მიხეილ სააკაშვილი - არჩევნებამდე ჩვენ ქვეყანაში მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა

მიხეილ სააკაშვილი - არჩევნებამდე ჩვენ ქვეყანაში მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა

არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, სიტუაცია კი, რომელიც შეიქმნა, არის ის, რომ საქართველომ გზიდან გადაუხვიოს არა პოლიტიკური განცხადებებით, არამედ იმ ფაქტის დემონსტრირებით, რომ ქვეყანაში არის შიდა პრობლემები. ეს კი აბრკოლებს ევროინტეგრაციას, რაც პირადად ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ბევრი რამ მაქვს ამ პროცესში ჩადებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს პრობლემები გასული წლის შემდეგ შეექმნა, რაც სამწუხაროა.

"მინდა გამოვხატო სინანული, რადგან თავიდან, ვილნიუსში ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველო და მოლდოვა მიიღებდნენ ასოცირების შეთანხმებას და ევროპერსპექტივას. სამწუხაროდ, საქართველოს შეექმნა გარკვეული პრობლემები გასული წლის შემდეგ. იმედი მაქვს, ეს დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ დღეს, ძირითადად საუბარი საქართველოში შექმნილ პრობლემებს ეხება. ეს არა მხოლოდ შიდა პრობლემების ბრალია, არამედ იმის, რაც ხდება რეგიონში. რუსეთმა გამოიყენა ყველა საშუალება - ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, ომისა და ემბარგოს შემდეგ, ზეგავლენის ახალი მცდელობა იყო ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გზით მოხვედრა. ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი უკრაინაში. ვფიქრობ, ამ რისკის წინაშე დგანან ჩემი მოლდოველი მეგობრებიც. ვფიქრობ, საუკეთესო რეცეპტი იქნება ის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ მათ, წავიდეთ წინ, მოვახდინოთ ინტეგრაცია, შევქმნათ დემოკრატია, გავაძლიეროთ ახალგაზრდობა და აღარ მოვიხედოთ უკან. ვინც წარსულისკენ ცდილობს ჩვენს წაყვანას, თავად არ აქვს მომავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა