მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახური" "პო(ი)ნტები", ანუ რამდენ ხაჭოს იყიდი 11 მილიონად
"ოჯახური" "პო(ი)ნტები", ანუ რამდენ ხაჭოს იყიდი 11 მილიონად

სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ე­ბით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ და საპ­რო­ტეს­ტო თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ლა­მის ეროვ­ნულ ბრენ­დად იქცა. ყვე­ლა­ნა­ი­რი აქ­ცია გვი­ნა­ხავს და რა აღარ მოგ­ვი­თხო­ვია - შუა აზი­ე­ლი მე­ძა­ვე­ბის "ექ­სპან­სი­ის" შე­ჩე­რე­ბა, "ეშ­მა­კი­სე­უ­ლი" "აიდი" ბა­რა­თე­ბის აკ­რძალ­ვა თუ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია.

თუმ­ცა იყო ერთი აქ­ცია, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იმარ­თე­ბო­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, ზამ­თა­რი იყო თუ ზა­ფხუ­ლი, ან ქვე­ყა­ნას მიშა მარ­თავ­და თუ ბი­ძი­ნა. ეს იყო "ცენ­ტრ პო­ინ­ტი­თა" და " დექ­სუ­სით" და­ზა­რა­ლე­ბულ­თა აქ­ცია. არ დარ­ჩე­ნი­ლა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს 2-3 აქ­ცია მა­ინც რომ არ გა­ე­მარ­თათ(თუმ­ცა უფრო პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას და პრო­კუ­რა­ტუ­რას "სწყა­ლობ­დნენ"). მოკ­ლედ, ჩვენ­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ეს აქ­ცია ისე­თი­ვე "მშობ­ლი­უ­რი" გახ­და, რო­გორც მა­გა­ლი­თად, მთავ­რო­ბის ან პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა.

ისე, მოდი და ნუ გა­აპ­რო­ტეს­ტებ, რო­დე­საც ვირუ­ლი შრო­მით მოგ­რო­ვი­ლი ფული წყალ­ში ჩა­გეყ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი პი­რა­დად იც­ნობს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წლო­ბით ჰამ­ბურ­გში მტვირ­თა­ვად მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ თბი­ლის­ში ბინა ეყი­და. ვიც­ნობ იმ ქალ­საც, რო­მელ­მაც კვიპ­როს­ში ლა­მის შვი­დი თა­ო­ბის მომ­ვლე­ლად იმუ­შა­ვა და გა­და­წყვი­ტა, რომ კვიპ­რო­სე­ლე­ბის ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის­თვის პამ­პერ­სე­ბის გა­მოც­ვლის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით ბინა ეყი­და, გა­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა და ცოტა სული მო­ეთ­ქვა. რა ბედი ეწია ამ ფულს და რო­მელ კომ­პა­ნი­ას­თან და­ი­ჭი­რეს საქ­მე ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა, ალ­ბათ, მკი­თხვე­ლი მიხ­ვდე­ბა. სხვა­თა შო­რის, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, თუ რამ­ხე­ლა ძალა აქვს რეკ­ლა­მას - ერთ დროს ქარ­თუ­ლი სივ­რცე წა­ლე­კი­ლი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" რეკ­ლა­მე­ბით. ისე, არა­ფერ­ზე არ მი­ვა­ნიშ­ნებ, მაგ­რამ ცრუ რეკ­ლა­მა იმას ჰგავს, გა­მო­უც­დელს აფე­რის­ტე­ბი "პონტზე" რომ ააგ­დე­ბენ ხოლ­მე, რაც "და­გო­ი­მე­ბით" სრულ­დე­ბა.

რა ამის პა­სუ­ხია და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს რუ­სუ­ლი AO MMM-ის საქ­მეს. სხვა­თა შო­რის, AO MMM-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გეი მავ­რო­დი(რომ­ლის კომ­პა­ნი­ა­მაც 10 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აზა­რა­ლა, 50-მა კი თავი მო­იკ­ლა) დღემ­დე ამ­ტკი­ცებს, რომ პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხრი­კე­ბის ბრა­ლია.

და­ვუბ­რუნ­დეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს - რაც მეტ ხანს გრძელ­დე­ბო­და მათი აქ­ცი­ე­ბი, მით უფრო იხ­ვე­წე­ბო­და(გა­მოც­დი­ლე­ბა საქ­მეს მო­აქვს). ჯერ სტი­კე­რე­ბი გა­აკ­რეს, მერე ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბიც გა­და­ღე­ბა­ზეც გა­და­ვიდ­ნენ. ზოგ­ჯერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი "ოჯახ­საც" ხვდე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გა­დაც ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი­სა და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რჩე­უ­ლიშ­ვილს უთ­ქვამს - სა­დაც გინ­დათ, იქ მი­ჩივ­ლე­თო(ამ შეხ­ვედ­რი­სას არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ად­ვო­კა­ტი იყო). თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უფრო მეტი შთა­გო­ნე­ბა მის­ცა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კერ­ვა­ლიშ­ვილს უთ­ქვამს - ჩემ­თან რას მოხ­ვე­დით, ხა­ჭოს ფუ­ლიც არა მაქ­ვსო. ჰოდა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ხაჭო და­ტო­ვეს ყველ­გან, სა­დაც კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და ან მუ­შა­ობ­და.

ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნი კილო ხა­ჭოს ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი 11 მი­ლი­ო­ნად? ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი მი­ი­სა­კუთ­რეს მე­ნა­შე­ნე­თა თან­ხე­ბი­დან დებ­მა - მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა, რის შემ­დე­გაც, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და "ამ­ხა­ნა­გო­ბა 88"-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ­თათ­ვის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, "ოჯა­ხის" პო­ზი­ცი­აც. კერ­ძოდ. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს გა­უკ­ვირ­და, რომ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მოხ­და. მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და - ეს პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში არ არი­სო. ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა კი თქვა - ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, თუმ­ცა ეს არ მოხ­დე­ბა, თუ მა­ი­ა­სა და რუ­სუ­და­ნის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, კლი­ენ­ტე­ბი ვე­რა­ფერს მი­ი­ღე­ბე­ნო. სხვა­თა შო­რის, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლა გიგი უგუ­ლა­ვას ინ­ტე­რე­სებ­ზეც მი­ა­ნიშ­ნა. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და - მა­ი­ამ და რუ­სუ­დან­მა კომ­პა­ნი­ის მარ­თვი­სას შე­სა­ბა­მი­სი სიმ­კაც­რე ვერ გა­მო­ი­ჩი­ნე­სო.

ალ­ბათ, სამ ძი­რი­თად ვერ­სი­ა­ზე შეგ­ვიძ­ლია სა­უ­ბა­რი. 1)"ოჯახ­მა" ვერ მარ­თა კომ­პა­ნია და შარ­ში გა­ეხ­ვა და ვა­ლებ­ში ჩა­ი­ძი­რა (ვეჭ­ვობ, რომ ამ ვერ­სი­ას ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მომ­ხრე ჰყავს). 2)პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია მარ­თა­ლია და "ოჯახ­მა" წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით "გა­და­აგ­დო" მე­ნა­შე­ნე­ბი. 3)მე­სა­მე ვერ­სია თე­ო­რი­უ­ლია, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ გა­მო­სა­რი­ცხი არ არის. კერ­ძოდ, ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, ხომ არ "შე­ა­წე­რა" ფული "ცენ­ტრ პო­ინტს" ძველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" "წვე­ლავ­დნენ" ბიზ­ნეს­მენს, სა­მა­გი­ე­როდ, მას აძ­ლევ­დნენ "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­მა­შის" უფ­ლე­ბას პრინ­ცი­პით - ჩემი მო­მე­ცი და ფული, რო­გორც გინ­და, ისე ამო­ი­ღეო. ამ სქე­მას აყო­ლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი კი, ნელ-ნელა კრი­მი­ნა­ლად იქ­ცე­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი ვერც ამ­ბობს, რომ ამ სქე­მის მო­ნა­წი­ლე იყო. იქ­ნებ დროა, რჩე­უ­ლიშ­ვილ-კერ­ვა­ლიშ­ვი­ლებ­მა დუ­მი­ლი და­არ­ღვი­ონ?

P.S. "ძაან ცოდ­ვა ვარ, ხალ­ხო", - ამ­ბობს მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი(იხ. ვი­დეო პა­ლიტ­რატვ.გე-ზე). ამ ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რებ­ში ლა­მის მარ­თლაც ყვე­ლა­ზე "ცოდ­ვე­ბი" დაგ­ვა­ვი­წყდა - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. იმე­დია, სა­მარ­თა­ლი პურს ჭამს იმ კუ­თხით, რომ ეს ხალ­ხი ბო­ლოს და ბო­ლოს თა­ვის ჭერს მი­ი­ღებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ხევ­რადსა­მარ­თალს ნამ­დვი­ლად არ აქვს აზრი.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ოჯახური" "პო(ი)ნტები", ანუ რამდენ ხაჭოს იყიდი 11 მილიონად

"ოჯახური" "პო(ი)ნტები", ანუ რამდენ ხაჭოს იყიდი 11 მილიონად

საქართველოში აქციებით ვერავის გააკვირვებ და საპროტესტო თავყრილობები ლამის ეროვნულ ბრენდად იქცა. ყველანაირი აქცია გვინახავს და რა აღარ მოგვითხოვია - შუა აზიელი მეძავების "ექსპანსიის" შეჩერება, "ეშმაკისეული" "აიდი" ბარათების აკრძალვა თუ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

თუმცა იყო ერთი აქცია, რომელიც ბოლო წლებში პერმანენტულად იმართებოდა, იმის მიუხედავად, ზამთარი იყო თუ ზაფხული, ან ქვეყანას მიშა მართავდა თუ ბიძინა. ეს იყო "ცენტრ პოინტითა" და " დექსუსით" დაზარალებულთა აქცია. არ დარჩენილა სახელმწიფო დაწესებულება, დაზარალებულებს 2-3 აქცია მაინც რომ არ გაემართათ(თუმცა უფრო პრეზიდენტის რეზიდენციას და პროკურატურას "სწყალობდნენ"). მოკლედ, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის ეს აქცია ისეთივე "მშობლიური" გახდა, როგორც მაგალითად, მთავრობის ან პარლამენტის სხდომა.

ისე, მოდი და ნუ გააპროტესტებ, როდესაც ვირული შრომით მოგროვილი ფული წყალში ჩაგეყრება. მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი პირადად იცნობს ადამიანს, რომელიც წლობით ჰამბურგში მტვირთავად მუშაობდა იმისთვის, რომ თბილისში ბინა ეყიდა. ვიცნობ იმ ქალსაც, რომელმაც კვიპროსში ლამის შვიდი თაობის მომვლელად იმუშავა და გადაწყვიტა, რომ კვიპროსელების ბებია-ბაბუებისთვის პამპერსების გამოცვლისთვის მიღებული ფულით ბინა ეყიდა, გაექირავებინა და ცოტა სული მოეთქვა. რა ბედი ეწია ამ ფულს და რომელ კომპანიასთან დაიჭირეს საქმე ზემოხსენებულმა პირებმა, ალბათ, მკითხველი მიხვდება. სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამხელა ძალა აქვს რეკლამას - ერთ დროს ქართული სივრცე წალეკილი "ცენტრ პოინტის" რეკლამებით. ისე, არაფერზე არ მივანიშნებ, მაგრამ ცრუ რეკლამა იმას ჰგავს, გამოუცდელს აფერისტები "პონტზე" რომ ააგდებენ ხოლმე, რაც "დაგოიმებით" სრულდება.

რა ამის პასუხია და "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს რუსული AO MMM-ის საქმეს. სხვათა შორის, AO MMM-ის დამფუძნებელი სერგეი მავროდი(რომლის კომპანიამაც 10 მილიონი ადამიანი აზარალა, 50-მა კი თავი მოიკლა) დღემდე ამტკიცებს, რომ პატიოსანი კაცია და ყველაფერი ხელისუფლების ხრიკების ბრალია.

დავუბრუნდეთ დაზარალებულებს - რაც მეტ ხანს გრძელდებოდა მათი აქციები, მით უფრო იხვეწებოდა(გამოცდილება საქმეს მოაქვს). ჯერ სტიკერები გააკრეს, მერე ვიდეოკლიპებიც გადაღებაზეც გადავიდნენ. ზოგჯერ დაზარალებულები "ოჯახსაც" ხვდებოდნენ, რის შემდეგადაც ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. მაგალითად, დაზარალებულებისა და ვახტანგ რჩეულიშვილის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რჩეულიშვილს უთქვამს - სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო(ამ შეხვედრისას არჩილ კბილაშვილი ჯერ კიდევ ადვოკატი იყო). თუმცა დაზარალებულების აქციის ორგანიზატორებს უფრო მეტი შთაგონება მისცა რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრა, რომელზეც, თავად დაზარალებულების ინფორმაციით, კერვალიშვილს უთქვამს - ჩემთან რას მოხვედით, ხაჭოს ფულიც არა მაქვსო. ჰოდა, აქციის მონაწილეებმა ხაჭო დატოვეს ყველგან, სადაც კერვალიშვილი ცხოვრობდა ან მუშაობდა.

ისე, საინტერესოა, რამდენი კილო ხაჭოს ყიდვაა შესაძლებელი 11 მილიონად? ყოველ შემთხვევაში, პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამდენი მილიონი მიისაკუთრეს მენაშენეთა თანხებიდან დებმა - მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რის შემდეგაც, შეუძლებელი გახდა "ამხანაგობა 88"-ში გაწევრიანებულთათვის ბინების მშენებლობა.

საინტერესოა, "ოჯახის" პოზიციაც. კერძოდ. რუსუდან კერვალიშვილს გაუკვირდა, რომ ბრალის წაყენება მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. მაია რჩეულიშვილმა განაცხადა - ეს პოლიტიკასთან კავშირში არ არისო. ვახტანგ რჩეულიშვილმა კი თქვა - ერთ წელიწადში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, თუმცა ეს არ მოხდება, თუ მაიასა და რუსუდანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, კლიენტები ვერაფერს მიიღებენო. სხვათა შორის, რჩეულიშვილა გიგი უგულავას ინტერესებზეც მიანიშნა. მან ასევე განაცხადა - მაიამ და რუსუდანმა კომპანიის მართვისას შესაბამისი სიმკაცრე ვერ გამოიჩინესო.

ალბათ, სამ ძირითად ვერსიაზე შეგვიძლია საუბარი. 1)"ოჯახმა" ვერ მართა კომპანია და შარში გაეხვა და ვალებში ჩაიძირა (ვეჭვობ, რომ ამ ვერსიას ყველაზე ნაკლები მომხრე ჰყავს). 2)პროკურატურის ვერსია მართალია და "ოჯახმა" წინასწარი განზრახვით "გადააგდო" მენაშენები. 3)მესამე ვერსია თეორიულია, თუმცა პრაქტიკა ადასტურებს, რომ გამოსარიცხი არ არის. კერძოდ, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ "შეაწერა" ფული "ცენტრ პოინტს" ძველმა ხელისუფლებამ. აპრობირებული მეთოდი იყო - "ნაციონალები" "წველავდნენ" ბიზნესმენს, სამაგიეროდ, მას აძლევდნენ "თავისუფალი თამაშის" უფლებას პრინციპით - ჩემი მომეცი და ფული, როგორც გინდა, ისე ამოიღეო. ამ სქემას აყოლილი ბიზნესმენი კი, ნელ-ნელა კრიმინალად იქცეოდა. შესაბამისად, ბევრი ვერც ამბობს, რომ ამ სქემის მონაწილე იყო. იქნებ დროა, რჩეულიშვილ-კერვალიშვილებმა დუმილი დაარღვიონ?

P.S. "ძაან ცოდვა ვარ, ხალხო", - ამბობს მაია რჩეულიშვილი(იხ. ვიდეო პალიტრატვ.გე-ზე). ამ ვერსიებზე საუბრებში ლამის მართლაც ყველაზე "ცოდვები" დაგვავიწყდა - დაზარალებულები. იმედია, სამართალი პურს ჭამს იმ კუთხით, რომ ეს ხალხი ბოლოს და ბოლოს თავის ჭერს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევრადსამართალს ნამდვილად არ აქვს აზრი.

გიორგი კვიტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"