სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა
რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ივ­ლისს ბა­ი­კო­ნუ­რის კოს­მოდ­რომ­ზე რა­კე­ტა "პრო­ტონ-მ"-ის ავა­რი­ის მი­ზე­ზად ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი და­სა­ხელ­და. სტარ­ტის შემ­დეგ რა­კე­ტის არას­წორ­ხა­ზო­ვა­ნი მოძ­რა­ო­ბა და შემ­დგო­მი ჩა­მო­ვარ­დნა აწყო­ბი­სას დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მამ - კუ­თხუ­რი სიჩ­ქა­რის დე­ტექ­ტო­რე­ბის არას­წორ­მა მონ­ტაჟ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. დე­ტექ­ტო­რე­ბის შე­ერ­თე­ბი­სას "+" და "-" პო­ლუ­სე­ბი იყო არე­უ­ლი. ამის გამო სტარ­ტის შემ­დეგ რა­კე­ტამ ორი­ენ­ტა­ცია და მდგრა­დო­ბა და­კარ­გა.

შეც­დო­მე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის. თუმ­ცა ცოტა უც­ნა­უ­რია, რომ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი რა­კე­ტის ჩა­მო­ვარ­დნას ასე­თი ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი აქვს. ადა­მი­ა­ნი კოს­მოსს 50 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ით­ვი­სებს და რა­კე­ტე­ბის ავა­რი­ე­ბი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია.

რა­კე­ტა ძა­ლი­ან რთუ­ლი აგ­რე­გა­ტია. მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას ათო­ბით სის­ტე­მა და ასო­ბით დე­ტექ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტო­მაც არის, რომ აწყო­ბი­სას, ჯერ რა­კე­ტის ცალ­კე­ულ სა­ფე­ხუ­რებს შემ­დგომ კი მთლი­ა­ნად აწყო­ბილ რა­კე­ტას დე­ტა­ლუ­რად და სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად ამოწ­მე­ბენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 2 ივ­ლისს ბა­ი­კო­ნურ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის მი­ზე­ზი სწო­რედ აწყო­ბი­ლი რა­კე­ტის შე­მოწ­მე­ბი­სას დაშ­ვე­ბულ­მა გულ­გრი­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

"პრო­ტონ-მ", რო­მელ­საც ორ­ბი­ტა­ზე 3 თა­ნამ­გზავ­რი უნდა გა­ეყ­ვა­ნა, სტარ­ტი­დან 10 წმ-ის შემ­დეგ კურ­სი­დან გა­და­ი­ხა­რა და კოს­მოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და. მომ­ხდა­რის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სია შე­იქ­მნა.

2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს "პრო­ტონ-მ"-ის მე­ხუ­თე ავა­რი­აა. თა­ვად რა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, ავა­რი­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა ჯა­მურ­მა ზა­რალ­მა 15,2 მლრდ რუ­სუ­ლი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა.

2013 წლის ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, "პრო­ტონ-მ"-ის 74 სტარ­ტი­დან სრუ­ლი წარ­მა­ტე­ბით, 66 გაშ­ვე­ბა დას­რულ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

წინასწარი ვერსიით, მიმდინარე წლის 2 ივლისს ბაიკონურის კოსმოდრომზე რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა. სტარტის შემდეგ რაკეტის არასწორხაზოვანი მოძრაობა და შემდგომი ჩამოვარდნა აწყობისას დაშვებულმა შეცდომამ - კუთხური სიჩქარის დეტექტორების არასწორმა მონტაჟმა განაპირობა. დეტექტორების შეერთებისას "+" და "-" პოლუსები იყო არეული. ამის გამო სტარტის შემდეგ რაკეტამ ორიენტაცია და მდგრადობა დაკარგა.

შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ცოტა უცნაურია, რომ მრავალმილიონიანი რაკეტის ჩამოვარდნას ასეთი ბანალური მიზეზი აქვს. ადამიანი კოსმოსს 50 წელიწადზე მეტია ითვისებს და რაკეტების ავარიები ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი შეცდომები დაუშვებელია.

რაკეტა ძალიან რთული აგრეგატია. მის გამართულ მუშაობას ათობით სისტემა და ასობით დეტექტორი განაპირობებს. ამიტომაც არის, რომ აწყობისას, ჯერ რაკეტის ცალკეულ საფეხურებს შემდგომ კი მთლიანად აწყობილ რაკეტას დეტალურად და სკრუპულოზურად ამოწმებენ. არ არის გამორიცხული, რომ 2 ივლისს ბაიკონურზე მომხდარი ავარიის მიზეზი სწორედ აწყობილი რაკეტის შემოწმებისას დაშვებულმა გულგრილობამ განაპირობა.

"პროტონ-მ", რომელსაც ორბიტაზე 3 თანამგზავრი უნდა გაეყვანა, სტარტიდან 10 წმ-ის შემდეგ კურსიდან გადაიხარა და კოსმოდრომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად ორი დამოუკიდებელი კომისია შეიქმნა.

2010 წლიდან მოყოლებული ეს "პროტონ-მ"-ის მეხუთე ავარიაა. თავად რაკეტის ღირებულების გაუთვალისწინებლად, ავარიების შედეგად მიღებულმა ჯამურმა ზარალმა 15,2 მლრდ რუსული რუბლი შეადგინა.

2013 წლის ივნისის მდგომარეობით, "პროტონ-მ"-ის 74 სტარტიდან სრული წარმატებით, 66 გაშვება დასრულდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე