მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა კილაძეს - "გამოვცადე, რა არის ნამდვილი სიყვარული"
ჯაბა კილაძეს - "გამოვცადე, რა არის ნამდვილი სიყვარული"

მსა­ხი­ო­ბი ჯაბა კი­ლა­ძე ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბას ელო­დე­ბა, ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე აპი­რებს; რამ­დე­ნი­მე დღით მარ­ტყოფ­სა და ფა­სა­ნა­ურ­ში ჩას­ვლა­საც გეგ­მავს. რა აღი­ზი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა­ტომ ვერ იტანს სნობ ადა­მი­ა­ნებს და რას ამ­ბო­ბენ მას­ზე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1981 წლის 24 აგ­ვის­ტო.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ფეხ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ხელს არ მი­წყობ­და, სუს­ტი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ფეხ­ბურთზე გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დი. არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი მიყ­ვარს და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ კი­დეც.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ოჯახ­მა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თე­ატ­რში გა­ვი­ზარ­დე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბი მირ­ჩევ­დნენ, პრო­ფე­სი­ად მსა­ხი­ო­ბო­ბა არ ამერ­ჩია, მა­ინც ამ გზას და­ვა­დე­ქი.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯა­ხი, შვი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს; მყავს ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი და ორ ძა­ლი­ან კარგ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ. მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ ყვე­ლაფ­რის­თვის.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...უღა­ლა­ტო მე­გო­ბა­რი­აო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...სით­ბოს გა­ცე­მა შე­მიძ­ლია.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ცოტა არ იყოს, უყუ­რა­დღე­ბო ვარ და რიგ სა­კი­თხებ­ში სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფა გა­მო­ვი­ჩი­ნე. ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია და არ ვა­კე­თებ. ეს თვი­სე­ბა რომ არ მქონ­დეს, უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ბევ­რს ვფიქ­რობ, ჩემს ქმე­დე­ბებს ვუღ­რმავ­დე­ბი. წარ­სულ­ზე - ნაკ­ლე­ბად, მო­მა­ვალ­ზე უფრო ხში­რად ვფიქ­რობ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...არც კი ვიცი, ეს რო­დის მე­მარ­თე­ბა. სა­ერ­თოდ, ად­ვი­ლად არ ვიბ­ნე­ვი.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას და ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა სწო­რედ ამის გამო შე­მექ­მნა. რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია, უსა­მარ­თლო­ბა­ზე თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭო, გავ­ჩუმ­დე.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ მიყ­ვარს, ამი­ტომ ხელს ყო­ველ­თვის იმ საქ­მეს ვკი­დებ, რო­მე­ლიც ვიცი, ასე თუ ისე, გა­მო­მი­ვა. და­მარ­ცხე­ბა არ მიყ­ვარს.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ბევ­რი რამ მე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ საქ­მის კე­თე­ბა - არას­დროს. ბევ­რჯერ მით­ქვამს, - ხვა­ლი­დან ვარ­ჯი­ში უნდა და­ვი­წყო-მეთ­ქი, მაგ­რამ სურ­ვი­ლი სი­ზარ­მა­ცეს და­უძ­ლე­ვია.

- მა­ღი­ზი­ა­ნებს...

- ..."ვა­ზე­ლი­ნი ხალ­ხი", პო­ზი­ცი­ას 15 წუთ­ში რომ იც­ვლი­ან. მათ მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თხელ გა­მო­მი­ხა­ტავს და უსი­ა­მოვ­ნე­ბაც შემ­ხვედ­რია - ადა­მი­ა­ნებს სი­მარ­თლის მოს­მე­ნა არ სი­ა­მოვ­ნებთ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ვფიქ­რობ, რომ ასეა სა­ჭი­რო.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სად­მე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. წყა­ლი და მზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...სა­კუ­თა­რი ოთა­ხი­სა და მან­ქა­ნის წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნა. ხან­და­ხან ეს უწეს­რი­გო­ბა ნერ­ვებს მიშ­ლის.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...არ ვი­ვი­წყებ, შეც­დო­მებ­ზე ჭკუ­ას ვსწავ­ლობ.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...იმა­ზე, რაც ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რია.

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც მსურს...

- ...ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ კარგ რე­ჟი­სო­რებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. ესე­ნი არი­ან: ჩემი პე­და­გო­გი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი, დოი, ჭოლა, ნუკ­რი ქან­თა­რია. წლე­ბია, ავთო ვარ­სი­მაშ­ვილ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას­თან გა­ვი­ზარ­დე. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, მო­მა­ვალ­ში თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ვი­მუ­შაო.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ამას არ ვი­ტყვი, რად­გან არ მინ­და, სხვებ­მა გა­ი­გონ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...არის გრძნო­ბა, რომ­ლის ახ­სნაც ვე­რა­ვინ შეძ­ლო. ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბა. ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, ისე უყ­ვარს. სუნ­თქვა შე­გეკ­რა თუ თავი მო­გე­ფხა­ნა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მთა­ვა­რია, რომ გიყ­ვარს.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ (რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა), ეს გრძნო­ბა ჩემ­ში ბევრ რა­მეს ცვლის. რო­გო­რი ვხდე­ბი? სრულ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას იმ ადა­მი­ან­ზე ვახ­დენ. სი­ცო­ცხლე მის­თვის მიყ­ვარს, ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის მი­ხა­რია. ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ ვიგ­რძე­ნი, რა იყო ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­მა­ვალ­ში სულ რომ არა­ვინ შე­მიყ­ვარ­დეს, მა­ინც ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რად­გან ეს გრძნო­ბა გა­მოვ­ცა­დე.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...არ ვარ.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...როცა რა­ღაც პო­ზი­ტი­ურს ვხე­დავ, უკვე კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. ამ­დე­ნი წე­ლია, ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი ფო­ნია. ალ­ბათ სხვა, ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბო­დი.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ჩემი პრო­ფე­სი­ით, საქ­მით...

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...თა­ვის­თა­ვად სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ თან უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდაც ახ­ლავს, სა­კუ­თარ თავ­ზე კარ­გის მოს­მე­ნა მი­ჭირს.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წახ­ვი­დე. თუმ­ცა, რისკსაც გა­აჩ­ნია - ზო­გი­ერ­თი ამ სა­ხელს ისეთ იდი­ო­ტო­ბას არ­ქმევს, რა­საც თა­ვად არას­დროს გა­ვა­კე­თებ. ზო­გა­დად, ანა­ლი­ტი­კა მიყ­ვარს.

- მე­ში­ნია...

- ...ამა­ზე არც კი მი­ფიქ­რია. ჯუნ­გლებ­ში რომ მოვ­ხვდე, ალ­ბათ შე­მე­შინ­დე­ბა. ვთვლი, რომ ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს ღმერ­თის უნდა ეში­ნო­დეს.

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო და ზოგ­ჯერ საყ­ვე­დუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნიც არის.

- არ მჩვე­ვია...

- ...პირ­ფე­რო­ბა.

- არ მიყ­ვარს...

- ...სნო­ბიზ­მი. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, პო­პუ­ლა­რო­ბა თავ­ში უვარ­დე­ბათ; არ მიყ­ვარს, როცა პი­როვ­ნე­ბა ამ­ბობს: "ნახე, რა მა­გა­რი ვარ", "ნახე, რა მა­გა­რი რა­ღაც მაც­ვია", "ნახე, რო­გო­რი ტე­ლე­ფო­ნი მაქვს"... ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ამ ყვე­ლაფ­რის­გან, ასეთ ადა­მი­ა­ნად არას­დროს ვიქ­ცე­ვი.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც ზოგ­ჯერ უაზ­რო­ბის გა­მოც ვაბ­რა­ზებ და ვა­ნერ­ვი­უ­ლებ. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ.

- არ მრცხვე­ნია...

- ...ჩემი ცხოვ­რე­ბის, გან­ვლი­ლი წლე­ბის...

- არ მე­გო­ნა, თუ...

- ...(ფიქ­რობს) ვააა! რო­გორ და­ვას­რუ­ლო, ვერ ვხვდე­ბი. არ მე­გო­ნა, თუ ამ წი­ნა­და­დე­ბის დას­რუ­ლე­ბას მთხოვ­დი. თავი და­მა­ნე­ბე (იცი­ნის).

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არ გა­ვა­კე­თებ იმას, რაც მე მო­რა­ლუ­რად ზი­ანს მო­მა­ყე­ნებს. ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი პრინ­ცი­პი გვაქვს.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...და­რი­გე­ბე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით უფრო მი­მი­ღია და ახლა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი არ მახ­სენ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ადა­მი­ანს მოს­მე­ნის უნა­რი აქვს.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ

- ...მინ­და, ყვე­ლა­ნი კარგ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყოთ, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მა და ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბა ვი­ცო­დეთ, ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ. მინ­და, ქუ­ჩა­ში ბევრ ღი­მი­ლი­ან სა­ხეს ვხე­დავ­დე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ჯაბა კილაძეს - "გამოვცადე, რა არის ნამდვილი სიყვარული"

ჯაბა კილაძეს - "გამოვცადე, რა არის ნამდვილი სიყვარული"

მსახიობი ჯაბა კილაძე ახალი სეზონიდან "თავისუფალ თეატრში" ახალი სპექტაკლის დაწყებას ელოდება, ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ზღვის სანაპიროზე აპირებს; რამდენიმე დღით მარტყოფსა და ფასანაურში ჩასვლასაც გეგმავს. რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, რატომ ვერ იტანს სნობ ადამიანებს და რას ამბობენ მასზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 24 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მაგრამ ფიზიკური მონაცემები ხელს არ მიწყობდა, სუსტი ბავშვი ვიყავი. რომ წამოვიზარდე, ფეხბურთზე გასართობად დავდიოდი. არგენტინის ნაკრები მიყვარს და ვგულშემატკივრობ კიდეც.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ოჯახმა. შეიძლება ითქვას, რომ თეატრში გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მირჩევდნენ, პროფესიად მსახიობობა არ ამერჩია, მაინც ამ გზას დავადექი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, შვილი, რომელიც ძალიან მიყვარს; მყავს ერთგული მეგობრები და ორ ძალიან კარგ თეატრში ვმუშაობ. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უღალატო მეგობარიაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სითბოს გაცემა შემიძლია.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცოტა არ იყოს, უყურადღებო ვარ და რიგ საკითხებში სუსტი ნებისყოფა გამოვიჩინე. ვაანალიზებ, რომ კონკრეტული საქმის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ. ეს თვისება რომ არ მქონდეს, უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი.

- როცა მარტო ვარ...

- ...ბევრს ვფიქრობ, ჩემს ქმედებებს ვუღრმავდები. წარსულზე - ნაკლებად, მომავალზე უფრო ხშირად ვფიქრობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...არც კი ვიცი, ეს როდის მემართება. საერთოდ, ადვილად არ ვიბნევი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას და ცხოვრებაში ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ამის გამო შემექმნა. რა ვქნა, არ შემიძლია, უსამართლობაზე თვალები დავხუჭო, გავჩუმდე.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...წარუმატებლობა არ მიყვარს, ამიტომ ხელს ყოველთვის იმ საქმეს ვკიდებ, რომელიც ვიცი, ასე თუ ისე, გამომივა. დამარცხება არ მიყვარს.

- მეზარება...

- ...ბევრი რამ მეზარება, მაგრამ საქმის კეთება - არასდროს. ბევრჯერ მითქვამს, - ხვალიდან ვარჯიში უნდა დავიწყო-მეთქი, მაგრამ სურვილი სიზარმაცეს დაუძლევია.

- მაღიზიანებს...

- ..."ვაზელინი ხალხი", პოზიციას 15 წუთში რომ იცვლიან. მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ გამომიხატავს და უსიამოვნებაც შემხვედრია - ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვფიქრობ, რომ ასეა საჭირო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ზღვის სანაპიროზე. წყალი და მზე ძალიან მიყვარს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...საკუთარი ოთახისა და მანქანის წესრიგში მოყვანა. ხანდახან ეს უწესრიგობა ნერვებს მიშლის.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვივიწყებ, შეცდომებზე ჭკუას ვსწავლობ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმაზე, რაც ძალიან ინტიმურია.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაც მსურს...

- ...ძალიან გამიმართლა, რომ კარგ რეჟისორებთან მიწევს მუშაობა. ესენი არიან: ჩემი პედაგოგი გიორგი შალუტაშვილი, დოი, ჭოლა, ნუკრი ქანთარია. წლებია, ავთო ვარსიმაშვილთან ვთანამშრომლობ. შეიძლება ითქვას, რომ მასთან გავიზარდე. დიდი სურვილი მაქვს, მომავალში თემურ ჩხეიძესთან ვიმუშაო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ამას არ ვიტყვი, რადგან არ მინდა, სხვებმა გაიგონ.

- სიყვარული ეს...

- ...არის გრძნობა, რომლის ახსნაც ვერავინ შეძლო. ეს არის ინდივიდუალური შეგრძნება. ვისაც როგორ შეუძლია, ისე უყვარს. სუნთქვა შეგეკრა თუ თავი მოგეფხანა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ გიყვარს.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...თუ შეყვარებული ვარ (რაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება), ეს გრძნობა ჩემში ბევრ რამეს ცვლის. როგორი ვხდები? სრულ მობილიზაციასა და კონცენტრაციას იმ ადამიანზე ვახდენ. სიცოცხლე მისთვის მიყვარს, ყველაფერი მისთვის მიხარია. ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიგრძენი, რა იყო ნამდვილი სიყვარული და მომავალში სულ რომ არავინ შემიყვარდეს, მაინც ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ეს გრძნობა გამოვცადე.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...როცა რაღაც პოზიტიურს ვხედავ, უკვე კარგ ხასიათზე ვდგები. ამდენი წელია, ქვეყანაში დაძაბული ფონია. ალბათ სხვა, ნაკლები პრობლემების მქონე სახელმწიფოში რომ დავბადებულიყავი, სულ კარგ ხასიათზე ვიქნებოდი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ჩემი პროფესიით, საქმით...

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ თან უხერხულობის განცდაც ახლავს, საკუთარ თავზე კარგის მოსმენა მიჭირს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...აუცილებლად უნდა წახვიდე. თუმცა, რისკსაც გააჩნია - ზოგიერთი ამ სახელს ისეთ იდიოტობას არქმევს, რასაც თავად არასდროს გავაკეთებ. ზოგადად, ანალიტიკა მიყვარს.

- მეშინია...

- ...ამაზე არც კი მიფიქრია. ჯუნგლებში რომ მოვხვდე, ალბათ შემეშინდება. ვთვლი, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს ღმერთის უნდა ეშინოდეს.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ახლობელი ადამიანების გარდაცვალებაა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო და ზოგჯერ საყვედური სამართლიანიც არის.

- არ მჩვევია...

- ...პირფერობა.

- არ მიყვარს...

- ...სნობიზმი. არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, პოპულარობა თავში უვარდებათ; არ მიყვარს, როცა პიროვნება ამბობს: "ნახე, რა მაგარი ვარ", "ნახე, რა მაგარი რაღაც მაცვია", "ნახე, როგორი ტელეფონი მაქვს"... ღმერთმა დამიფაროს ამ ყველაფრისგან, ასეთ ადამიანად არასდროს ვიქცევი.

- ვუფრთხილდები...

- ...ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით კი მშობლებს, რომლებსაც ზოგჯერ უაზრობის გამოც ვაბრაზებ და ვანერვიულებ. ყველანი ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

- არ მრცხვენია...

- ...ჩემი ცხოვრების, განვლილი წლების...

- არ მეგონა, თუ...

- ...(ფიქრობს) ვააა! როგორ დავასრულო, ვერ ვხვდები. არ მეგონა, თუ ამ წინადადების დასრულებას მთხოვდი. თავი დამანებე (იცინის).

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ გავაკეთებ იმას, რაც მე მორალურად ზიანს მომაყენებს. ყველას ჩვენ-ჩვენი პრინციპი გვაქვს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დარიგებები სიტუაციების მიხედვით უფრო მიმიღია და ახლა რაიმე კონკრეტული არ მახსენდება. ძალიან კარგია, როცა ადამიანს მოსმენის უნარი აქვს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ

- ...მინდა, ყველანი კარგ ხასიათზე ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით დგომა და ხელის შეშველება ვიცოდეთ, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ. მინდა, ქუჩაში ბევრ ღიმილიან სახეს ვხედავდე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება