თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ხოლო ბრალდების მესამე ეპიზოდით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.

რაც შეეხება ბრალდების ორ ეპიზოდს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამინისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თენგიზ გუნავამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იგი თავს ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობს და არც ერთ ბრალდებას არ ეთანხმება. გუნავას შეფასებით, მისი დაკავება თავიდანვე პოლიტიკური ნება იყო.

"მე ვარ უდანაშაულო, ჩემი ოჯახისთვის, ქვეყნისა და ახლობლებისთვის ეს არის მთავარი. არ ვიზიარებ არც ერთ ბრალდებას. სასამართლოში რამდენჯერმე ავხსენი, რისთვისაც ვიყავი დაკავებული - ეს იყო პოლიტიკური ნება თავიდანვე, რომ გუნავა აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა. სწორედ აქედან გამომდინარე, კრიმინალურმა პოლიციამ ჩამიდო ნარკოტიკები და იარაღი, რომელი ბრალდებაც შემდეგ პროკურატურამ მოხსნა. მინდა ვთხოვო იმ ხალხს, ვინც ჩემს გვერდით არის, რომ ბრძოლა არის ბოლომდე", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ