საქართველომ კარგად განახორციელა რეფორმები, რომელმაც ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო დაგაახლოვათ, -ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტიმ ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთი, როგორც ნატო-ს წევრი, აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და ის დანაკარგი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, დიდი ტრაგედიაა. "თქვენი ჯარისკაცები იქ არიან საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოების გამო",-აღნიშნა ურმას პაეტიმ.
მისივე თქმით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. "მთავარია პრიორიტეტები სრულდებოდეს", -განაცხადა ურმას პაეტიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კი აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროკავშირ-ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობა.
მინისტრების განცხადებით, დღეს ასევე განხილული იყო მნიშვნელოვან ესტონურ საოპერო ფესტივალში "საარემო" ქართულ ოპერის დღეების გამართვა.