ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, მოსახლეობა კანონდარღვევაში ამხელს. მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მარიკა ვერულაშვილმა ოფისში უნებართვოდ დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რამაც შენობის საყრდენი კედელი ჩამოანგრია. ამ თვითნებური ქმედებით კი შენობაში განთავსებული სხვა სამსახურების თანამშრომლებისთვის სახიფათო გარემო შეიქმნა.