ალფრედ ჰიჩკოკის ცხრა მუნჯი ფილმი იუნესკოს პროგრამის "მსოფლიო ხსოვნის" ბრიტანულ რეესტრში შეიტანეს.
სიაში მოხვდა მუნჯი ფილმები, რომლებიც ჰიჩკოკმა 1925-1929 წლებში გადაიღო. ეს არის მელოდრამა "სიამოვნების ბაღი" (ჰიჩკოკის სარეჟისორო დებიუტი), კომედია "შამპანური", ასევე მძაფრსიუჟეტიანი ფილმები - "რინგი" და "შანტაჟი".
სურათები ნუსხაში მას შემდეგ შეიტანეს, რაც ბრიტანული კინოს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ისინი აღადგინეს და ერთი წლის მანძილზე რამდენიმე საერთაშორისო ფერტივალზე წარადგინეს.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.