სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"
კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"

კა­მე­რონ დი­ასს მა­მა­კა­ცე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლად იც­ნო­ბენ. მას ჰქონ­და რო­მა­ნი მუ­სი­კოს ჯა­რედ ლე­ტოს­თან, მსა­ხი­ობ მეტ დი­ლონ­თან და ბე­ის­ბო­ლისტ ალექს როდ­რი­გეს­თან. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­თა­ნაც კა­მე­რონ­მა 5 წელი გა­ა­ტა­რა.

ამ უკა­ნას­კნელ­თან გან­შო­რე­ბა კა­მე­რონ­მა ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა.

"გან­შო­რე­ბის შემ­დეგ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის ვხვდე­ბო­დი. ეს ჩემი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მარ­ტო ყოფ­ნა მინ­დო­და. ახლა მე და ჯას­ტი­ნი ვმე­გობ­რობთ. ის ნი­ჭი­ე­რი, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი და მხი­ა­რუ­ლია. არა­ვის ეგო­ნა, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ერ­თად მუ­შა­ო­ბას შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ ჩვენ ხომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ვე­წყვეთ ერ­თმა­ნეთს ფილმ "ძა­ლი­ან ცუდი მას­წავ­ლებ­ლის" გა­და­ღე­ბებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა..

- ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ქალი გა­ნიც­დის, რო­დე­საც 40 წლის ხდე­ბა, თქვენ კი თქვენს ასაკს ენ­თუ­ზი­აზ­მით ხვდე­ბით...

- ვგიჟ­დე­ბი ჩემს ასაკ­ზე! და რაც უფრო მე­მა­ტე­ბა წლე­ბი მით უფრო მიყ­ვარ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თავი. ცოტა ხნის წინ 22 წლის ბიჭ­მა მკი­თხა ასა­კი. ვუ­პა­სუ­ხე და გა­ოც­და და მკი­თხა" არ გე­ში­ნი­ათ?". მა­შინ­ვე ვუ­პა­სუ­ხე: "არა შვი­ლო და არც შენ გირ­ჩევ იმას, რომ გე­ში­ნო­დეს". ჯან­და­ბა! ჩვენ ხომ ჩვე­ნით შევ­დი­ვართ ჩიხ­ში ამ ასა­კობ­რი­ვი ში­შე­ბის გამო. არა­და ცხოვ­რე­ბა წლებ­თან ერ­თად გა­ცი­ლე­ბით უფრო კარ­გი ხდე­ბა. ახლა თავს უფრო ლა­მა­ზად და მიმ­ზიდ­ვე­ლად ვგრძნობ, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. ჩემი სხე­უ­ლიც უფრო მომ­წონს.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონთ?

- სა­კუ­თარ თავ­ში და სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი. სი­მარ­თლე გი­თხრათ არ მაქვს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გრძე­ლი სია, რო­მე­ლიც პა­ემ­ნებ­ზე და­მაქვს. ბი­ჭებ­თან შეხ­ვედ­რა 16 წლი­დან და­ვი­წყე. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ინ­სტინ­ქტებს ვეყ­რდნო­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­მა­კა­ცე­ბი და არ ვმა­ლავ ამას. ჯან­და­ბა, მე ხომ ნამ­დვი­ლი ქალი ვარ! მა­ჭანკლო­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუ ვინ­მე არ მომ­წონს არც ამას ვმა­ლავ. არ მო­ვაჩ­ვე­ნებ თავს. ეს იმი­ტომ, რომ არ მე­ში­ნია იმის, რა­საც ჩემ­ზე იტვყვი­ან ან იფიქ­რე­ბენ. არ მე­ში­ნია იმის, რომ ვინ­მეს არ მო­ვე­წო­ნე­ბი. რო­დე­საც რო­მა­ნი მაქვს, საყ­ვარ­ლის მი­მართ ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი ვარ. ვარ ერ­თგუ­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი, მზად ვარ ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით და­ვუდ­გე და და­ვეხ­მა­რო. მე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რი შე­მიძ­ლია ვიყო.

- შე­გიძ­ლი­ათ ერთი სი­ტყვით აღ­წე­როთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პო­ზი­ცია ან ფი­ლო­სო­ფია?

- დიახ. ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბი მად­ლი­ე­რე­ბაა. ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ბე­დის­წე­რის იმის­თვის, რაც მაქვს. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან უმა­დურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ. მხო­ლოდ რა­ღა­ცის და­კარ­გვის შემ­დეგ იწყე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფა­სე­ბას. არ მეს­მის რო­გორ ამ­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი: კო­ლე­ჯში ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე, ან რა­ი­მე მსგავსს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ახლა, აი, ამ წუ­თას ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტია. შემ­დე­გი წუ­თიც ასე­თი იქ­ნე­ბა! აი რო­დე­საც ამას ხვდე­ბი, ესე იგი დაბ­რძენ­დი და ცხოვ­რე­ბა ის­წავ­ლე!

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"

კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"

კამერონ დიასს მამაკაცების გულთამპყრობელად იცნობენ. მას ჰქონდა რომანი მუსიკოს ჯარედ ლეტოსთან, მსახიობ მეტ დილონთან და ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან. ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა ჯასტინ ტიმბერლეიკს უკავშირდება, რომელთანაც კამერონმა 5 წელი გაატარა.

ამ უკანასკნელთან განშორება კამერონმა ძალიან რთულად გადაიტანა.

"განშორების შემდეგ 1 წლის განმავლობაში არავის ვხვდებოდი. ეს ჩემი გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. მარტო ყოფნა მინდოდა. ახლა მე და ჯასტინი ვმეგობრობთ. ის ნიჭიერი, გონებამახვილი და მხიარულია. არავის ეგონა, რომ დაშორების შემდეგ ერთად მუშაობას შევძლებდით, მაგრამ ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ. შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს ფილმ "ძალიან ცუდი მასწავლებლის" გადაღებებზე", - აღნიშნა მსახიობმა..

- ბევრი მსახიობი ქალი განიცდის, როდესაც 40 წლის ხდება, თქვენ კი თქვენს ასაკს ენთუზიაზმით ხვდებით...

- ვგიჟდები ჩემს ასაკზე! და რაც უფრო მემატება წლები მით უფრო მიყვარდება საკუთარი თავი. ცოტა ხნის წინ 22 წლის ბიჭმა მკითხა ასაკი. ვუპასუხე და გაოცდა და მკითხა" არ გეშინიათ?". მაშინვე ვუპასუხე: "არა შვილო და არც შენ გირჩევ იმას, რომ გეშინოდეს". ჯანდაბა! ჩვენ ხომ ჩვენით შევდივართ ჩიხში ამ ასაკობრივი შიშების გამო. არადა ცხოვრება წლებთან ერთად გაცილებით უფრო კარგი ხდება. ახლა თავს უფრო ლამაზად და მიმზიდველად ვგრძნობ, ვიდრე ახალგაზრდობაში. ჩემი სხეულიც უფრო მომწონს.

- როგორი მამაკაცები მოგწონთ?

- საკუთარ თავში და საკუთარ საქმიანობაში დარწმუნებულები. სიმართლე გითხრათ არ მაქვს მახასიათებლების გრძელი სია, რომელიც პაემნებზე დამაქვს. ბიჭებთან შეხვედრა 16 წლიდან დავიწყე. ურთიერთობებში ინსტინქტებს ვეყრდნობი. ძალიან მიყვარს მამაკაცები და არ ვმალავ ამას. ჯანდაბა, მე ხომ ნამდვილი ქალი ვარ! მაჭანკლობაც ძალიან მიყვარს. თუ ვინმე არ მომწონს არც ამას ვმალავ. არ მოვაჩვენებ თავს. ეს იმიტომ, რომ არ მეშინია იმის, რასაც ჩემზე იტვყვიან ან იფიქრებენ. არ მეშინია იმის, რომ ვინმეს არ მოვეწონები. როდესაც რომანი მაქვს, საყვარლის მიმართ ძალიან ლოიალური ვარ. ვარ ერთგული და თავდადებული, მზად ვარ ყველაფერში გვერდით დავუდგე და დავეხმარო. მე მართლა ძალიან კარგი პარტნიორი შემიძლია ვიყო.

- შეგიძლიათ ერთი სიტყვით აღწეროთ თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია ან ფილოსოფია?

- დიახ. ჩემთვის ბედნიერების გასაღები მადლიერებაა. ყოველთვის მადლიერი ვარ ჩემი ბედისწერის იმისთვის, რაც მაქვს. ჩემი აზრით, ძალიან უმადურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მხოლოდ რაღაცის დაკარგვის შემდეგ იწყებენ ადამიანები დაფასებას. არ მესმის როგორ ამბობენ ადამიანები: კოლეჯში ჩემი საუკეთესო წლები გავატარე, ან რაიმე მსგავსს. არავითარ შემთხვევაში! ახლა, აი, ამ წუთას ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია. შემდეგი წუთიც ასეთი იქნება! აი როდესაც ამას ხვდები, ესე იგი დაბრძენდი და ცხოვრება ისწავლე!

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება