სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაჩო კი­კა­ბი­ძე ადას­ტუ­რებს და გან­მარ­ტავს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა გა­და­ცე­მას - სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს, დი­ლის გა­და­ცე­მას, თოქ-შო­უ­ებს შე­ე­ხე­ბა.

"ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი ხდე­ბა. ზა­ფხუ­ლი მკვდა­რი სე­ზო­ნია და ახლა გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნუ­ცხა­და კი­კა­ბი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს", თუმ­ცა ვერ და­ა­ზუს­ტა, მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბა უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში.

ამას­თან, რო­გოც კი­კა­ბი­ძემ სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა იმის მი­ხედ­ვით დაბ­რუნ­დე­ბა, რო­მელ გა­და­ცე­მას რო­გორ ჩა­უ­ტარ­დე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. "ზო­გა­დად, დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს. სექ­ტემ­ბრი­დან ეთერ­ში ოდ­ნავ შეც­ვლი­ლი სა­ხით გა­ვალთ, ხოლო გა­ზა­ფხუ­ლი­დან ძა­ლი­ან სა­ხე­შეც­ვლი­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბაჩო კი­კა­ბი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ამ გადაწყვეტილებას "მაესტროს" ხელმძღვანელი ბაჩო კიკაბიძე ადასტურებს და განმარტავს, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ყველა გადაცემას - საინფორმაციოს, დილის გადაცემას, თოქ-შოუებს შეეხება.

"ეს ჩვეულებრივი მომენტია ტელევიზიაში და გასაკვირი არაფერი ხდება. ზაფხული მკვდარი სეზონია და ახლა გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს", - განუცხადა კიკაბიძემ "ინტერპრესნიუსს", თუმცა ვერ დააზუსტა, მოცემული მომენტისთვის ტელევიზიის რამდენი თანამშრომელი იმყოფება უხელფასო შვებულებაში.

ამასთან, როგოც კიკაბიძემ სააგენტოს განუცხადა, ყველა იმის მიხედვით დაბრუნდება, რომელ გადაცემას როგორ ჩაუტარდება რეორგანიზაცია. "ზოგადად, დიდი გეგმები გვაქვს. სექტემბრიდან ეთერში ოდნავ შეცვლილი სახით გავალთ, ხოლო გაზაფხულიდან ძალიან სახეშეცვლილი და გაძლიერებული მაუწყებლობა გვექნება", - აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები