მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ. ასეთ პირ­თა რი­ცხვი 97 ათასს აღე­მა­ტე­ბა, მათ შო­რის 70 ათას­ზე მეტი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ზღუდ­ვა ძი­რი­თა­დად იმ პი­რებს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე იყ­ვნენ მი­წე­რი­ლე­ბი და მე­პატ­რო­ნე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნეს. ცეს­კოს სხდო­მა­ზე სა­კი­თხმა, რო­მე­ლიც რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნილ ამომ­რჩევ­ლებს ეხე­ბო­და, სა­ჭი­რო ცხრა ხმა ვერ მო­აგ­რო­ვა.

"კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ამ სა­კი­თხის და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტას მხა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის 7-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო 9 ხმა იყო, სხდო­მა­ზე სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ, ხმა არ მის­ცეს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ცეს­კოს პრესს­პი­კერ­მა ეკა ხა­რა­ზიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ასეთ­მა ამომ­რჩევ­ლებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის და 2013 წლის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­შიც მი­ი­ღეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოდ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბის­თვის იყე­ნებ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის და პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ობს მე­ქა­ნიზ­მზე, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეძ­ლონ.

"ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, ჩვენ ვფიქ­რობთ, რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თაღ­ლი­თუ­რი მოქ­მე­დე­ბა გა­ა­კე­თა. ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა თა­ვი­ანთ მი­სა­მარ­თზე მი­ი­წე­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვა გახ­და ცნო­ბი­ლი, მა­გა­ლი­თად, მთაწ­მინ­დის ერთ-ერთ უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა თა­ვის სახ­ლში 5 პი­როვ­ნე­ბა ჩა­ი­წე­რა, მერე ისი­ნი თა­ვი­სი ნე­ბით მოხ­სნა რე­გის­ტრა­ცი­ი­დან, თუმ­ცა ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ საქ­მის კურ­სში.

"იმ დროს მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძვე­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გილ­ზე 6 თვე უნდა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ანუ რე­ა­ლუ­რად აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ხმა ორ­გან მი­ე­ცათ", - აცხა­დებს მა­ი­სუ­რა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

"ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გარ­კვე­ვაა. შემ­დეგ სა­ჭი­როა შე­ჯე­რე­ბა. იმის თქმა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უნდა, რომ ვი­ღაც სიის გა­რე­შე დარ­ჩეს და მო­ქა­ლა­ქე­ებს არ მის­ცეს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა სიც­რუ­ეა.

ასე­თი მო­თხოვ­ნაც იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნეს, ცალ­კე სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ შეყ­ვა­ნი­ლე­ბი. ჩვენ უნდა მოვ­ძებ­ნოთ გზა, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, არ შე­უ­ზღუ­დავს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას და ამა­ვე დროს არ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ერთი და იგი­ვე პირი სი­ა­ში ორ­გან იყოს. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზო­გი­ერთ მო­ქა­ლა­ქეს ორ-ორი და სამ-სამი პი­რა­დო­ბა ჰქონ­და. ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან გვინ­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის მო­ეს­წროს", - დას­ძენს თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე.

რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და უმი­სა­მარ­თო პი­რა­დო­ბის ქონე პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ყალ­ბე­ბის სქე­მა­ზე სა­უბ­რობს, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კახა კუ­კა­ვა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ეს ხერ­ხი შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე "ოც­ნე­ბა­მაც" გა­მო­ი­ყე­ნა.

"საქ­მე ისაა, რომ სწო­რედ ამ რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლე­ბით ყალბ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი. მე თვი­თონ ნა­ძა­ლა­დევ­ში კორ­ძა­ი­ამ 6000 ხმა ამ მე­თო­დით მომ­პა­რა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მე­ქა­ნიზ­მია: რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მი­სა­მარ­თი არ აქვს და ვე­რას­დროს ვერ გა­და­ა­მოწ­მებ, სად ცხოვ­რობს. ეს არის ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რომ­ლი­თაც არ­ჩევ­ნე­ბი ყალბ­დე­ბო­და.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე შეც­ვლი­ლია, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია რჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ტროლ­ქვეშ. ახლა ამ ძა­ლას უკვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ სჭირ­დე­ბა, პი­რი­ქით. ამი­ტომ შე­მო­ი­ტა­ნეს ეს სა­კი­თხი და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ხმა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა. დღეს ორი­ვე მხა­რის ლუსტრი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ახლა აკე­თებს იმას, რაც მა­შინ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ სურს იმ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს თვი­თონ აყე­ნებ­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­ეც­დე­ბა იგი­ვე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რაც ჩა­ა­ტა­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" იმი­ტომ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს ვერ მო­ი­გებს", - აცხა­დებს კახა კუ­კა­ვა "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

"ეს ხალ­ხი, 70 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, სა­არ­ჩევ­ნო სი­ებს 2010 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­ა­მა­ტეს. მა­ნამ­დე ამას "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი" აკე­თებ­და, ოღონდ თი­თო­ე­ულ უბან­ზე ორ პას­პორ­ტს ამა­ტებ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ეს ციფ­რი გა­ზარ­და და ვიცი, რომ მარ­ტო ნა­ძა­ლა­დევ­ში პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სი­ებს 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტა.

რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლე­ბი, ერთი მხრივ, ძა­ლი­ან დიდ რე­სურსს იძ­ლე­ვა გა­ყალ­ბე­ბი­სათ­ვის და, მე­ო­რე მხრივ, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი გა­კონ­ტრო­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ვერ გა­და­ა­მოწ­მებ, სად ცხოვ­რობს.

ნა­ძა­ლა­დევ­ში შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე 6 ასე­თი უბა­ნი წა­ვა­გე, ვე­რას­დროს ვერ გა­ვი­გებ, ეს ხალ­ხი ვინ არი­ან და რა­ტომ არ მომ­ცეს ხმა. ნა­ძა­ლა­დევ­ში 100 უბა­ნია, 94 უბან­ზე სტა­ბი­ლუ­რად 20-25-30 პრო­ცენ­ტი მი­ვი­ღე, მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ 6 უბან­ზე მქონ­და ნული პრო­ცენ­ტი, ლო­გო­კას ხომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - დას­ძენს კუ­კა­ვა.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძე რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აკ­რძალ­ვის სა­მარ­თლებ­რივ მხა­რე­ზე სა­უბ­რობს.

"ჩვენ ყო­ველ­თვის ვემ­ხრო­ბო­დით პო­ზი­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მო­ქა­ლა­ქე ხმას რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით უნდა აძ­ლევ­დეს. რად­გან ეს არის პრინ­ცი­პი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მიგ­ვაჩ­ნია, რომ დრო­უ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია.

ყვე­ლა ასეთ­მა ადა­მი­ან­მა, რომ­ლებ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო და შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, უნდა იცო­დეს, რომ ასე აღარ იქ­ნე­ბა და დრო­უ­ლად გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით.

რა თქმა უნდა, იყო სა­უ­ბა­რი, რომ რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მიზ­ნით, მაგ­რამ მთა­ვა­რი აქ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბია, სწო­რედ უნდა მოხ­დეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა. ანუ პრინ­ცი­პი, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით მის­ცენ ხმა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, უნდა იყოს და­ცუ­ლი", - გან­მარ­ტავს ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძე.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ასეთ პირთა რიცხვი 97 ათასს აღემატება, მათ შორის 70 ათასზე მეტი თბილისში ცხოვრობს.

არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ძირითადად იმ პირებს შეეხება, რომლებიც სხვადასხვა მისამართზე იყვნენ მიწერილები და მეპატრონეების განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნეს. ცესკოს სხდომაზე საკითხმა, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს ეხებოდა, საჭირო ცხრა ხმა ვერ მოაგროვა.

"კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო 9 ხმა იყო, სხდომაზე საკითხი დააყენა ცესკოს თავმჯდომარემ, ხმა არ მისცეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა", - უთხრა "რეზონანსს" ცესკოს პრესსპიკერმა ეკა ხარაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ასეთმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა 2012 წლის ოქტომბრის და 2013 წლის შუალედურ არჩევნებშიც მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ მაისურაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების მონაცემებს ყოფილი ხელისუფლება საარჩევნოდ თაღლითური სქემებისთვის იყენებდა. მისივე განმარტებით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და პარლამენტი მუშაობს მექანიზმზე, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

"ეს საკითხი განიხილება, ჩვენ ვფიქრობთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. წინა ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, თაღლითური მოქმედება გააკეთა. ანუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავიანთ მისამართზე მიიწერეს ადამიანები.

ჩვენთვის ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გახდა ცნობილი, მაგალითად, მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის სახლში 5 პიროვნება ჩაიწერა, მერე ისინი თავისი ნებით მოხსნა რეგისტრაციიდან, თუმცა ეს პიროვნებები საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში.

"იმ დროს მოქმედი კანონი ითვალისწინებდა, რომ ეს ადამიანები ძველი რეგისტრაციის ადგილზე 6 თვე უნდა დარჩენილიყვნენ, ანუ რეალურად აღმოჩნდა, რომ ამ პირებს საშუალება ჰქონდათ, ხმა ორგან მიეცათ", - აცხადებს მაისურაძე "რეზონანსთან" საუბარში.

"ძირითადი პრობლემა ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილის გარკვევაა. შემდეგ საჭიროა შეჯერება. იმის თქმა, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ვიღაც სიის გარეშე დარჩეს და მოქალაქეებს არ მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება სიცრუეა.

ასეთი მოთხოვნაც იყო, რომ ადამიანები, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნეს, ცალკე საარჩევნო სიებში ყოფილიყვნენ შეყვანილები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომელიც, ერთი მხრივ, არ შეუზღუდავს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ამავე დროს არ აღმოჩნდეს, რომ ერთი და იგივე პირი სიაში ორგან იყოს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მოქალაქეს ორ-ორი და სამ-სამი პირადობა ჰქონდა. ამ საკითხის მოგვარება ძალიან გვინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მოესწროს", - დასძენს თემურ მაისურაძე.

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებისა და უმისამართო პირადობის ქონე პირების გამოყენებით გაყალბების სქემაზე საუბრობს, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ხერხი შუალედურ არჩევნებზე "ოცნებამაც" გამოიყენა.

"საქმე ისაა, რომ სწორედ ამ რეგისტრაციიდან მოხსნილებით ყალბდებოდა არჩევნები. მე თვითონ ნაძალადევში კორძაიამ 6000 ხმა ამ მეთოდით მომპარა. ძალიან მარტივი მექანიზმია: რეგისტრაციიდან მოხსნილია ადამიანი, რომელსაც მისამართი არ აქვს და ვერასდროს ვერ გადაამოწმებ, სად ცხოვრობს. ეს არის ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც მუდმივად ჰქონდა ხელისუფლებას და რომლითაც არჩევნები ყალბდებოდა.

საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, ხელისუფლება უკვე შეცვლილია, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლქვეშ. ახლა ამ ძალას უკვე გაყალბებული არჩევნები არ სჭირდება, პირიქით. ამიტომ შემოიტანეს ეს საკითხი და "ქართულმა ოცნებამ" ხმა წინააღმდეგ მისცა. დღეს ორივე მხარის ლუსტრირება მიმდინარეობს - "ნაციონალური მოძრაობა" ახლა აკეთებს იმას, რაც მაშინ უნდა გაეკეთებინა, როცა ხელისუფლებაში იყო და "ქართულ ოცნებას" არ სურს იმ მოთხოვნის შესრულება, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს თვითონ აყენებდა.

"ქართული ოცნება" შეეცდება იგივე არჩევნების ჩატარებას, რაც ჩაატარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმიტომ, რომ მარგველაშვილი სამართლიან არჩევნებს ვერ მოიგებს", - აცხადებს კახა კუკავა "რეზონანსთან" საუბარში.

"ეს ხალხი, 70 ათასი ადამიანი, საარჩევნო სიებს 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაამატეს. მანამდე ამას "მოქალაქეთა კავშირი" აკეთებდა, ოღონდ თითოეულ უბანზე ორ პასპორტს ამატებდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ციფრი გაზარდა და ვიცი, რომ მარტო ნაძალადევში პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის სიებს 12 ათასი ადამიანი დაემატა.

რეგისტრაციიდან მოხსნილები, ერთი მხრივ, ძალიან დიდ რესურსს იძლევა გაყალბებისათვის და, მეორე მხრივ, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გაკონტროლება იმიტომ, რომ ვერ გადაამოწმებ, სად ცხოვრობს.

ნაძალადევში შუალედურ არჩევნებზე 6 ასეთი უბანი წავაგე, ვერასდროს ვერ გავიგებ, ეს ხალხი ვინ არიან და რატომ არ მომცეს ხმა. ნაძალადევში 100 უბანია, 94 უბანზე სტაბილურად 20-25-30 პროცენტი მივიღე, მაინცდამაინც ამ 6 უბანზე მქონდა ნული პროცენტი, ლოგოკას ხომ ეწინააღმდეგება", - დასძენს კუკავა.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის სამართლებრივ მხარეზე საუბრობს.

"ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით პოზიციას, რომლის თანახმადაც მოქალაქე ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა აძლევდეს. რადგან ეს არის პრინციპი, რის გამოც ადამიანები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია.

ყველა ასეთმა ადამიანმა, რომლებმაც საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო, უნდა იცოდეს, რომ ასე აღარ იქნება და დროულად გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რა თქმა უნდა, იყო საუბარი, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების გამოყენება შეიძლებოდა არჩევნების გაყალბების მიზნით, მაგრამ მთავარი აქ სამართლებრივი საფუძვლებია, სწორედ უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმების დაცვა. ანუ პრინციპი, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცენ ხმა მოქალაქეებმა, უნდა იყოს დაცული", - განმარტავს ელენე ნიჟარაძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა