მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"
 რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"

ჩემ­სა­ვით ალ­ბათ კი­დევ ბევ­რს ახ­სოვს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა პა­რი­ზი­დან, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დი­ფი­კა­ცი­ის ტრამ­ვა­ის სა­ლო­ნი­დან გვიყ­ვე­ბო­და ტრან­სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ა­ფორ­მა მე­რი­ამ ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სწო­რედ ფრან­გე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და თბი­ლის­ში ტრამ­ვაი დაბ­რუნ­დე­ბო­და. ეს იყო 2010 წელს. ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფერს რე­ა­ლუ­რის ეფექ­ტი ჰქონ­და. 2010 წელს ლა­მის ყვე­ლა ჟურ­ნალ-გა­ზე­თი და ტე­ლე­ვი­ზია ერ­თდრო­უ­ლად და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით იუ­წყე­ბო­და, რომ "თბი­ლის­ში ტრამ­ვაი ბრუნ­დე­ბა", 2011 წელს კი ტრამ­ვაი თით­ქმის აღა­რა­ვის ახ­სოვ­და. სა­მა­გი­ე­როდ, 2012 წელს ახლა უკვე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­ი­წყო ამა­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლა­პა­რა­კი, მო­ე­წყო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და მე­ტიც, მო­ე­წყო თით­ქოს უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ზე­ი­მო პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­ზეც მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვით გა­მო­ვი­და ქა­ლა­ქის მერი, ის დაგვპირ­და, რომ 2013 წლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ტრამ­ვაი ისევ გა­მოჩ­ნდე­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვა­სი­ტყვით ით­ქვა: გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ და­ა­ფი­ნან­სა და რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტრამ­ვა­ის ახა­ლი ხაზი 14 კმ სიგ­რძის იქ­ნე­ბო­და. ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სი­დან ვა­კის გავ­ლით ორ­თა­ჭა­ლას და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და და ამ მან­ძილს მგზავ­რე­ბი უმოკ­ლეს ვა­და­ში, 34 წუთ­ში და­ფა­რავ­დნენ, "თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად 100 000-ზე მეტი მგზავ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეძ­ლებს", - აცხა­დებ­და იმ­ჟა­მად გიგი უგუ­ლა­ვა. მი­სი­ვე თქმით, ეს მო­ი­თხოვ­და საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ რე­სურსს და მარ­ტო პირ­ველ ეტაპ­ზე 150 000 000 ევრო იყო სა­ჭი­რო პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. და­მე­თან­ხმე­ბით, შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხაა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ნაკ­ლე­ბი თან­ხა უნდა დამ­ჯდა­რი­ყო პრო­ექ­ტი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 2012 წელს გა­ი­მარ­თა და რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნი­შან-წყა­ლი არ ჩანს, გა­მო­დის, რომ ეს ფუ­ლიც და მთე­ლი იმ პი­არ­კამ­პა­ნა­ი­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბიც წყალ­ში ჩა­ი­ყა­რა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ამ­გვა­რი პრო­ექ­ტი ბუ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არც არ­სე­ბობ­დეს. და­გეგ­მი­ლი ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც ტრამ­ვა­ის სის­ტე­მის ამ­შე­ნე­ბელს გა­მო­ავ­ლენ­და, არა­ვის გა­მო­უ­ცხა­დე­ბია და არც აპი­რებს.

ლე­ვან ჩი­ტა­ძე, მოძ­რა­ო­ბა "არა"-ს ლი­დე­რი:

- ეს პრო­ექ­ტი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფან­დი და პი­არ­კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი ხერ­ხი. 2010 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინ გვი­თხრეს, თუ რო­გორ აპი­რებ­და გიგი უგუ­ლა­ვა თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ტრამ­ვა­ის დაბ­რუ­ნე­ბას და რომ ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, იაფი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტი. ამ­გვა­რი ტრან­სპორ­ტი ტრამ­ვაი ნამ­დვი­ლად არის, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მოს­პო­ბა, რაც ამ სფე­რო­ში დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მა­შინ ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. 2010 წელს კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ეს იაფი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტი ყო­ფი­ლა და და­ი­წყეს მო­სახ­ლე­ბის "და­ბო­ლე­ბა". პი­რა­დად მე დღე­საც მომ­ხრე ვარ, რომ ეს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს ქა­ლაქს, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ლა­პა­რა­კი, არა­მედ სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა და დიდი ფი­ნან­სე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"

 რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"

ჩემსავით ალბათ კიდევ ბევრს ახსოვს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც ქალაქის მერი გიგი უგულავა პარიზიდან, თანამედროვე მოდიფიკაციის ტრამვაის სალონიდან გვიყვებოდა ტრანსპორტის ამ სახეობის უპირატესობებზე და იმაზე, თუ როგორ გააფორმა მერიამ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სწორედ ფრანგები დაგვეხმარებოდნენ და თბილისში ტრამვაი დაბრუნდებოდა. ეს იყო 2010 წელს. ერთი შეხედვით ყველაფერს რეალურის ეფექტი ჰქონდა. 2010 წელს ლამის ყველა ჟურნალ-გაზეთი და ტელევიზია ერთდროულად და აღფრთოვანებით იუწყებოდა, რომ "თბილისში ტრამვაი ბრუნდება", 2011 წელს კი ტრამვაი თითქმის აღარავის ახსოვდა. სამაგიეროდ, 2012 წელს ახლა უკვე საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი, მოეწყო კონფერენციები და მეტიც, მოეწყო თითქოს უკვე დასრულებული პროექტის საზეიმო პრეზენტაცია, რომელზეც მაღალფარდოვანი სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, ის დაგვპირდა, რომ 2013 წლიდან დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების ტრამვაი ისევ გამოჩნდება. პრეზენტაციაზე სიტყვასიტყვით ითქვა: განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა და რომ პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

ტრამვაის ახალი ხაზი 14 კმ სიგრძის იქნებოდა. ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაკის გავლით ორთაჭალას დაუკავშირდებოდა და ამ მანძილს მგზავრები უმოკლეს ვადაში, 34 წუთში დაფარავდნენ, "თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს", - აცხადებდა იმჟამად გიგი უგულავა. მისივე თქმით, ეს მოითხოვდა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს და მარტო პირველ ეტაპზე 150 000 000 ევრო იყო საჭირო პროექტის განსახორციელებლად. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი თანხაა.

სავარაუდოდ, არანაკლები თანხა უნდა დამჯდარიყო პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 2012 წელს გაიმართა და რომლის განხორციელების ნიშან-წყალი არ ჩანს, გამოდის, რომ ეს ფულიც და მთელი იმ პიარკამპანაიში დახარჯული თანხებიც წყალში ჩაიყარა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამგვარი პროექტი ბუნებაში შეიძლება არც არსებობდეს. დაგეგმილი ტენდერი, რომელიც ტრამვაის სისტემის ამშენებელს გამოავლენდა, არავის გამოუცხადებია და არც აპირებს.

ლევან ჩიტაძე, მოძრაობა "არა"-ს ლიდერი:

- ეს პროექტი იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ფანდი და პიარკამპანიის წარმოების ერთ-ერთი ხერხი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გვითხრეს, თუ როგორ აპირებდა გიგი უგულავა თბილისელებისთვის ტრამვაის დაბრუნებას და რომ ეს იქნებოდა ძალიან კომფორტული, თანამედროვე, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ამგვარი ტრანსპორტი ტრამვაი ნამდვილად არის, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო იმ ინფრასტრუქტურის მოსპობა, რაც ამ სფეროში დედაქალაქში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, მაშინ ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განსავითარებლად ყვითელი ავტობუსები აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. 2010 წელს კი აღმოაჩინეს, რომ ეს იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ყოფილა და დაიწყეს მოსახლების "დაბოლება". პირადად მე დღესაც მომხრე ვარ, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდეს ქალაქს, მაგრამ ამას სჭირდება არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ სწორი ორგანიზება და დიდი ფინანსები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა