Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად
რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად

"მახ­სოვს, სას­ტუმ­რო­ში გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ ტან­საც­მე­ლი არ გა­მე­ხა­და. ამის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია... თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხალ­ხის ნერ­ვებ­ზე თა­მაშს არ შე­ეშ­ვე­ბი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დად და­ამ­თავ­რე­ბენ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე და დას­ძენს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ახლა ისე ელო­დე­ბა, რო­გორც არას­დროს...

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლი, რა­ტომ ელით ასე მო­უთ­მენ­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს და რა მიზ­ნით გა­გაფრ­თხი­ლეს სას­ტუმ­რო­ში, რომ ტან­საც­მე­ლი არ გა­გე­ხა­დათ?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და გი­თხრათ, რომ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩემი იმე­დი გა­ა­მარ­თლა. ის ჩვენ შეგ­ვპირ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­ის, და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სის­ხლის ღვრის გა­რე­შე შეც­ვლი­და. ასეც მო­იქ­ცა. ახლა ქვე­ყა­ნა სხვა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ და­სას­რუ­ლე­ბე­ლია. ეს ამ­ბა­ვი ხალ­ხს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლთ და მათ ახ­ლობ­ლებს. მათი მეს­მის, ძა­ლი­ან ძნე­ლია უყუ­რო, რო­გორ არ­ხე­ი­ნად, თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან შენი ან შენი ახ­ლობ­ლის მწა­მებ­ლე­ბი და და­მაქ­ცევ­რე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ტან­ჯა უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნით, ძა­ლა­დო­ბით, დამ­ცი­რე­ბით. ერთ-ერთი მსხვერ­პლთა­გა­ნი მეც ვარ (ალ­ბათ იცით, რომ სახ­ლი წა­მარ­თვეს). თუმ­ცა, ერთი რამ შეგ­ნე­ბუ­ლი მაქვს: საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს უნდა და­ვე­ლო­დო... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში დღეს ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნარ­ჩე­ნე­ბი ისევ ცდი­ლო­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ისი­ნი თით­ქმის ყვე­ლა უწყე­ბა­ში არი­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი. მათ სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ გა­უშ­ვებ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არი­ან. ეს უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სა­ბო­ტაჟს და პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს. სა­სა­მარ­თლო ისევ ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის ანუ კუბ­ლაშ­ვი­ლის ხელ­შია. ერთი სული მაქვს, რო­დის მოვა ოქ­ტომ­ბე­რი და სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვა­ნე­ბებს თავს. იმე­დია, ამ დრომ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­ვალთ. ძა­ლი­ან მე­ში­ნია, რომ ხალ­ხს მოთ­მი­ნე­ბამ არ უღა­ლა­ტოს...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ხალ­ხმა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს. სა­ა­მი­სოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. ძა­ლი­ან ძნე­ლია, შუბ­ლზე ნა­მუ­სის ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ დაგ­მო­ძღვრავს, - დას­მე­ნა და მოს­მე­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო, რო­გო­რი ასა­ტა­ნია? ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სხვას რო­გორ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­სა და შან­ტაჟ­ში? 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მეც დავ­დი­ო­დი სო­ფელ-სო­ფელ. რო­დე­საც ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დი, ერ­თმა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა ადა­მი­ან­მა გა­მაფრ­თხი­ლა, - ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლი, თუ შე­იძ­ლე­ბა, ტან­საც­მე­ლი არ გა­ი­ხა­დოთ, თქვენს ნო­მერ­ში კა­მე­რე­ბია და­ყე­ნე­ბუ­ლიო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? თუ ჩემ­ნა­ირ უმ­ნიშ­ვნე­ლო ადა­მი­ანს ასე უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, სხვებს რას გა­უ­კე­თებ­დნენ? ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის მოთ­მე­ნაც, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ქა­ლაქ­ში თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან და კი­დევ აქეთ გე­ქა­დე­ბი­ან. ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მა­მა­კა­ცის სკა­მის ფე­ხით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ახლა ისი­ნი და­დი­ან და ხალ­ხს აქეთ აღი­ზი­ა­ნე­ბენ - ხომ ხე­დავთ, ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­გიძ­ლი­ა­თო. ძა­ლი­ან მიკ­ვირს იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ასეთ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. ვი­თომ ეს შეც­დო­მაა? სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, გარ­და იმი­სა, რომ ხალ­ხს გან­გებ აღი­ზი­ა­ნე­ბენ.

- ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხი­ლე­ბი არ ჰქონ­დათ. ფიქ­რობთ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და?

- სამ­ხი­ლე­ბი თუ არა, მოწ­მე­ე­ბი ხომ არ­სე­ბობ­დნენ? მო­სა­მარ­თლე­ებს ცოტა მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მარ­თებთ. ნამ­დვი­ლად არ ვარ იმის მომ­ხრე, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შეც­დო­მე­ბი გა­ი­მე­ო­როს და ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­მო­კე­ტოს ცი­ხე­ში. უბ­რა­ლოდ, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უფრო ობი­ექ­ტუ­რე­ბი და ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- იცით, რა? ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად "იხარ­ჯე­ბა", გარ­კვე­ულ­წი­ლად დამ­ნა­შა­ვეა. თუმ­ცა, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო ბო­ლომ­დე არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა კუბ­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ხრო­ვის­გან, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს მო­უთ­მენ­ლად ელით. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას მხარს თუ უჭერთ?

- ბა­ტონ გი­ორ­გის კარ­გად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ვიცი, რომ თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტია.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად

რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად

"მახსოვს, სასტუმროში გამაფრთხილეს, რომ ტანსაცმელი არ გამეხადა. ამის დავიწყება შეუძლებელია... თუ "ნაციონალები" ხალხის ნერვებზე თამაშს არ შეეშვებიან, ძალიან ცუდად დაამთავრებენ", - ამბობს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და დასძენს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ახლა ისე ელოდება, როგორც არასდროს...

- ქალბატონო ნინელი, რატომ ელით ასე მოუთმენლად საპრეზიდენტო არჩევნებს და რა მიზნით გაგაფრთხილეს სასტუმროში, რომ ტანსაცმელი არ გაგეხადათ?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემი იმედი გაამართლა. ის ჩვენ შეგვპირდა, რომ სააკაშვილის რეჟიმს გადატრიალების, რევოლუციის, დაპირისპირებისა და სისხლის ღვრის გარეშე შეცვლიდა. ასეც მოიქცა. ახლა ქვეყანა სხვა პრობლემის წინაშე დგას - სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია. ეს ამბავი ხალხს ძალიან აღიზიანებს, განსაკუთრებით - უსამართლობის მსხვერპლთ და მათ ახლობლებს. მათი მესმის, ძალიან ძნელია უყურო, როგორ არხეინად, თავისუფლად დადიან შენი ან შენი ახლობლის მწამებლები და დამაქცევრები. ქვეყანაში მართლა ძალიან ბევრი ადამიანი დაიტანჯა უსამართლო განაჩენით, ძალადობით, დამცირებით. ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი მეც ვარ (ალბათ იცით, რომ სახლი წამართვეს). თუმცა, ერთი რამ შეგნებული მაქვს: საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაველოდო... შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დღეს ორხელისუფლებიანობაა, "ნაციონალების" ნარჩენები ისევ ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ისინი თითქმის ყველა უწყებაში არიან შემორჩენილები. მათ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ ვერ გაუშვებ, რომ "ნაციონალები" არიან. ეს უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად მიმართავენ საბოტაჟს და პროვოკაციულ ქმედებებს. სასამართლო ისევ ერთ-ერთი დამნაშავის ანუ კუბლაშვილის ხელშია. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოქტომბერი და სააკაშვილი საბოლოოდ დაგვანებებს თავს. იმედია, ამ დრომდე მშვიდობიანად მივალთ. ძალიან მეშინია, რომ ხალხს მოთმინებამ არ უღალატოს...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ძალიან ადვილი შესაძლებელია, "ნაციონალებისგან" გაღიზიანებულმა ხალხმა სამართლიანობის აღდგენა თავად გადაწყვიტოს. საამისოდ სააკაშვილი და მისი ხროვა ყველაფერს აკეთებს. ძალიან ძნელია, შუბლზე ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ადამიანების მოსმენა. ვანო მერაბიშვილი რომ დაგმოძღვრავს, - დასმენა და მოსმენა არ შეიძლებაო, როგორი ასატანია? ეს მოძალადეები სხვას როგორ ადანაშაულებენ ძალადობასა და შანტაჟში? 2012 წლის არჩევნების წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მეც დავდიოდი სოფელ-სოფელ. როდესაც ერთ-ერთი რაიონის სასტუმროში დავბინავდი, ერთმა კეთილსინდისიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, - ქალბატონო ნინელი, თუ შეიძლება, ტანსაცმელი არ გაიხადოთ, თქვენს ნომერში კამერებია დაყენებულიო. წარმოგიდგენიათ? თუ ჩემნაირ უმნიშვნელო ადამიანს ასე უთვალთვალებდნენ, სხვებს რას გაუკეთებდნენ? ძალიან ძნელია იმის მოთმენაც, რომ მოძალადეები ქალაქში თავისუფლად დადიან და კიდევ აქეთ გექადებიან. ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ახლა ისინი დადიან და ხალხს აქეთ აღიზიანებენ - ხომ ხედავთ, ჩვენს საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათო. ძალიან მიკვირს იმ მოსამართლეების, რომლებიც ასეთ საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. ვითომ ეს შეცდომაა? სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ხალხს განგებ აღიზიანებენ.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაზე შემიძლია გითხრათ, რომ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სამხილები არ ჰქონდათ. ფიქრობთ, რომ მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დაპატიმრება სამართლიანი იქნებოდა?

- სამხილები თუ არა, მოწმეები ხომ არსებობდნენ? მოსამართლეებს ცოტა მეტი გულისხმიერება და პროფესიონალიზმი მართებთ. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ახალმა ხელისუფლებამ "ნაციონალების" შეცდომები გაიმეოროს და ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოკეტოს ციხეში. უბრალოდ, მოსამართლეები უფრო ობიექტურები და ადეკვატურები უნდა იყვნენ.

- პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- იცით, რა? ყველა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში მაქსიმალურად "იხარჯება", გარკვეულწილად დამნაშავეა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ვიდრე სასამართლო ბოლომდე არ გათავისუფლდება კუბლაშვილისა და მისი ხროვისგან, არაფერი გამოვა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელით. გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას მხარს თუ უჭერთ?

- ბატონ გიორგის კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია. ჩემთვის მთავარია, რომ ის "ქართული ოცნების" კანდიდატია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია