მსახიობმა ვაინონა რაიდერმა ჟურნალ Citizen K-ს ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. "ახალი მზერა" - ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გაზეთმა დაბეჭდა. კერძოდ, რაიდერმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზადაა მისი ფილმების რეკლამაში მიიღოს მონაწილეობა და მეგობარ კინემატოგრაფებს დაეხმაროს. ყველაზე კომფორტულად კი მეგობრებისა და ნათასავების გარემოცვაშია.
ვაინონას თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ დაიბადა იმ ადამიანების ოჯახში, რომელთაც იგი მეგობრებად თვლის. "მშობლები ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარს",- აღიარა ვაინონამ.
გარდა ამისა, მსახიობს ჰკითხეს, ნანობდა თუ არა რაიმეს კარიერაში. პასუხად რაიდერმა ჯონ ლენონის სიტყვები მოიყვანა: "ცხოვრებაა - ესაა ის, რაც შენს თავს ხდება, მაშინ როცა სხვა გეგმების დაწყობით ხარ დაკავებული",- თქვა მსახიობმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია Citizen K-ის მიხედვით.