მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს პეტრე-პავლობაა
დღეს პეტრე-პავლობაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს პეტ­რე-პავ­ლო­ბას, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბის პეტ­რე­სა და პავ­ლეს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II წირ­ვა-ლოც­ვას, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში აღავ­ლენს.

პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ 12-დღი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 1-ელ ივ­ლისს და­ი­წყო. დღეს, დღე­სას­წა­უ­ლის გამო, პა­რას­კევს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის მარ­ხვა თევ­ზით ხსნი­ლი იქ­ნე­ბა.

ქრის­ტეს მო­წა­ფე­ებს, მო­ცი­ქულ­თა შო­რის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს წმინ­და პეტ­რე და წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლებს მი­ა­გებს და მათ თავ­მო­ცი­ქუ­ლე­ბი ეწო­დე­ბათ. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე წმინ­და მო­ცი­ქულ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის უფ­რო­სი ძმა იყო. უფ­ლის ხმო­ბამ­დე ისი­ნი გა­ლი­ლე­ის ტბას­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ბეთ­სა­ი­დის მე­თევ­ზე­ე­ბი იყ­ვნენ. პეტ­რეს ადრე სა­ხე­ლად სვი­მო­ნი ეწო­დე­ბო­და. მისი რწმე­ნის გამო მას უფალ­მა პეტ­რე უწო­და, რაც კლდეს ნიშ­ნავს. წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი ჯვარ­ზე აღეს­რუ­ლა. მისი სურ­ვი­ლით იგი თავ­და­ყი­რა და­კი­დეს, რათა ჯვარ­ზე ისე არ ყო­ფი­ლი­ყო გაკ­რუ­ლი, რო­გორც ქრის­ტე.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე წარ­მო­შო­ბით ბე­ნი­ა­მე­ნი­დან იყო. სა­ნამ მო­ცი­ქუ­ლი გახ­დე­ბო­და მას სავ­ლე ერ­ქვა და მღვდელთმთა­ვარ­თა და­ვა­ლე­ბით მარ­თლმა­დი­დებ­ლებს დევ­ნი­და. ღვთის გან­გე­ბით იგი უეც­რად დრო­ე­ბით დაბრმავ­და, რომ­ლის დრო­საც ღმერ­თმა მას თა­ვის­კენ მო­უ­წო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­მა სი­ცო­ცხლე თა­ვის­კვე­თით და­ას­რუ­ლა.

წმინ­და თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რე­სა და პავ­ლეს სა­ხელ­ზე, პირ­ვე­ლი ტაძ­რე­ბი რომ­სა და კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში IV სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­ცი­ქულ­თას­წორ­მა კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა აღ­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დღეს პეტრე-პავლობაა

დღეს პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვა-ლოცვას, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 12-დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 1-ელ ივლისს დაიწყო. დღეს, დღესასწაულის გამო, პარასკევს მორწმუნეებისთვის მარხვა თევზით ხსნილი იქნება.

ქრისტეს მოწაფეებს, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს ადრე სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო მას უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სანამ მოციქული გახდებოდა მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია