Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს
სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

6 ივ­ლისს, სან-ფრან­სიც­კოს აე­რო­პორ­ტში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ლა­ი­ნერ Boeing 777-200-ის ერთ-ერთი პი­ლო­ტის მტკი­ცე­ბით, დაშ­ვე­ბი­სას ის მი­წი­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ლა­ზე­რის სხი­ვით და­აბრმა­ვეს. ამ­ჟა­მად პი­ლო­ტის ჩვე­ნე­ბას ამე­რი­კის სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო ამოწ­მებს.

მო­ცე­მუ­ლი ვერ­სია სი­მარ­თლეს მოკ­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მსხვილ აე­რო­პორ­ტებ­ში დაშ­ვე­ბი­სას ლა­ი­ნე­რე­ბის პი­ლო­ტე­ბის ლა­ზე­რე­ბით დაბრმა­ვე­ბის პრე­ცენ­დენ­ტე­ბი გახ­შირ­და. ე.წ. ლა­ზე­რუ­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი სწო­რედ აშშ-შია. მხო­ლოდ 2010-2011 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კა­ში ლა­ზე­რე­ბით პი­ლო­ტე­ბის დაბრმა­ვე­ბის 4000-მდე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Asiana Airlines-ის კუთ­ვნი­ლი Boeing 777-200ER სე­უ­ლი­დან სან-ფრან­ცის­კო­ში მიფ­რი­ნავ­და. ლა­ი­ნე­რის ბორტზე 291 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 16 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ათე­უ­ლო­ბით მგზავ­რი სა­ვა­ად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი. თვითმფრი­ნა­ვის საკ­მა­ოდ ახა­ლი იყო - პირ­ვე­ლი აფ­რე­ნა ლა­ი­ნერ­მა 2006 წელს 25 თე­ბერ­ვალს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მე­პატ­რო­ნე ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, რე­ი­სის წინ თვითმფრი­ნავ­მა სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა. შე­სა­ბა­მი­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

Boeing 777-ის ტი­პის ლა­ი­ნე­რე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო თვითმფრი­ნა­ვე­ბად ით­ვლე­ბი­ან. 1995 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბო­ინ­გის ქარ­ხა­ნა სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის 1100-მა ერ­თე­ულ­მა Boeing 777-მა და­ტო­ვა. 18 წლი­ა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლა­ი­ნე­რის გა­ნად­გუ­რე­ბით მხო­ლოდ სამი შემ­თხვე­ვა დას­რულ­და. აქე­დან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ ერ­თმა, სან-ფრან­ცის­კოს აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ­მა კა­ტას­ტრო­ფამ შე­ი­წი­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

6 ივლისს, სან-ფრანსიცკოს აეროპორტში ჩამოვარდნილი ლაინერ Boeing 777-200-ის ერთ-ერთი პილოტის მტკიცებით, დაშვებისას ის მიწიდან გამოშვებული ლაზერის სხივით დააბრმავეს. ამჟამად პილოტის ჩვენებას ამერიკის სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველო ამოწმებს.

მოცემული ვერსია სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ არის. ბოლო დროის განმავლობაში მსხვილ აეროპორტებში დაშვებისას ლაინერების პილოტების ლაზერებით დაბრმავების პრეცენდენტები გახშირდა. ე.წ. ლაზერული ხულიგნობა განსაკუთრებით ხშირი სწორედ აშშ-შია. მხოლოდ 2010-2011 წლების განმავლობაში, ამერიკაში ლაზერებით პილოტების დაბრმავების 4000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Asiana Airlines-ის კუთვნილი Boeing 777-200ER სეულიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა. ლაინერის ბორტზე 291 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ათეულობით მგზავრი სავაადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი. თვითმფრინავის საკმაოდ ახალი იყო - პირველი აფრენა ლაინერმა 2006 წელს 25 თებერვალს განახორციელა. მეპატრონე ავიაკომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რეისის წინ თვითმფრინავმა სრული შემოწმება გაიარა. შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომხდარის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

Boeing 777-ის ტიპის ლაინერები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო თვითმფრინავებად ითვლებიან. 1995 წლიდან მოყოლებული, ბოინგის ქარხანა სხვადასხვა მოდიფიკაციის 1100-მა ერთეულმა Boeing 777-მა დატოვა. 18 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში, ლაინერის განადგურებით მხოლოდ სამი შემთხვევა დასრულდა. აქედან ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ერთმა, სან-ფრანცისკოს აეროპორტში მომხდარმა კატასტროფამ შეიწირა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა