთი ასე­თი კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ამ კვლე­ვა­ში იყო კი­თხვე­ბი უშუ­ა­ლოდ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­ზე. 17-ში რომ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა იყო გა­მო­სუ­ლი, ეს თქვე­ნი სირ­ცხვი­ლია, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სირ­ცხვი­ლი კი არა! მარ­ტო სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ნა­ხეთ?! 100 000 კაცი იყო ქუ­ჩა­ში. ეს ერის შე­უ­რა­ცხყო­ფაა! მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მო­კი­თხვა რომ ჩა­ტარ­დეს, ხომ იცით, რომ ერთ პრო­ცენ­ტსაც ვერ აი­ღებთ. თუ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, თქვენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი შე­გიბ­რა­ლოთ და არა მხო­ლოდ ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რე­ბის, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცეთ, ასე რა­ღა­ტომ ურევთ?! ბედ­მა გა­გი­ღი­მათ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი შემ­წყნა­რებ­ლე­ბი ვართ. სხვა ერს ამას ვერ გა­უ­ბე­დავ­დით! ჩვენ გპა­ტი­ობთ, იქ­ნებ მარ­თლა და­ფიქ­რდეთ, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სი­კე­თე გა­უ­კე­თოთ ქვე­ყა­ნას, იქ­ნებ მო­გე­წო­ნოთ მერე, შე­იც­ვა­ლოთ და ადა­მი­ა­ნებს და­ემ­სგავ­სოთ, ადა­მი­ა­ნის მარ­ტო ტან­საც­მე­ლი ფორ­მა რომ არ გქონ­დეთ!", - ბრძა­ნა მე­უ­ფემ.

რო­გორც ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­მარ­თით დღეს ხში­რად ის­მის კრი­ტი­კა ამე­რი­კი­დან, ისე­ვე, რო­გორც წარ­სულ­ში - საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან. მე­უ­ფე ია­კო­ბის შე­ფა­სე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, იმ­პე­რი­ის რო­მელ ცენ­ტრში და­ი­წყე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ლან­ძღვას, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბე­ბით უნდა წარ­დგეს.

მე­უ­ფე ია­კობ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­საც მი­მარ­თა და ურ­ჩია, და­ფიქ­რდნენ, იცოდ­ნენ რას იცა­ვენ. "უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლო­ბა და იუ­რის­ტო­ბა უფრო დი­დია თუ წე­სი­ე­რად ცხოვ­რე­ბა?! რას ვი­ცავთ, ხომ უნდა ვი­ცო­დეთ?! ვის წი­ნა­აღ­მდეგ მივ­დი­ვართ?! ეკ­ლე­სი­ას არა­სო­დეს მო­უ­წე­რია ხელი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან ცდი­ლო­ბენ, ჩვენც დაგ­ვი­ყო­ლი­ონ, რომ ის უფ­ლე­ბა, რაც გვაქვს, სხვას გა­დავ­ცეთ. იმის მა­გივ­რად, რომ გვერ­დით გვედ­გეთ, ასე გვირ­ტყამთ. შე­რი­გე­ბა რომ მოხ­დეს და ერ­თად ცხოვ­რე­ბა გვი­ხა­რო­დეს, შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ვექ­ცეთ ერ­თმა­ნეთს. და­ფიქ­რდით, თქვენს შო­რის ბევ­რია ისე­თი, ვი­საც კარ­გის კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის­თვის. სამ­თა­წყა­რო­ში ყოფ­ნი­სას რე­ლი­გი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, იქ სა­ქარ­თვე­ლო ერ­თი­ა­ნი იყო. ჩვენ ქარ­თვე­ლო­ბა გვა­ერ­თი­ა­ნებ­და და ვე­რა­ფე­რი გვყოფ­და. კარ­გი იქ­ნე­ბა, ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ა­როთ ხოლ­მე, მადლს წა­ვი­ღებთ, ვის­წავ­ლით სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის გარ­ჩე­ვას, წყვდი­ად­ში ხომ არ უნდა დავ­რჩეთ?! ყვე­ლას შე­აძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა, ერს ემ­სა­ხუ­როს! მა­ბე­ზღა­რე­ბის ერი რა ერია ან იმან რა უნდა და­მა­რი­გოს, წე­ლი­წად­ში ერთხელ რომ ჩა­მო­დის!", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო: ჩვენ ვი­ცით მათი სა­ხე­ლე­ბი, ვინც ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­კი­დე­ბას ცდი­ლობს - მე­უ­ფე ია­კო­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მეუფე იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს

მეუფე იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები განსხვავებული რწმენის ქართველები ერთმანეთს გადაამტერონ, თუმცა, ეს არ გამოუვათ.

მეუფე იაკობმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და აჭარაში სტუმრობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარელმა მუსულმანმა ქართველებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მეუფემ მათ დამოკიდებულებას საოცარი უწოდა და გაიხსენა ერთი მუსულმანი აჭარელის სიტყვები, რომელმაც, მისი თქმით, აღნიშნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა.

"მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რატომ იქადაგა პირველად აჭარაში ანდრია პირველწოდებულმა. ის ადამიანი ამბობდა, ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა და ერები ღვთის სასწაულებით ხდებოდნენ ქრისტიანებიო. ის არ არის ქრისტიანი, მაგრამ რამხელა შინაგანი კულტურა და სუფთა სინდისი აქვს, რომ ამას ხედავდეს. იგი ამბობდა, ჩვენ აჭარლები იმიტომ მიმოგვაბნია უფალმა, რომ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუდეთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ ის ადამიანებიო. ენა ვერ აღწერს, როგორი სიტუაცია დაგვხვდა იქ. ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი ქართველობა. ბევრი ცდილობს, კუთხური დაყოფა მოახდინოს, მაგრამ მაქვს ღვთის და ხალხის სიბრძნის იმედი, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი ხალხი ცდილობდეს ამას, მაინც ვერ შეძლებს. ერი ამის უფლებას არ მისცემს თავისი ქმედებებით", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა სამთაწყაროში ინგილოების მიპატიჟებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ დიდი ძნელბედობა აქვთ გამოვლილი. მეუფის ინფორმაციით, სოფლიდან წასულია ის ოჯახი, რომელიც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების არსებობის წარმოსაჩენად გამოიყენეს.

"სოფლიდან წასვლამდე იმ ოჯახს უთქვამს – მოგვატყუეს, გამოგვიყენესო. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: - ბატონებო! ნიგვზიანში არ გამოგივიდათ!, ცივწყაროში არ გამოგივიდათ!, შერცხვით!. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ მინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ ცოტა შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი - სად. ხომ შეიძლება, დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში", - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობის თქმით, ქართველები ქართველების დაყოფას ცდილობენ და ეს სამარცხვინოა. "სინამდვილეში არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ! ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში!. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცეების ლაპარაკს! ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა! ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ?! გონიერება გეყოფათ?! საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე! თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ!", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთ-ერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინაც გამოქვეყნდა.

"ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 000 კაცი იყო ქუჩაში. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რაღატომ ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით! ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი ფორმა რომ არ გქონდეთ!", - ბრძანა მეუფემ.

როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, საქართველოს მისამართით დღეს ხშირად ისმის კრიტიკა ამერიკიდან, ისევე, როგორც წარსულში - საბჭოთა კავშირიდან. მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, იმპერიის რომელ ცენტრში დაიწყებენ საქართველოს ლანძღვას, რადგან საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ღირსებებით უნდა წარდგეს.

მეუფე იაკობმა უფლებადამცველებსაც მიმართა და ურჩია, დაფიქრდნენ, იცოდნენ რას იცავენ. "უფლებადამცველობა და იურისტობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრება?! რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ვის წინააღმდეგ მივდივართ?! ეკლესიას არასოდეს მოუწერია ხელი ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ძალიან ცდილობენ, ჩვენც დაგვიყოლიონ, რომ ის უფლება, რაც გვაქვს, სხვას გადავცეთ. იმის მაგივრად, რომ გვერდით გვედგეთ, ასე გვირტყამთ. შერიგება რომ მოხდეს და ერთად ცხოვრება გვიხაროდეს, შესაბამისად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. დაფიქრდით, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც კარგის კეთება შეუძლია საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და ხალხისთვის. სამთაწყაროში ყოფნისას რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ საქართველო ერთიანი იყო. ჩვენ ქართველობა გვაერთიანებდა და ვერაფერი გვყოფდა. კარგი იქნება, ეკლესიაში ვიაროთ ხოლმე, მადლს წავიღებთ, ვისწავლით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, წყვდიადში ხომ არ უნდა დავრჩეთ?! ყველას შეაძლებინოს უფალმა, ერს ემსახუროს! მაბეზღარების ერი რა ერია ან იმან რა უნდა დამარიგოს, წელიწადში ერთხელ რომ ჩამოდის!", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობს - მეუფე იაკობი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია