სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ
ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სერ­გოს თით­ქმის მთე­ლი ქუ­თა­ი­სი იც­ნობს. ბოლო დროს, "ქუ­თა­ი­სე­ლი სერ­გი­ას" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გაჩ­ნდა და ერთ-ერთ მათ­გან­ში, ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ ნიკა არა­ბი­ძეს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, - ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­ტომ "გა­მო­მა­ჩი­ნაო"?! ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ ზოგ-ზო­გი­ერ­თებ­მა აღ­ნიშ­ნეს: სა­ტე­ლე­ვი­ზიო სკეტ­ჩებ­ში სერ­გოს პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის აბუ­ჩად აგ­დე­ბას ნიშ­ნავ­სო. ჩვენ ნიკა არა­ბი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ვა­დაც ქუ­თა­ი­სე­ლი გახ­ლავთ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ეჭვი, რომ რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის - სერ­გოს იმი­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მისი იდეა იყო.

- ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და. როცა მათ ვნა­ხუ­ლობ­დით, ყვე­ლა­ნი ვხა­ლი­სობ­დით, შემ­დეგ კი გაჩ­ნდა იდეა, სკეტ­ჩი გა­დაგ­ვე­ღო. სერ­გოს გმირს ყვე­ლა­ზე უკეთ ჩემი ხმა მო­ერ­გო. მგო­ნი, საკ­მა­ოდ კარ­გი პერ­სო­ნა­ჟი გა­მო­ვი­და.

- ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვამ­დე, ამ ადა­მი­ანს არ იც­ნობ­დით?

- კი, კაცო, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი. ამ ადა­მი­ანს მე კი არა, თით­ქმის მთე­ლი ქუ­თა­ი­სი იც­ნობს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, მას­ზე სკეტ­ჩის დად­გმის იდეა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც სერ­გო ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა.

- ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში სერ­გო უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მო­გიხ­სე­ნი­ებთ...

- ეს ვი­დეო ვი­ღა­ცებ­მა ჩა­ა­წე­რი­ნეს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სხვა ვი­დე­ო­ე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ამ­ბობს, - ცუდი რა­ღა­ცე­ბის თქმა არ მინ­დო­და, მაგ­რამ მათ­ქმე­ვი­ნეს, ჩა­მა­წე­რი­ნე­სო და ა.შ. მას მერე, ეს ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე კი­დეც...

- სერ­გოს­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- 90-იანი წლე­ბი­დან ვიც­ნობ. ჩემი მე­გო­ბა­რი არ არის, მაგ­რამ როცა ვხვდე­ბი, ისიც მცნობს. საყ­ვე­დუ­რი არა­სო­დეს უთ­ქვამს, - ჩემი პა­რო­დია რა­ტომ გა­ა­კე­თეო?

- სკეტჩში მის პერ­სო­ნაჟს სა­ხე­ლი აქვს? "სერ­გო­თი" მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე?

- სა­ხე­ლი ხან­და­ხან "ჩანს".

- ზოგს თქვე­ნი ხუმ­რო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის მას­ხრად აგ­დე­ბად მი­აჩ­ნია. მგო­ნი, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის სა­ჩივ­რის წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა­საც აპი­რე­ბენ...

- სერ­გო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ჩემი აზ­რით, ამ პა­რო­დი­ა­ში ცუდი არა­ფე­რია, პი­რი­ქით - ბა­ტო­ნი სერ­გო უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ამ პერ­სო­ნაჟს ყო­ველ­თვის კარ­გად აფა­სე­ბენ, მაგ­რამ ხომ იცით, ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა 1-2 ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე კი არა, ზო­გა­დად, არა­ვინ და არა­ფე­რი მოს­წონს...

- სკეტ­ჩე­ბის სხვა პერ­სო­ნა­ჟებს რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პე­ბი თუ ჰყავს?

- უმ­რავ­ლე­სო­ბას ჰყავს და ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხვდე­ბა, რომ მათ პა­რო­დი­ებს ვა­კე­თებთ, ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია აქვთ. არა­ვის უთ­ქვამს, - ჩემი ხმით რა­ტომ ლა­პა­რა­კო­ბო? პი­რი­ქით, ბევ­რს აქვს სურ­ვი­ლი, რომ სკეტ­ჩებ­ში მათი პა­რო­დი­ე­ბი გა­ვა­კე­თოთ და ხში­რად, ამას გვთა­ვა­ზო­ბენ კი­დეც.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ

ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ

როგორც ამბობენ, სერგოს თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს. ბოლო დროს, "ქუთაისელი სერგიას" მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები ინტერნეტში გაჩნდა და ერთ-ერთ მათგანში, ვიდეოს მთავარი გმირი "კომედი შოუს" მსახიობ ნიკა არაბიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, - ტელევიზორში რატომ "გამომაჩინაო"?! ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ზოგ-ზოგიერთებმა აღნიშნეს: სატელევიზიო სკეტჩებში სერგოს პაროდიის გაკეთება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებას ნიშნავსო. ჩვენ ნიკა არაბიძეს დავუკავშირდით, რომელიც მოგეხსენებათ, თავადაც ქუთაისელი გახლავთ და ალბათ ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ რეალური პიროვნების - სერგოს იმიტაციის გაკეთება მისი იდეა იყო.

- ამ ადამიანის შესახებ გადაღებული ვიდეოები ინტერნეტით გავრცელდა. როცა მათ ვნახულობდით, ყველანი ვხალისობდით, შემდეგ კი გაჩნდა იდეა, სკეტჩი გადაგვეღო. სერგოს გმირს ყველაზე უკეთ ჩემი ხმა მოერგო. მგონი, საკმაოდ კარგი პერსონაჟი გამოვიდა.

- ვიდეოების ნახვამდე, ამ ადამიანს არ იცნობდით?

- კი, კაცო, მანამდეც ვიცნობდი. ამ ადამიანს მე კი არა, თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე სკეტჩის დადგმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სერგო ინტერნეტში გამოჩნდა.

- ერთ-ერთ ვიდეოში სერგო უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებთ...

- ეს ვიდეო ვიღაცებმა ჩააწერინეს... მოგვიანებით მან სხვა ვიდეოები გამოგვიგზავნა, რომელშიც ამბობს, - ცუდი რაღაცების თქმა არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს, ჩამაწერინესო და ა.შ. მას მერე, ეს ადამიანი ვნახე კიდეც...

- სერგოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- 90-იანი წლებიდან ვიცნობ. ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ როცა ვხვდები, ისიც მცნობს. საყვედური არასოდეს უთქვამს, - ჩემი პაროდია რატომ გააკეთეო?

- სკეტჩში მის პერსონაჟს სახელი აქვს? "სერგოთი" მიმართავენ ხოლმე?

- სახელი ხანდახან "ჩანს".

- ზოგს თქვენი ხუმრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მასხრად აგდებად მიაჩნია. მგონი, ტელეკომპანიისთვის საჩივრის წერილის გაგზავნასაც აპირებენ...

- სერგო ჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი აზრით, ამ პაროდიაში ცუდი არაფერია, პირიქით - ბატონი სერგო უფრო მეტად პოპულარული გახდა. ამ პერსონაჟს ყოველთვის კარგად აფასებენ, მაგრამ ხომ იცით, ქვეყანაში მოიძებნება 1-2 ისეთი ადამიანი, რომელსაც მე კი არა, ზოგადად, არავინ და არაფერი მოსწონს...

- სკეტჩების სხვა პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები თუ ჰყავს?

- უმრავლესობას ჰყავს და ამაში ცუდი არაფერია. იმ ადამიანებს, ვინც ხვდება, რომ მათ პაროდიებს ვაკეთებთ, ყოველთვის დადებითი რეაქცია აქვთ. არავის უთქვამს, - ჩემი ხმით რატომ ლაპარაკობო? პირიქით, ბევრს აქვს სურვილი, რომ სკეტჩებში მათი პაროდიები გავაკეთოთ და ხშირად, ამას გვთავაზობენ კიდეც.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები