პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს

პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს

საქართველოს პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთდროულად დაიწყება.

პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომანქანებს დააბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ჯერ კიდევ არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემის პროცესი 12:00 საათზე ქუთაისში, 13:00 საათზე - აჭარაში, ბათუმის პროკურატურაში გაიმართება, პარალელურ რეჟიმში მოხდება იგივე რუსთავშიც, ნელ-ნელა კი პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ დანაყოფში გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ