ყველაზე სექსუალურ უკრაინელ ლამაზმანს, "პლეიბოის" ვარსკვლავს, მოდელსა და ჯგუფ "ნიკიტას" სოლისტ დარია ასტაფიევას, როგორც ჩანს, საქართველო და ქართველები განსაკუთრებულად უყვარს.
ჯგუფ "ნიკიტაში" მისი კოლეგა წლების განმავლობაში იყო ქართველი იულია ქავთარაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ჯგუფი, მეტისმეტად გულახდილი და სექსუალური მიმართულების გამო. მას მერე დარიამ მოიწყინა ქართველების გარეშე და, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ საქართველოს მიაშურა.
დაშას იმდენად მოეწონა ჩვენი ბუნება და ხალხი, ფოტოკამერა აიღო ხელში და ყველაფერს იღებდა, საკუთარ თავსაც და ქართველებსაც. როგორც სოციალურ ქსელში მისი გვერდიდან შევიტყვეთ, განსაკუთრებულად დაუმეგობრდა ზურაბ ყიფშიძის ოჯახს და მისი და მისი ცოლის სიყვარულით მოიხიბლა. ფოტოებზე ერთგან მიწაზე თავითაც კი დგას, იმდენად მხიარულად და უშუალოდ იგრძნო თავი ქართველების გარემოცვაში. როგორც ჩანს, ამანაც მისცა ბიძგი რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ ირაკლი ფირცხალავას და ასტაფიევა თავისი ახალი კლიპის გადაღებებზე დაპატიჟა. ეპატაჟურ მომღერალს ძალიან მოეწონა იდეა და სიამოვნებით დათანხმდა ირაკლის კლიპში მონაწილეობაზე.