პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?
"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

ბოლო დღე­ე­ბის შემ­ზა­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ებს კი­დევ ერ­თიც და­ე­მა­ტა, - გურ­ჯა­ან­ში, სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში ძმებ­მა რე­ვა­ზიშ­ვი­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი ხან­ჯლი­თა და ნა­ჯა­ხით აჩე­ხეს. თვითმხილ­ვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ერთი მათ­გა­ნი ხელ­ში ნა­ჯა­ხით მე­ო­რეს მო­საკ­ლა­ვად გამ­წა­რე­ბუ­ლი მირ­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ორი­ვემ მო­ა­ხერ­ხა ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ერთი მათ­გა­ნის, რა­მა­ზის ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლის არე­ში იმ­დე­ნად მძი­მე გა­მოდ­გა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო. ამ­ჟა­მად ძმე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში ამ­ბო­ბენ, ისი­ნი სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის ქვეშ კვლა­ვაც აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბი­ან. და არა მხო­ლოდ - მსგავ­სი საფრ­თხე, შე­საძ­ლოა, სოფ­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო მა­ცხოვ­რე­ბელ­საც და­ე­მუქ­როს.

მი­რი­ან გ., სო­ფელ ვა­ზი­სუბ­ნის მცხოვ­რე­ბი:

- ეს ძმე­ბი რომ ერ­თმა­ნეთს ბო­ლოს მო­უ­ღე­ბენ, ისე­ვე უეჭ­ვე­ლი ამ­ბა­ვია, რო­გორც ხვა­ლინ­დე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა. ამ ოჯა­ხის უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ რაც ახლა მათ ოჯახ­ში დატ­რი­ალ­და, წლე­ბის ფეს­ვე­ბი აქვს. ვინ გა­ი­გებს, მა­გა­თი სა­ცო­და­ვი მშობ­ლე­ბი რამ და­ამ­თხვია ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ და­ლა­გე­ბუ­ლი ფსი­ქი­კა არც მა­გათ დედ-მა­მას ჰქონ­და. მა­მას თა­ვი­დან არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, ისე­თი მშრო­მე­ლი იყო, მთელ სო­ფელ­ში სა­უ­კე­თე­სო სახ­ლი ახ­ლაც მის შვი­ლებს აქვთ, მაგ­რამ რად გინ­და, ჯერ დაყ­რუვ­და, მერე კი ტვი­ნი აე­რია და მუ­შა­ო­ბას თავი მი­ა­ნე­ბა. დე­და­საც ასე თან­და­თან და­ე­ტყო ეს ფსი­ქი­კუ­რი ამ­ბე­ბი და ამ ბი­ჭებ­საც. ოღონ­დაც ეგ არის, ისი­ნი არა­ფერს აშა­ვებ­დნენ, ეს ბი­ჭე­ბი კი სულ "ბრიტ­ვის" პირ­ზე და­დი­ან. თა­ვი­ანთ დედ-მა­მას იმ­დენ­ჯერ სცე­მეს, სათ­ვა­ლა­ვი აე­რი­ათ და ახლა ერ­თმა­ნეთს მი­ად­გნენ. ბო­ლოს სა­ცო­და­ვი დედა ისე და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, ის უბე­დუ­რი ქმრი­ა­ნად გა­და­იყ­ვა­ნეს უპატ­რო­ნო­თა სახ­ლში. ეგ ბი­ჭე­ბი კი­დევ, მარ­ტო­ნი დარ­ჩნენ და სულ და­გიჟ­დნენ, ერ­თმა­ნეთ­ზე და­სა­ხო­ცად გა­წე­უ­ლე­ბი იმ­დენ­ჯერ და­ა­პა­ტიმ­რა პო­ლი­ცი­ამ, რომ ჰკი­თხო ვინ­მეს, ვე­ღარც გე­ტყვი­ან, რამ­დენ­ჯერ იყო. არა­და, თა­ვი­დან მა­გა­თაც არა­ფე­რი ეტყო­ბო­დათ ამ ფსი­ქი­კუ­რი ამ­ბე­ბი­სა. შე­იძ­ლე­ბა იმ ძმას, რო­მე­ლიც ყრუ-მუნ­ჯია, დღე­საც ეშ­ვე­ლოს, მაგ­რამ პატ­რო­ნი ვინ არის? ეგ ყრუ-მუნ­ჯი ძმა თა­ვის დრო­ზე ჩვე­ნი სოფ­ლის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ერთი პე­რი­ო­დი სპორ­ტშიც ვარ­ჯი­შობ­და. მერე მა­გა­ნაც ხელი ჩა­იქ­ნია. თუ ფხი­ზე­ლია, როცა და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ამას რა­ტომ აკე­თებ, დე­დას რო­გორ სცე­მო - ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე გვაკ­ვირ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა, მაგ­რამ მერე ხელს ჩა­იქ­ნევს, ვი­თომ ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, საქ­მე არა­ფე­რი მაქვს, გავ­ლოთ­დი და ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ მე­მარ­თე­ბაო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

ბოლო დღეების შემზარავ ინფორმაციებს კიდევ ერთიც დაემატა, - გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში ძმებმა რევაზიშვილებმა ერთმანეთი ხანჯლითა და ნაჯახით აჩეხეს. თვითმხილველი მეზობლების თქმით, ერთი მათგანი ხელში ნაჯახით მეორეს მოსაკლავად გამწარებული მირბოდა. საბოლოოდ, ორივემ მოახერხა ერთმანეთისათვის სერიოზული ჭრილობები მიეყენებინათ. ერთი მათგანის, რამაზის ჭრილობები მუცლის არეში იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მისი გადარჩენა სასწრაფო ოპერაციის შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამჟამად ძმების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, როგორც სოფელ ვაზისუბანში ამბობენ, ისინი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ კვლავაც აუცილებლად დადგებიან. და არა მხოლოდ - მსგავსი საფრთხე, შესაძლოა, სოფლის უდანაშაულო მაცხოვრებელსაც დაემუქროს.

მირიან გ., სოფელ ვაზისუბნის მცხოვრები:

- ეს ძმები რომ ერთმანეთს ბოლოს მოუღებენ, ისევე უეჭველი ამბავია, როგორც ხვალინდელი დღის გათენება. ამ ოჯახის უბედურება ის არის, რომ რაც ახლა მათ ოჯახში დატრიალდა, წლების ფესვები აქვს. ვინ გაიგებს, მაგათი საცოდავი მშობლები რამ დაამთხვია ერთმანეთს, მაგრამ დალაგებული ფსიქიკა არც მაგათ დედ-მამას ჰქონდა. მამას თავიდან არაფერი ეტყობოდა, ისეთი მშრომელი იყო, მთელ სოფელში საუკეთესო სახლი ახლაც მის შვილებს აქვთ, მაგრამ რად გინდა, ჯერ დაყრუვდა, მერე კი ტვინი აერია და მუშაობას თავი მიანება. დედასაც ასე თანდათან დაეტყო ეს ფსიქიკური ამბები და ამ ბიჭებსაც. ოღონდაც ეგ არის, ისინი არაფერს აშავებდნენ, ეს ბიჭები კი სულ "ბრიტვის" პირზე დადიან. თავიანთ დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ. ბოლოს საცოდავი დედა ისე დაასისხლიანეს, ის უბედური ქმრიანად გადაიყვანეს უპატრონოთა სახლში. ეგ ბიჭები კიდევ, მარტონი დარჩნენ და სულ დაგიჟდნენ, ერთმანეთზე დასახოცად გაწეულები იმდენჯერ დააპატიმრა პოლიციამ, რომ ჰკითხო ვინმეს, ვეღარც გეტყვიან, რამდენჯერ იყო. არადა, თავიდან მაგათაც არაფერი ეტყობოდათ ამ ფსიქიკური ამბებისა. შეიძლება იმ ძმას, რომელიც ყრუ-მუნჯია, დღესაც ეშველოს, მაგრამ პატრონი ვინ არის? ეგ ყრუ-მუნჯი ძმა თავის დროზე ჩვენი სოფლის სკოლაში სწავლობდა და ერთი პერიოდი სპორტშიც ვარჯიშობდა. მერე მაგანაც ხელი ჩაიქნია. თუ ფხიზელია, როცა დაველაპარაკებით, ამას რატომ აკეთებ, დედას როგორ სცემო - ტუჩების მოძრაობაზე გვაკვირდება და ყველაფერს ხვდება, მაგრამ მერე ხელს ჩაიქნევს, ვითომ ისეთი ცხოვრებაა, საქმე არაფერი მაქვს, გავლოთდი და ყველაფერი იმიტომ მემართებაო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ