პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ
ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ

მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს გი­რა­ოს ის თან­ხა, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში სთხოვს - მი­ლი­ონ-მი­ლი­ო­ნი ლარი არ გა­აჩ­ნი­ათ. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­ის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, 2 მი­ლი­ო­ნი ლარი რომ არ­სე­ბობ­დეს, და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს დე­პუ­ტატ­თა თავ­დე­ბო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­რა­ოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­აჩ­ნია. ხოლო მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბა­თუ­მის "თეთრ მაგ­ნო­ლი­ა­ში" 5 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მიწა, თუმ­ცა ამ ფარ­თო­ბის გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვერ მოხ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

"5 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­დან ათა­სი გა­ცე­მუ­ლია, 4 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი კი წარ­მო­ად­გენს 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას, თუმ­ცა ეს მა­ი­ას გან­კუთ­ვნი­ლი აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თავ­დე­ბო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი უკვე მი­ვი­და. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლე­ბიც თავ­დებ­ში უდ­გე­ბი­ან. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უკვე მი­ვი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძე.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ ივა­ნე ცა­გუ­რი­ას სულ ცოტა ხნის წინ ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს კრე­დი­ტო­რე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა და­კი­თხვის გა­რე­შე მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას, გვე­ნე­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლო­ში შე­სუ­ლია შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რომ ცა­გუ­რი­ას პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ იგი პრო­ცეს­ზე მო­ი­თხოვს არ იქ­ნეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერთი სახე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­ვად კი ივა­ნე ცა­გუ­რია 15 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უნდა და­ი­წყოს. სა­სა­მარ­თლოს დე­რე­ფან­ში "დე­სუ­სი­სა" და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც.

ამას­თან, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თავ­დებ­ში 16 დე­პუ­ტა­ტი უდ­გე­ბა. რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი შე­წუ­ხე­ბუ­ლია მათ მი­მართ მკაც­რი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბით.

"დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ძი­რი­თა­დად უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი არი­ან. მე რო­გორ ვიცი ხელი მო­ა­წე­რა 16-მა დე­პუ­ტატ­მა. ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი "მრეწ­ვე­ლე­ბი" არი­ან", - აცხა­დებს ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თავ­დებ­ში უდ­გე­ბი­ან გოგი თო­ფა­ძე და ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან და კარ­გად ეს­მით ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აღე­ბუ­ლი აქვს "ცენ­ტრ პო­ინტს", - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხმე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ედა­ვე­ბა. ამა­ვე საქ­მე­ზე 11 ივ­ლისს კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივა­ნე ცა­გუ­რია და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ

ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს გირაოს ის თანხა, რომელსაც პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების შუამდგომლობაში სთხოვს - მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ. ამის შესახებ სასამართლო პროცესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2 მილიონი ლარი რომ არსებობდეს, დავალიანებების დიდი ნაწილი დაფარული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ვახტანგ რჩეულიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს დეპუტატთა თავდებობის შუამდგომლობას.

რაც შეეხება გირაოს ალტერნატივას, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, რუსუდან კერვალიშვილს საერთოდ არაფერი გააჩნია. ხოლო მაია რჩეულიშვილის სახელზე გაფორმებულია ბათუმის "თეთრ მაგნოლიაში" 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, თუმცა ამ ფართობის გირაოში ჩადების შემთხვევაში ვერ მოხდება დაზარალებულთა დაკმაყოფილება.

"5 ათასი კვადრატული მეტრიდან ათასი გაცემულია, 4 ათასი კვადრატული მეტრი კი წარმოადგენს 4 მილიონი დოლარის ქონებას, თუმცა ეს მაიას განკუთვნილი აქვს ვალდებულებების შესასრულებლად, ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავდებობის შუამდგომლობა", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილი უკვე მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებიც თავდებში უდგებიან. საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი დაკავებულის "დექსუსის" დამფუძნებლის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ივანე ცაგურიას სულ ცოტა ხნის წინ ბრალი დაუმძიმეს კრედიტორებისათვის ქონების გადამალვის შესაბამისი მუხლით.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალის დამძიმება დაკითხვის გარეშე მოხდა. რაც შეეხება დღევანდელ აღმკვეთ ღონისძიებას, გვენეტაძის ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოში შესულია შუამდგომლობით, რომ ცაგურიას პატიმრობა შეეფარდოს.

ადვოკატი აცხადებს, რომ იგი პროცესზე მოითხოვს არ იქნეს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული, ალტერნატივად კი ივანე ცაგურია 15 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. სასამართლოს დერეფანში "დესუსისა" და "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილები არიან დაზარალებულებიც.

ამასთან, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში 16 დეპუტატი უდგება. როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, დეპუტატების ნაწილი შეწუხებულია მათ მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებით.

"დეპუტატებს შორის ძირითადად უმრავლესობის წევრები არიან. მე როგორ ვიცი ხელი მოაწერა 16-მა დეპუტატმა. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები "მრეწველები" არიან", - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში უდგებიან გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე.

"ეს ადამიანები ბიზნესმენები არიან და კარგად ესმით ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს "ცენტრ პოინტს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა