საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"
ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"

ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა და მსა­ხი­ობ­მა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძემ რუ­სულ ონ­ლა­ინ-გა­მო­ცე­მა Труд-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- ვახ­ტანგ, გჯე­რათ ბე­დის­წე­რის?

- მე მჯე­რა ღმერ­თის, რო­მე­ლიც ჩვენს ნაც­ვლად წყვეტს ყვე­ლა­ფერს. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი იმის გა­მოთ­ვლას და­ი­წყე­ბენ, თუ რამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ და რამ­დე­ნი რამ ხდე­ბა ღმერ­თის ნე­ბით, მა­შინ მი­წა­სა და ცას შო­რის უწო­ნა­დო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს წყვეტს - ვინ რამ­დე­ნი უნდა იცო­ცხლოს, რა უნდა გა­ი­ა­როს ცხოვ­რე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნი კი იმე­დით ცხოვ­რობს. აი, ვი­საც მე არ ვენ­დო­ბი - ესე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ისი­ნი სი­მაღ­ლის და­პყრო­ბის შემ­დეგ, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან: რად­გან ასე მაღ­ლა დას­ხდნენ, ჰგო­ნი­ათ ყო­ველ­თვის იქ იქ­ნე­ბი­ან. ხოლო რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა ყელ­ზე ხელს მო­უ­ჭერს, გა­ო­ცე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან და უსა­მარ­თო­ბა­ზე ჩი­ვილს იწყე­ბენ.

- ახალ­გაზ­რდა დე­დათ­ქვე­ნი თუ გახ­სოვთ?

- კი. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. დედა 6 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მე­გო­ნა, რომ სა­მუ­და­მოდ ჩემს გვერ­დით იქ­ნე­ბო­და. ადრე არას­დროს დამ­სიზ­მრე­ბია. მას შემ­დეგ რაც გარ­და­იც­ვა­ლა, ხში­რად ვნა­ხუ­ლობ სიზ­მარ­ში. ყო­ველ­თვის ერ­თსა და იმა­ვე სიზ­მარს ვხე­დავ, თით­ქოს დედა მე­უბ­ნე­ბა: "ბუბა, რო­გორ არ გრცხვე­ნია სცე­ნა­ზე ასე­თი ხრინ­წი­ა­ნი ხმით სიმ­ღე­რა!". დე­და­ჩე­მი ხომ მომ­ღე­რა­ლი იყო: ისე მე­ნატ­რე­ბა, რომ ძი­ლის წინ ვთხოვ: "დედა, მოდი ჩემ­თან, მე­სა­უბ­რე". რო­დე­საც ვა­საფ­ლა­ვებ­დი, გვერ­დით მა­მა­ჩე­მის ფოტო და­ვუ­დე, რომ სულ ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

- ერ­თად თქვე­ნი მშობ­ლე­ბი დიდ­ხანს არ ყო­ფი­ლან, მა­მათ­ქვე­ნი რამ­დე­ნა­დაც ვიცი, 1942 წელს ქერ­ჩის ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა...

- ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ბიჭი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც დამ­ცი­ნოდ­ნენ კი­დეც. ძა­ლი­ან სა­წყე­ნი იყო ფიქ­რი: "აი, მე რომ მამა მყო­ლო­და..." არ მჯე­რო­და, რომ მამა და­ი­ღუ­პა. რო­დე­საც მოგ­ზა­უ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გავ­ხდი, გა­დავ­წყვი­ტე, მამა მო­მე­ძებ­ნა. ვფიქ­რობ­დი: ის იყო უჩ­ვე­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, მა­მა­ცი, იცო­და უცხო ენე­ბი და შე­საძ­ლოა და­სავ­ლეთ­შიც კი მოხ­ვდა. ერთხელ აშშ-ში სა­გას­ტრო­ლო ტუ­რის დროს, ერ­თმა ხან­ში­შე­სულ­მა ადა­მი­ან­მა მომ­ძებ­ნა და კი­თხვე­ბი და­მის­ვა: "რა ერ­ქვა მა­მა­შენს?" მე ვუ­პა­სუ­ხე "კონ­სტან­ტი­ნე". ის ჩა­მე­ძია: "დე­დას მა­ნა­ნა?". რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ის და მა­მა­ჩე­მი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ფეხ­ბურ­თის გუნდში ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. ამან იმე­დე­ბი გა­მიძ­ლი­ე­რა: იქ­ნებ მა­მა­ჩე­მიც მზვე­რა­ვი, მე­ო­რე აბე­ლი იყო? აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი აბე­ლი ჩემს სი­მამ­რთან ერ­თად ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, ყვე­ბო­და, რომ მის­მა ოჯახ­მა 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ და ცო­ცხა­ლი იყო თუ არა.

- წიგ­ნის და­წე­რას აპი­რებ­დით...

- უკვე ვწერ. იდეა გე­ნა­დი ხა­ზა­ნოვ­მა მო­მა­წო­და. წიგ­ნის იდე­ის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ უნდა დას­ცი­ნო ადა­მი­ანს აქ­ცენ­ტის გამო - შენ ხომ მის ენა­ზე სა­ერ­თოდ არ შე­გიძ­ლია სა­უ­ბა­რი. წიგ­ნის­თვის ასე­თი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა მსურ­და "კავ­კა­სი­უ­რი იე­რის ადა­მი­ა­ნი", მაგ­რამ შემ­დეგ გა­და­ვი­ფიქ­რე. წიგ­ნი თით­ქმის მზა­დაა, მაგ­რამ ჯერ არ ჩანს სო­ლი­დუ­რი გა­მომ­ცე­მე­ლი.

- საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყა­ვით. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან?

- ხალ­ხი უნდა გიყ­ვარ­დეს. ზოგ­ჯერ მეს­მის: "არ შე­მიძ­ლია, თავი მო­მა­ბეზ­რეს ამ ფა­ნებ­მა, უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან გა­მიყ­ვა­ნეთ". ესე­ნი ხომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც შენ უყ­ვარ­ხარ! რო­დე­საც 1996 წელს მოს­კოვ­ში დარ­ბაზ Россия-სთან ჩემი ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შუქი და გაზი არ იყო. სახ­ლში დავ­ბრუნ­დი და რამ­დე­ნი­მე წუ­თით მო­ვი­და შუქი. მა­შინ მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი: "ახლა შე­გიძ­ლია თქვა, რომ შენი ქმა­რი ვარ­სკვლა­ვია!". ეს ვთქვი თუ არა, შუქი მა­შინ­ვე ჩაქვრა...

- ცრუ­მორ­წმუ­ნე ხართ?

- არც ისე. თა­ვის დრო­ზე ნანი ბრეგ­ვა­ძემ ცნო­ბილ სო­ხუ­მელ მკი­თხავ ლი­ლის­თან გა­ყო­ლა მთხო­ვა. ის 70 წლის იყო და თა­ვი­სი თვა­ლე­ბით პირ­და­პირ გან­მგმი­რა. ნანი ლი­ლის­გან სრუ­ლი­ად გა­თეთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო: ხელ­ზე რა­ღაც სა­ში­ში და­უ­ნა­ხავს. ლი­ლიმ ჩემი ხე­ლიც აიღო, მაგ­რამ მე უარი ვთქვი. მი­თხრა, რომ მალე უსი­ა­მოვ­ნე­ბა, ავად­მყო­ფო­ბა მე­ლო­და, თუმ­ცა გა­და­ვი­ტან­დი. შემ­დეგ და­ა­მა­ტა: იმ ად­გი­ლას, სა­დაც იმ­კურ­ნა­ლებ, ახალ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე­ბი და იმის გამო რა­საც იქ გა­ა­კე­თებ, თბი­ლის­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შე­გექ­მნე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ ამის გამო ყვე­ლა მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა შე­ნიო. ყვე­ლა­ფე­რი რაც მი­თხრა, ას­რულ­და - ავად­მყო­ფო­ბაც, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც და მად­ლი­ე­რე­ბაც...

- ფილ­მს თუ გა­და­ი­ღებ­დით და რის შე­სა­ხებ?

- მაქვს ერთი ჩა­ნა­ფიქ­რი, რო­მე­ლიც ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის მე­გო­ბარს უკავ­შირ­დე­ბა. ის დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც და­ქორ­წინ­და, მე­ზობ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც 4-ოთა­ხი­ა­ნი ბინა ჰქონ­დათ, კე­დე­ლი და­ან­გრი­ეს, რათა ბიჭს სი­ვიწ­რო­ვე­ში არ ეცხოვ­რა ოჯახ­თან ერ­თად. აი ასე ცხოვ­რობ­დნენ ძველ თბი­ლის­ში. უკვე დავ­წე­რე ეს სცე­ნა­რი. ეს იქ­ნე­ბა ფილ­მი სუ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს გაქ­რა.

- მე­გობ­რის ოჯა­ხი მყა­რი თუ გა­მოდ­გა?

- კი დღემ­დე ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. ის ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია trud.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"

ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"

ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ რუსულ ონლაინ-გამოცემა Труд-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ვახტანგ, გჯერათ ბედისწერის?

- მე მჯერა ღმერთის, რომელიც ჩვენს ნაცვლად წყვეტს ყველაფერს. თუ ადამიანები იმის გამოთვლას დაიწყებენ, თუ რამდენი თავისუფალი არჩევანი აქვთ და რამდენი რამ ხდება ღმერთის ნებით, მაშინ მიწასა და ცას შორის უწონადობის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ღმერთი ყველაფერს წყვეტს - ვინ რამდენი უნდა იცოცხლოს, რა უნდა გაიაროს ცხოვრებაში. ადამიანი კი იმედით ცხოვრობს. აი, ვისაც მე არ ვენდობი - ესენი პოლიტიკოსები არიან. უცნაურია, მაგრამ რატომღაც ისინი სიმაღლის დაპყრობის შემდეგ, გაურკვევლობაში ვარდებიან: რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ჰგონიათ ყოველთვის იქ იქნებიან. ხოლო როდესაც ცხოვრება ყელზე ხელს მოუჭერს, გაოცებულნი რჩებიან და უსამართობაზე ჩივილს იწყებენ.

- ახალგაზრდა დედათქვენი თუ გახსოვთ?

- კი. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო. დედა 6 წლის წინ გარდაიცვალა. მეგონა, რომ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნებოდა. ადრე არასდროს დამსიზმრებია. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა, ხშირად ვნახულობ სიზმარში. ყოველთვის ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ, თითქოს დედა მეუბნება: "ბუბა, როგორ არ გრცხვენია სცენაზე ასეთი ხრინწიანი ხმით სიმღერა!". დედაჩემი ხომ მომღერალი იყო: ისე მენატრება, რომ ძილის წინ ვთხოვ: "დედა, მოდი ჩემთან, მესაუბრე". როდესაც ვასაფლავებდი, გვერდით მამაჩემის ფოტო დავუდე, რომ სულ ერთად ყოფილიყვნენ.

- ერთად თქვენი მშობლები დიდხანს არ ყოფილან, მამათქვენი რამდენადაც ვიცი, 1942 წელს ქერჩის ბრძოლაში დაიღუპა...

- ძალიან გამხდარი ბიჭი ვიყავი, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. ძალიან საწყენი იყო ფიქრი: "აი, მე რომ მამა მყოლოდა..." არ მჯეროდა, რომ მამა დაიღუპა. როდესაც მოგზაური შემსრულებელი გავხდი, გადავწყვიტე, მამა მომეძებნა. ვფიქრობდი: ის იყო უჩვეულო ადამიანი, მამაცი, იცოდა უცხო ენები და შესაძლოა დასავლეთშიც კი მოხვდა. ერთხელ აშშ-ში საგასტროლო ტურის დროს, ერთმა ხანშიშესულმა ადამიანმა მომძებნა და კითხვები დამისვა: "რა ერქვა მამაშენს?" მე ვუპასუხე "კონსტანტინე". ის ჩამეძია: "დედას მანანა?". როგორც აღმოჩნდა ის და მამაჩემი ახალგაზრდობაში მეგობრები იყვნენ, ფეხბურთის გუნდში ერთად თამაშობდნენ. ამან იმედები გამიძლიერა: იქნებ მამაჩემიც მზვერავი, მეორე აბელი იყო? აღსანიშნავია, რომ დიდი აბელი ჩემს სიმამრთან ერთად ერთ სკოლაში სწავლობდა. როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ყვებოდა, რომ მისმა ოჯახმა 16 წლის განმავლობაში არ იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ და ცოცხალი იყო თუ არა.

- წიგნის დაწერას აპირებდით...

- უკვე ვწერ. იდეა გენადი ხაზანოვმა მომაწოდა. წიგნის იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა დასცინო ადამიანს აქცენტის გამო - შენ ხომ მის ენაზე საერთოდ არ შეგიძლია საუბარი. წიგნისთვის ასეთი სახელის დარქმევა მსურდა "კავკასიური იერის ადამიანი", მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. წიგნი თითქმის მზადაა, მაგრამ ჯერ არ ჩანს სოლიდური გამომცემელი.

- საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყავით. როგორი დამოკიდებულება გქონდათ თაყვანისმცემლებთან?

- ხალხი უნდა გიყვარდეს. ზოგჯერ მესმის: "არ შემიძლია, თავი მომაბეზრეს ამ ფანებმა, უკანა გასასვლელიდან გამიყვანეთ". ესენი ხომ ის ადამიანები არიან, ვისაც შენ უყვარხარ! როდესაც 1996 წელს მოსკოვში დარბაზ Россия-სთან ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა, მაშინ საქართველოში შუქი და გაზი არ იყო. სახლში დავბრუნდი და რამდენიმე წუთით მოვიდა შუქი. მაშინ მეუღლეს ვუთხარი: "ახლა შეგიძლია თქვა, რომ შენი ქმარი ვარსკვლავია!". ეს ვთქვი თუ არა, შუქი მაშინვე ჩაქვრა...

- ცრუმორწმუნე ხართ?

- არც ისე. თავის დროზე ნანი ბრეგვაძემ ცნობილ სოხუმელ მკითხავ ლილისთან გაყოლა მთხოვა. ის 70 წლის იყო და თავისი თვალებით პირდაპირ განმგმირა. ნანი ლილისგან სრულიად გათეთრებული გამოვიდა, შეშინებული იყო: ხელზე რაღაც საშიში დაუნახავს. ლილიმ ჩემი ხელიც აიღო, მაგრამ მე უარი ვთქვი. მითხრა, რომ მალე უსიამოვნება, ავადმყოფობა მელოდა, თუმცა გადავიტანდი. შემდეგ დაამატა: იმ ადგილას, სადაც იმკურნალებ, ახალ პროფესიას დაეუფლები და იმის გამო რასაც იქ გააკეთებ, თბილისში უსიამოვნებები შეგექმნება, თუმცა შემდეგ ამის გამო ყველა მადლიერი იქნება შენიო. ყველაფერი რაც მითხრა, ასრულდა - ავადმყოფობაც, უსიამოვნებებიც და მადლიერებაც...

- ფილმს თუ გადაიღებდით და რის შესახებ?

- მაქვს ერთი ჩანაფიქრი, რომელიც ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს უკავშირდება. ის დედასთან და ბებიასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. როდესაც დაქორწინდა, მეზობლებმა, რომლებსაც 4-ოთახიანი ბინა ჰქონდათ, კედელი დაანგრიეს, რათა ბიჭს სივიწროვეში არ ეცხოვრა ოჯახთან ერთად. აი ასე ცხოვრობდნენ ძველ თბილისში. უკვე დავწერე ეს სცენარი. ეს იქნება ფილმი სულიერების შესახებ, რომელიც დღეს გაქრა.

- მეგობრის ოჯახი მყარი თუ გამოდგა?

- კი დღემდე ერთად ცხოვრობენ. ის ცნობილი მოცეკვავეა.

მომზადებულია trud.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება