მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

მო­ზარ­დთა ქორ­წი­ნე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში დღემ­დე გო­გო­ნა­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში ერთ-ერთ მო­უგ­ვა­რე­ბელ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს. რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბას, კი­თხვებს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მეან–გი­ნე­კი­ლო­გი და­ვით გა­გუა პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

თე­ო­ნა:

რა ასაკ­ში არის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი ოჯა­ხის შექ­მნა, რო­გორც ქა­ლის­თვის ასე­ვე მა­მა­კა­ცის­თვის?

-ქა­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 22-27 წელი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად. პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ეს ასა­კი იდე­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ამ ასაკ­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ყოყ­მა­ნობ­დეს ქალი, მაგ­რამ რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე ყვე­ლა­ზე კარ­გი წე­ლე­ბია 22-27.

გი­ორ­გი:

სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­დან ამომ­დის რა­გაც ჯირ­კვა­ლის­ნა­ი­რი და მა­ინ­ტე­რე­სებს რა უნდა იყოს ეს და რას ან ვის მივ­მარ­თო?

-სა­ერ­თოდ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე, გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ბა­გე­ზე არის ბარ­თო­ლი­ნის ჯირ­კვა­ლი , რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კის­ტად. ამას შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს გარ­თუ­ლე­ბა , და­ჩირ­ქდეს და იყოს სა­ო­პე­რა­ციო . მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს მეან-გი­ნე­კო­ლოგს , რო­მელ­მაც უნდა ჩა­ა­ტა­როს სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვა . გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაც.

ლალი:

რო­მე­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მო­ზარ­დი,ად­რე­ულ ასაკ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო?

-ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს რო­გორც მო­ზარ­დი ასე­ვე დი­დე­ბიც. ასე­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბია სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის ტრი­ხო­მო­ნი­ა­ზი, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და ა.შ.

ქეთი:

რო­მელ ასაკ­ში არის რის­კის შემ­ცვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა და რა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს მო­ზარდს, ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტამ?

-მო­ზარ­დებ­ში და­ორ­სუ­ლე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია და ის თუ თავს არ იცავს სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დროს, შე­იძ­ლე­ბა და­ორ­სულ­დეს კი­დეც, ეს ბუ­ნებ­რი­ვია . აბორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ის ძა­ლი­ან ბევ­რი რის­კის ქვეშ დგას. აბორ­ტმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შემ­დგე­ში უშ­ვი­ლო­ბა. ასე­ვე აბორ­ტე­ბის გარ­თუ­ლე­ბას მოყ­ვე­ბა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი, სის­ხლდე­ნა და ა.შ. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია და ამი­ტომ აბორ­ტს არ ვურ­ჩევ არა­ვის.

სა­ლო­მე:

რო­მელ ასაკ­ში არის გო­გო­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რად მომ­წი­ფე­ბუ­ლი და თუ ად­რე­ულ ასაკ­ში აქვს გო­გოს სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და თა­ვის იკა­ვებს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნია, რა პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რო­გორ ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი?

-ადა­მი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპს გა­ნიც­დის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. თა­ვი­დან არის ბავ­შვო­ბა, შემ­დეგ მო­ზარ­დი და მერე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში შე­დის. როცა მენსტრუ­ა­ცია მო­უ­ვა მას შე­უძ­ლია გა­ნა­ყო­ფი­ერ­დეს და შვი­ლი შვას. თუ ქალს მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლი აქვს , ის უკვე პრაქ­ტი­კუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლია დე­დო­ბი­სათ­ვის. თვი­თონ მენსტრუ­ა­ცია არის როცა გოგო არ ორ­სულ­დე­ბა და მო­დის სის­ხლის სა­ხით, ანუ ეს არის საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა შრის ენ­დო­მეტ­რი­უ­ლი ჩა­მოფ­ცქვნა. რო­გორც თქვე­ნი შე­კი­თხვი­დან ჩანს სა­ლო­მე უკვე ფი­ზი­კუ­რად მზად არის ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და ბუ­ნებ­რი­ვია ლტოლ­ვაც აქვს სქე­სობ­რი­ვი, მაგ­რამ ამ დროს ჯერ პა­ტა­რაა და მე მა­ინც ვფიქ­რობ რომ მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად, სუ­ლი­ე­რად ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა­ზე დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა რა თქმა უნდა ად­რე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის­თვის კი ორ­სუ­ლო­ბაა.

თენ­გო:

რა იწ­ვევს მო­ზარ­დებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი აგ­ზნე­ბის აშ­ლი­ლო­ბას?

-სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვაა. მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია და შე­იძ­ლე­ბა ამას აშ­ლი­ლო­ბას ეძა­ხის თენ­გო. ზოგს მე­ტად აქვს მო­თხოვ­ნა ზოგს ნაკ­ლე­ბად. თუ სუ­ლი­ე­რი გა­დაც­დო­მა აქვს მა­შინ ფსი­ქი­ატრს უნდა მი­მარ­თოს. აშ­ლი­ლო­ბა - ეს ცოტა მკაც­რი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა სა­კუ­თარ თავს.

თა­მა­რი:

რა გან­სხვა­ვე­ბაა პირ­ვე­ლად და მე­ო­რე­ულ ალ­გო­დის­მე­ნო­რე­ას შო­რის?

-ეს არის მტკივ­ნე­უ­ლი მენსტრუ­ა­ცია . როცა პირ­ვე­ლად ემარ­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა უფრო მტკივ­ნე­უ­ლი ქონ­დეს. მე­ო­რა­დია როცა თა­ვი­დან არ ქონ­და და გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ან შვი­ლის ყო­ლის შემ­დეგ და­ე­წყო მტკივ­ნე­უ­ლი მენსტრუ­ა­ცია.

2) რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მო­ზარ­დი გო­გო­ნას საშ­ვი­ლოს­ნოს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას და რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უკვე მოზ­რდილ გო­გო­ნებ­ში?

-ეს არის ქალი და ესე და­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ერ­მა ანმთე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­დაგ­ვა­რე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე მძაფ­რი და სა­ში­შია უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა. თუ კი­თხვის ავ­ტო­რი გუ­ლის­ხმობ­და რომ შე­იძ­ლე­ბა თუ არა უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა მე ვუ­პა­სუ­ხებ რომ ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა, ან სხვა პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდეს რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტან­ჯოს.

ნანა:

რას გვე­ტყვით ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის ანო­მა­ლი­ებ­ზე, რამ­დე­ნად უქ­მნის საფრ­თხეს უნა­გი­რი­სებ­რი საშ­ვი­ლოს­ნო ქა­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბი­ა­რო­ბას ხელს?

-მდე­ბა­რე­ო­ბის ანო­მა­ლი­ა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი , სა­ვა­რა­უ­დოდ ალ­ბათ გუ­ლის­ხმობ­და გან­ვი­თა­რე­ბის ანო­მა­ლი­ას. ძა­ლი­ან ხში­რად არის გან­ვი­თა­რე­ბის ანო­მა­ლია , მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა არ ქონ­დეს გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი , საშო, საშ­ვი­ლოს­ნო და ა.შ. ხში­რია ასე­თი ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­საც ვმკურ­ნა­ლობთ უფრო მე­ტად ქი­რურ­გი­უ­ლი წე­სით. მთა­ვა­რია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ...... ქო­დეს ნორ­მა­ლუ­რი , საკ­ვერ­ცხე­ე­ბი ქონ­დეს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს . რაც შე­ე­ხე­ბა უნა­გი­რი­სებ­რი საშ­ვი­ლოს­ნოს, საშ­ვი­ლოს­ნოს აქვს ხრი­სე­ბუ­რი ფორ­მა და უნა­გი­რი­სებ­რია როცა საშ­ვი­ლოს­ნო­ის უნა­გი­რის ფორ­მა აქვს . რე­ა­ლუ­რად ის ისეთ სა­სიშ­რო­ე­ბას არ ქმნის . ხში­რად არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი როცა ამ შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლებ­საც აჩე­ნენ და თან მრა­ვალს.

ლალი:

რძი­ა­ნას დროს ორი­ვე სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რის მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო?

-რძი­ა­ნა­ში თეთ­რად შლას გუ­ლის­ხმობ­და ალ­ბათ. თეთ­რად შლა ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­შიც არის. თუ პა­თო­ლო­გი­უ­რი ფოლ­რაა მა­შინ სჭირ­დე­ბა მას მკურ­ნა­ლო­ბა . თუ პა­თო­ლო­გი­უ­რი და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მისი პარტნი­ო­რიც იყოს სამ­კურ­ნა­ლო.

ლე­ვა­ნი:

მა­ინ­ტე­რე­სებს რო­მე­ლი ასა­კი მი­იჩ­ნე­ვა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბად და რო­მე­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად?

-ქორ­წი­ნე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არას­დროს არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ად­რე­ულს, რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე ბავ­შვო­ბა­ში ცოტა რთუ­ლია რო­გორც მათ­თვის , ასე­ვე მშობ­ლე­ბის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც. ყვე­ლა­ზე კარ­გია როცა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, 18 წლის ზე­მოთ.

სა­სურ­ვე­ლია თუ არა წყვილ­მა ცალ­კე იცხოვ­როს და რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რათა ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა გა­მო­ვი­დეს?

-რა თქმა უნდა ყვე­ლას ცალ­კე უნდა ცხოვ­რე­ბა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ გაქვთ კარ­გია. რაც შე­ე­ხე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბას ალ­ბათ სიყ­ვა­რუ­ლით უნდა და­ო­ჯახ­დნენ. თუ ერ­თმა­ნე­თი ეყ­ვა­რე­ბათ კარ­გი ოჯა­ხიც ექ­ნე­ბათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

მოზარდთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას, კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან–გინეკილოგი დავით გაგუა პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

თეონა:

რა ასაკში არის ყველაზე ხელსაყრელი ოჯახის შექმნა, როგორც ქალისთვის ასევე მამაკაცისთვის?

-ქალის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე 22-27 წელი ყველაზე სასურველია ოჯახის შესაქმნელად. პირველი მშობიარობისთვის ეს ასაკი იდეალურია. შეიძლება ამ ასაკში სხვადასხვა მიზეზების გამო ყოყმანობდეს ქალი, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ყველაზე კარგი წელებია 22-27.

გიორგი:

სასქესო ორგანოდან ამომდის რაგაც ჯირკვალისნაირი და მაინტერესებს რა უნდა იყოს ეს და რას ან ვის მივმართო?

-საერთოდ სასქესო ორგანოზე, გარეთა სასქესო ბაგეზე არის ბართოლინის ჯირკვალი , რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს კისტად. ამას შეიძლება მოყვეს გართულება , დაჩირქდეს და იყოს საოპერაციო . მან აუცილებლად უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს , რომელმაც უნდა ჩაატაროს სათანადო გამოკვლევა . გამოკვლევის შემდეგ შეიძლება დასჭირდეს ოპერაციული მკურნალობაც.

ლალი:

რომელი ინფექციების საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდი,ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების გამო?

-ინფექციების საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მოზარდი ასევე დიდებიც. ასეთი ინფექციებია სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიც არის ტრიხომონიაზი, სოკოვანი დაავადება და ა.შ.

ქეთი:

რომელ ასაკში არის რისკის შემცველი ორსულობა და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს მოზარდს, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტამ?

-მოზარდებში დაორსულება არასასურველია და ის თუ თავს არ იცავს სქესობრივი ცხოვრების დროს, შეიძლება დაორსულდეს კიდეც, ეს ბუნებრივია . აბორტის შემთხვევაში ის ძალიან ბევრი რისკის ქვეშ დგას. აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგეში უშვილობა. ასევე აბორტების გართულებას მოყვება ანთებითი პროცესები, ინფექციები, სისხლდენა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი მოსალოდნელი გართულებებია და ამიტომ აბორტს არ ვურჩევ არავის.

სალომე:

რომელ ასაკში არის გოგონა სექსუალურად მომწიფებული და თუ ადრეულ ასაკში აქვს გოგოს სექსუალური მოთხოვნილებები და თავის იკავებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არასრულწლოვანია, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი?

-ადამიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპს განიცდის სხვადასხვანაირად. თავიდან არის ბავშვობა, შემდეგ მოზარდი და მერე რეპროდუქციულ ასაკში შედის. როცა მენსტრუაცია მოუვა მას შეუძლია განაყოფიერდეს და შვილი შვას. თუ ქალს მენსტრუაციული ციკლი აქვს , ის უკვე პრაქტიკულად მომზადებულია დედობისათვის. თვითონ მენსტრუაცია არის როცა გოგო არ ორსულდება და მოდის სისხლის სახით, ანუ ეს არის საშვილოსნოს შიდა შრის ენდომეტრიული ჩამოფცქვნა. როგორც თქვენი შეკითხვიდან ჩანს სალომე უკვე ფიზიკურად მზად არის ამ ყველაფრისთვის და ბუნებრივია ლტოლვაც აქვს სქესობრივი, მაგრამ ამ დროს ჯერ პატარაა და მე მაინც ვფიქრობ რომ მოუმზადებელია ყველანაირად, სულიერად ყოველშემთხვევაში. ყველაზე დიდი საშიშროება რა თქმა უნდა ადრეული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის კი ორსულობაა.

თენგო:

რა იწვევს მოზარდებში სექსუალური აგზნების აშლილობას?

-საინტერესო კითხვაა. მოთხოვნილება, სქესობრივი ლტოლვა სხვადასხვანაირია და შეიძლება ამას აშლილობას ეძახის თენგო. ზოგს მეტად აქვს მოთხოვნა ზოგს ნაკლებად. თუ სულიერი გადაცდომა აქვს მაშინ ფსიქიატრს უნდა მიმართოს. აშლილობა - ეს ცოტა მკაცრი დიაგნოზი დაუსვა საკუთარ თავს.

თამარი:

რა განსხვავებაა პირველად და მეორეულ ალგოდისმენორეას შორის?

-ეს არის მტკივნეული მენსტრუაცია . როცა პირველად ემართება შეიძლება უფრო მტკივნეული ქონდეს. მეორადია როცა თავიდან არ ქონდა და გათხოვების შემდეგ ან შვილის ყოლის შემდეგ დაეწყო მტკივნეული მენსტრუაცია.

2) რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მოზარდი გოგონას საშვილოსნოს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებას და რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს უკვე მოზრდილ გოგონებში?

-ეს არის ქალი და ესე დაყოფა არ შეიძლება. ნებისმიერმა ანმთებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაგვარებები. ყველაზე მძაფრი და საშიშია უშვილობის გამოწვევა. თუ კითხვის ავტორი გულისხმობდა რომ შეიძლება თუ არა უშვილობის გამოწვევა მე ვუპასუხებ რომ ნამდვილად შეიძლება, ან სხვა პრობლემები გაუჩნდეს რომელმაც მთელი ცხოვრება დატანჯოს.

ნანა:

რას გვეტყვით ქალის სასქესო ორგანოების მდებარეობის ანომალიებზე, რამდენად უქმნის საფრთხეს უნაგირისებრი საშვილოსნო ქალის ფიზიოლოგიურ მშობიარობას ხელს?

-მდებარეობის ანომალიაზე არ არის ლაპარაკი , სავარაუდოდ ალბათ გულისხმობდა განვითარების ანომალიას. ძალიან ხშირად არის განვითარების ანომალია , მათ შორის შეიძლება არ ქონდეს გარეთა სასქესო ორგანოები , საშო, საშვილოსნო და ა.შ. ხშირია ასეთი ფაქტები, რომელსაც ვმკურნალობთ უფრო მეტად ქირურგიული წესით. მთავარია ჰორმონალური ...... ქოდეს ნორმალური , საკვერცხეები ქონდეს და ფუნქციონირებდეს . რაც შეეხება უნაგირისებრი საშვილოსნოს, საშვილოსნოს აქვს ხრისებური ფორმა და უნაგირისებრია როცა საშვილოსნოის უნაგირის ფორმა აქვს . რეალურად ის ისეთ სასიშროებას არ ქმნის . ხშირად არიან პაციენტები როცა ამ შემთხვევაში შვილებსაც აჩენენ და თან მრავალს.

ლალი:

რძიანას დროს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაა საჭირო?

-რძიანაში თეთრად შლას გულისხმობდა ალბათ. თეთრად შლა ფიზიოლოგიაშიც არის. თუ პათოლოგიური ფოლრაა მაშინ სჭირდება მას მკურნალობა . თუ პათოლოგიური და მკურნალობა სჭირდება ამ შემთხვევაში შეიძლება მისი პარტნიორიც იყოს სამკურნალო.

ლევანი:

მაინტერესებს რომელი ასაკი მიიჩნევა ადრეულ ქორწინებად და რომელი დაგვიანებულად?

-ქორწინება დაგვიანებული არასდროს არ არის. რაც შეეხება ადრეულს, როგორც უკვე ავღნიშნე ბავშვობაში ცოტა რთულია როგორც მათთვის , ასევე მშობლებისთვის და საზოგადოებისთვისაც. ყველაზე კარგია როცა სრულწლოვანი გახდება, 18 წლის ზემოთ.

სასურველია თუ არა წყვილმა ცალკე იცხოვროს და როგორ უნდა შევარჩიოთ მეორე ნახევარი, რათა ბედნიერი ქორწინება გამოვიდეს?

-რა თქმა უნდა ყველას ცალკე უნდა ცხოვრება და ამის საშუალება თუ გაქვთ კარგია. რაც შეეხება ბედნიერებას ალბათ სიყვარულით უნდა დაოჯახდნენ. თუ ერთმანეთი ეყვარებათ კარგი ოჯახიც ექნებათ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას