მსოფლიო
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ა­და­მი­ან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და"
"ა­და­მი­ან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და"

"ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ესა­უბ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბათა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ა.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძემ თა­ვი მო­იკ­ლა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ის პო­ლი­ცი­ა­ში და­კითხ­ვი­სას ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მი­ვი­და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. თქვენს კო­მი­ტეტს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბა. ამ ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით რას მო­ი­მოქ­მე­დებთ?

- ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბის გზით და­ვა­მარ­ცხეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი სწო­რედ იმის გა­მო, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცია ადა­მი­ა­ნებს სცემ­და და აწა­მებ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწო­რედ ამ ძა­ლა­დო­ბას და­უ­პი­რის­პირ­და, რო­ცა უა­რი თქვა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" და ჩვენ მოგ­ვცა ხმა იმ იმე­დით, რომ მათ უფ­ლე­ბებს და­ვი­ცავ­დით. რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ერ­თი წუ­თი­თაც ვერ და­ვუშ­ვებ, რომ ვინ­მემ გა­ბე­დოს და წარ­სულ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნოს, რო­ცა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად პო­ლი­ცია პა­ტიმ­რებს აწა­მებ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და. თუ დამ­ტკიც­და, რომ მი­ქა­უ­ტა­ძე, პო­ლი­ცი­ა­ში თუ პო­ლი­ცი­ის გა­რეთ, ცე­მი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, ყვე­ლა ის პი­რი, ვინც ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა. ცხა­დი­ა, სის­ხლის სა­მარ­თლის ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე კო­მი­ტე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლს და­ა­წე­სებს და გა­მო­ძი­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ კო­მი­ტე­ტი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რა­თა გა­ირ­კვეს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლებს ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას და თუ პო­ლი­ცი­ელ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, ყვე­ლა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

- უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი დღემ­დე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ თქვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ამ­ნის­ტია არ­ცთუ უან­გა­როდ გან­ხორ­ცი­ელ­და და პა­ტი­მარ­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა შეწყ­ა­ლე­ბის სი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად ფუ­ლი გა­და­ი­ხა­და. მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ თქვენ­ზე და ნა­ნა კა­კა­ბა­ძე­ზე.

- ამ­ნის­ტია იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი და შე­ე­ხო ყვე­ლა პა­ტი­მარს. ეს ჩვე­ნი გუნ­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ავი­ღეთ. ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი მე მო­ვამ­ზა­დე, მაგ­რამ აღმა­სრუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბი დღე და ღა­მე, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. რას ნიშ­ნავს ან­გა­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ? ვინ სა­უბ­რობს? გი­ვი თარ­გა­მა­ძე თუ ირ­მა ნა­დი­რაშ­ვი­ლი? პარ­ლა­მენ­ტმა ან­გა­რე­ბით მი­ი­ღო ეს კა­ნო­ნი? არის ეს აზ­რი გო­ნე­ბას­თან ახ­ლოს? ან კა­კა­ბა­ძე რო­გორ მი­ი­ღებ­და კა­ნონს, ჩვენ რომ არ მიგ­ვე­ღო? ასეთ ბოდ­ვა­სა და უზ­ნე­ო­ბა­ზე ვინც სა­უბ­რობს, თა­ვად არის ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი და იო­ლად წარ­მო­უდ­გე­ნი­ა, სხვამ მსგა­ვ­სი სი­ბინ­ძუ­რე იკად­როს. სად არი­ან ან­გა­რე­ბით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი? მო­იყ­ვა­ნონ და მაჩ­ვე­ნონ, რო­მე­ლია ასე­თი? ამა­ზე სა­უ­ბა­რი უნ­და დას­რულ­დეს, რად­გან სირ­ცხვი­ლია იმის გა­მე­ო­რე­ბა, რა­საც თარ­გა­მა­ძე ან ნა­დი­რაშ­ვი­ლი იკად­რე­ბენ...

- ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ და­ნა­შა­ულ­თა ჩამ­დენ­ნი უმე­ტეს­წი­ლად ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რომ და­კა­ვე­ბულ­თა­გან უმე­ტე­სო­ბა ამ­ნის­ტი­ი­თაა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კით მა­თი რიცხ­ვი მცი­რე­ა, მაგ­რამ დი­დია პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ პერ­სო­ნა­ლუ­რად შეწყ­ა­ლე­ბულ პირ­თა მი­ერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა რიცხ­ვი. მე­ო­რე მხრივ, უნ­და ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ ოდეს­ღაც ყვე­ლა პა­ტი­მა­რი გა­რეთ გა­მო­ვა და რო­გო­რი გა­რე­მო დახ­ვდე­ბა მათ, უნ­და ვი­ფიქ­როთ მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, და­საქ­მე­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბა­ზე, ნუ გვა­ვიწყ­დე­ბა, რა გზა გა­მო­ი­ა­რეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა. წა­მე­ბის კად­რე­ბი, რომ­ლის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი ვნა­ხე, რად­გან მე­ტი ვერ შევ­ძე­ლი, არ მი­ტო­ვებს კითხ­ვას, უნ­და გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა თუ არა ეს ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­რი­ქით - ვინც დარ­ჩა ასე­თე­ბი და ვერ ვეხ­მა­რე­ბით, ის მა­წუ­ხებს... თქვენ ვერ შეძ­ლებთ იმის ყუ­რე­ბას, რაც გა­და­ღე­ბუ­ლია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა გა­და­ი­ტა­ნეს მათ... ისი­ნი სი­ცოცხ­ლე­ში­ვე მოკ­ლეს... საქ­მე­ე­ბის შეს­წავ­ლა ამ­ნის­ტი­ის დროს არ ხდე­ბა, ეს ზო­გა­დი კა­ნო­ნი­ა, თუმ­ცა ყვე­ლა მუხ­ლი შეს­წავ­ლი­ლი იყო, ისე არ მიგ­ვი­ღია ეს კა­ნო­ნი და შსს ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, ყვე­ლა საქ­მე შეს­წავ­ლი­ლი იყო და მითხ­ა­რით ერ­თი გვა­რი მა­ინც, ვინც არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი... ასე რომ, რა­საც ამ­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ა, მათ ედე­ბათ ბრა­ლი ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო და რას იტყ­ვი­ან, კარ­გი­ა, რაც გა­ვა­კე­თე­თო? სა­ერ­თოდ რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბენ ამ­დე­ნი სი­სას­ტი­კის მე­რე? გი­გი უგუ­ლა­ვა დღეს რომ ამ­ბობს "ყელს გა­მოვჭ­რი­დი და გა­ვგუ­დავ­დი მწა­მებ­ლებ­სო", ეს ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ? ისი­ნიც ყელს ღად­რავ­დნენ და გუ­დავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს... ესაა ამა­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხ­ოვს.

- უნ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მე არ ვი­ცი... ჯერ 8 თვეა გა­სუ­ლი და არ ვი­ცი, რა უნ­და და­ვუ­დოთ ამას სა­ფუძ­ვლად... უნ­და ვის­წავ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ იყოს ყვე­ლა გაბ­რა­ზე­ბის დროს დღის წეს­რი­გის თე­მა... შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად არ­ჩევ­ნე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობ­დეს. ასე ვერ შევ­ძლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნას... ვფიქ­რობ, უნ­და და­ვიწყ­ოთ ყვე­ლა­ფერ იმის კე­თე­ბა და შე­ნე­ბა, რაც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო კეთ­დე­ბო­და. კარს მოგ­ვად­გა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მე­რე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბია და შუ­ა­ლე­დე­ბი ცო­ტა­ა... ჩვენ ქვე­ყა­ნა გვაქვს და­სა­ლა­გე­ბე­ლი.

- პო­ლიტ­პარ­ტი­ა­თა ერ­თი ნა­წი­ლი ითხ­ოვს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უნ­და აიკ­რძა­ლოს და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც რე­ჟი­მი, გა­სა­მარ­თლდეს.

- წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, მოს­მე­ნე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის 13 000 ფა­ი­ლი, ათა­სო­ბ­ით პა­ტიმ­რის წა­მე­ბა და მა­თი სა­ჩივ­რე­ბი... წა­მე­ბა პო­ლი­ცი­ა­სა და ცი­ხე­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა - აი, ესაა სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თა ფორ­მუ­ლა, სხვა რა­ღა მტკი­ცე­ბა გვინ­და? კო­მი­ტეტ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად მაქვს მო­ქალა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა. ისი­ნი ითხ­ო­ვენ რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბას. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ და სხვა ათა­სო­ბით გან­ცხა­დე­ბა­ზე. გვაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. იმის გა­მო, რაც ხდე­ბო­და წარ­სულ­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი უნ­და გა­მოცხ­ად­დეს, რო­გორც ძა­ლა­დობ­რი­ვი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სჩა­დი­ო­და და­ნა­შა­უ­ლე­ბებს და ეს მუხ­ლი გვაქვს კო­დექ­სში. ამის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნი­ა, ხო­ლო ცალ­კე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნ­და გა­მო­ი­ძი­ოს. მა­ნამ­დე კი სა­ჭი­რო­ა, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს იმ პრო­კუ­რო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ძა­ლა­დო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლმა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პრო­კუ­რო­რი იყო და დღეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში­ა, რა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნ­და აღად­გი­ნოს, რო­დე­საც თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში და ამის ფაქ­ტე­ბი გვაქვს... ასე­თი პრო­კუ­რო­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყ­ვნენ. ვი­ცი, რამ­დენს მუ­შა­ობს ამ მხრივ პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სა­ჭი­როა ახა­ლი კად­რე­ბი, რომ ამ მოზღ­ვა­ვე­ბულ საქ­მე­ებს მო­ე­რი­ონ. ამა­ში ყვე­ლა უნ­და და­ვეხ­მა­როთ.

- სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ და­ის­ვა კითხ­ვა - იყო თუ არა საქ­მის კურ­სში პრე­ზი­დენ­ტი? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

- არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვიც და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და. არ­სე­ბობს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის­თვის რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან ვა­დაზე ად­რე გა­და­ა­ყე­ნონ.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ა­და­მი­ან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და"

"ა­და­მი­ან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და"

"ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ესა­უბ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბათა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ა.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძემ თა­ვი მო­იკ­ლა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ის პო­ლი­ცი­ა­ში და­კითხ­ვისას ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მი­ვი­და თვითმკვლელობამდე. თქვენს კო­მი­ტეტს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბა. ამ ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით რას მო­ი­მოქ­მე­დებთ?

- ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბის გზით და­ვა­მარ­ცხეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი სწო­რედ იმის გა­მო, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცია ადა­მი­ა­ნებს სცემ­და და აწა­მებ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწო­რედ ამ ძა­ლა­დო­ბას და­უ­პი­რის­პირ­და, რო­ცა უა­რი თქვა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" და ჩვენ მოგ­ვცა ხმა იმ იმე­დით, რომ მათ უფ­ლე­ბებს და­ვი­ცავ­დით. რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ერ­თი წუ­თი­თაც ვერ და­ვუშ­ვებ, რომ ვინ­მემ გა­ბე­დოს და წარ­სულ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნოს, რო­ცა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად პო­ლი­ცია პა­ტიმ­რებს აწა­მებ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და. თუ დამ­ტკიც­და, რომ მი­ქა­უ­ტა­ძე, პო­ლი­ცი­ა­ში თუ პო­ლი­ცი­ის გა­რეთ, ცე­მი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, ყვე­ლა ის პი­რი, ვინც ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა. ცხა­დი­ა, სის­ხლის სა­მარ­თლის ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე კო­მი­ტე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლს და­ა­წე­სებს და გა­მო­ძი­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ კო­მი­ტე­ტი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რა­თა გა­ირ­კვეს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლებს ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას და თუ პო­ლი­ცი­ელ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, ყვე­ლა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

- უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი დღემ­დე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ თქვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ამ­ნის­ტია არ­ცთუ უან­გა­როდ გან­ხორ­ცი­ელ­და და პა­ტი­მარ­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა შეწყ­ა­ლე­ბის სი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად ფუ­ლი გა­და­ი­ხა­და. მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ თქვენ­ზე და ნა­ნა კა­კა­ბა­ძე­ზე.

- ამ­ნის­ტია იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი და შე­ე­ხო ყვე­ლა პა­ტი­მარს. ეს ჩვე­ნი გუნ­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ავი­ღეთ. ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი მე მო­ვამ­ზა­დე, მაგ­რამ აღმა­სრუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბი დღე და ღა­მე, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. რას ნიშ­ნავს ან­გა­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ? ვინ სა­უბ­რობს? გი­ვი თარ­გა­მა­ძე თუ ირ­მა ნა­დი­რაშ­ვი­ლი? პარ­ლა­მენ­ტმა ან­გა­რე­ბით მი­ი­ღო ეს კა­ნო­ნი? არის ეს აზ­რი გო­ნე­ბას­თან ახ­ლოს? ან კა­კა­ბა­ძე რო­გორ მი­ი­ღებ­და კა­ნონს, ჩვენ რომ არ მიგ­ვე­ღო? ასეთ ბოდ­ვა­სა და უზ­ნე­ო­ბა­ზე ვინც სა­უბ­რობს, თა­ვად არის ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი და იო­ლად წარ­მო­უდ­გე­ნი­ა, სხვამ მსგა­ვ­სი სი­ბინ­ძუ­რე იკად­როს. სად არი­ან ან­გა­რე­ბით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი? მო­იყ­ვა­ნონ და მაჩ­ვე­ნონ, რო­მე­ლია ასე­თი? ამა­ზე სა­უ­ბა­რი უნ­და დას­რულ­დეს, რად­გან სირ­ცხვი­ლია იმის გა­მე­ო­რე­ბა, რა­საც თარ­გა­მა­ძე ან ნა­დი­რაშ­ვი­ლი იკად­რებენ...

- ლაპარაკია იმა­ზე, რომ და­ნა­შა­ულ­თა ჩამ­დენ­ნი უმე­ტეს­წი­ლად ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რომ და­კა­ვე­ბულ­თა­გან უმე­ტე­სო­ბა ამ­ნის­ტი­ი­თაა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კით მა­თი რიცხ­ვი მცი­რე­ა, მაგ­რამ დი­დია პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ პერ­სო­ნა­ლუ­რად შეწყ­ა­ლე­ბულ პირ­თა მი­ერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა რიცხ­ვი. მე­ო­რე მხრივ, უნ­და ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ ოდეს­ღაც ყვე­ლა პა­ტი­მა­რი გა­რეთ გა­მო­ვა და რო­გო­რი გა­რე­მო დახ­ვდე­ბა მათ, უნ­და ვი­ფიქ­როთ მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, და­საქ­მე­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბა­ზე, ნუ გვა­ვიწყ­დე­ბა, რა გზა გა­მო­ი­ა­რეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა. წა­მე­ბის კად­რე­ბი, რომ­ლის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი ვნა­ხე, რად­გან მე­ტი ვერ შევ­ძე­ლი, არ მი­ტო­ვებს კითხ­ვას, უნ­და გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა თუ არა ეს ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­რი­ქით - ვინც დარ­ჩა ასე­თე­ბი და ვერ ვეხ­მა­რე­ბით, ის მა­წუ­ხებს... თქვენ ვერ შეძ­ლებთ იმის ყუ­რე­ბას, რაც გა­და­ღე­ბუ­ლია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა გა­და­ი­ტა­ნეს მათ... ისი­ნი სი­ცოცხ­ლე­ში­ვე მოკ­ლეს... საქ­მე­ე­ბის შეს­წავ­ლა ამ­ნის­ტი­ის დროს არ ხდე­ბა, ეს ზო­გა­დი კა­ნო­ნი­ა, თუმ­ცა ყვე­ლა მუხ­ლი შეს­წავ­ლი­ლი იყო, ისე არ მიგ­ვი­ღია ეს კა­ნო­ნი და შსს ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, ყვე­ლა საქ­მე შეს­წავ­ლი­ლი იყო და მითხ­ა­რით ერ­თი გვა­რი მა­ინც, ვინც არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი... ასე რომ, რა­საც ამ­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ა, მათ ედე­ბათ ბრა­ლი ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო და რას იტყ­ვი­ან, კარ­გი­ა, რაც გა­ვა­კე­თე­თო? სა­ერ­თოდ რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბენ ამ­დე­ნი სი­სას­ტი­კის მე­რე? გი­გი უგუ­ლა­ვა დღეს რომ ამ­ბობს "ყელს გა­მოვჭ­რი­დი და გა­ვგუ­დავ­დი მწა­მებ­ლებსო", ეს ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ? ისი­ნიც ყელს ღად­რავ­დნენ და გუ­დავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს... ესაა ამა­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხ­ოვს.

- უნ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მე არ ვი­ცი... ჯერ 8 თვეა გა­სუ­ლი და არ ვი­ცი, რა უნ­და და­ვუ­დოთ ამას სა­ფუძ­ვლად... უნ­და ვის­წავ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ იყოს ყვე­ლა გაბ­რა­ზე­ბის დროს დღის წეს­რი­გის თე­მა... შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად არ­ჩევ­ნე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობ­დეს. ასე ვერ შევ­ძლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნას... ვფიქ­რობ, უნ­და და­ვიწყ­ოთ ყვე­ლა­ფერ იმის კე­თე­ბა და შე­ნე­ბა, რაც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო კეთ­დე­ბო­და. კარს მოგ­ვად­გა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მე­რე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბია და შუ­ა­ლე­დე­ბი ცო­ტა­ა... ჩვენ ქვე­ყა­ნა გვაქვს და­სა­ლა­გე­ბე­ლი.

- პო­ლიტ­პარ­ტი­ა­თა ერ­თი ნა­წი­ლი ითხ­ოვს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უნ­და აიკ­რძა­ლოს და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც რე­ჟი­მი, გა­სა­მარ­თლდეს.

- წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, მოს­მე­ნე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის 13 000 ფა­ი­ლი, ათა­სო­ბ­ით პა­ტიმ­რის წა­მე­ბა და მა­თი სა­ჩივ­რე­ბი... წა­მე­ბა პო­ლი­ცი­ა­სა და ცი­ხე­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა - აი, ესაა სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თა ფორ­მუ­ლა, სხვა რა­ღა მტკი­ცე­ბა გვინ­და? კო­მი­ტეტ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად მაქვს მო­ქალა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა. ისი­ნი ითხ­ო­ვენ რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბას. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ და სხვა ათა­სო­ბით გან­ცხა­დე­ბა­ზე. გვაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. იმის გა­მო, რაც ხდე­ბო­და წარ­სულ­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი უნ­და გა­მოცხ­ად­დეს, რო­გორც ძა­ლა­დობ­რი­ვი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სჩა­დი­ო­და და­ნა­შა­უ­ლე­ბებს და ეს მუხ­ლი გვაქვს კო­დექ­სში. ამის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნი­ა, ხო­ლო ცალ­კე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნ­და გა­მო­ი­ძი­ოს. მა­ნამ­დე კი სა­ჭი­რო­ა, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს იმ პრო­კუ­რო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ძა­ლა­დო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლმა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პრო­კუ­რო­რი იყო და დღეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში­ა, რა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნ­და აღად­გი­ნოს, რო­დე­საც თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში და ამის ფაქ­ტე­ბი გვაქვს... ასე­თი პრო­კუ­რო­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყ­ვნენ. ვი­ცი, რამ­დენს მუ­შა­ობს ამ მხრივ პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სა­ჭი­როა ახა­ლი კად­რე­ბი, რომ ამ მოზღ­ვა­ვე­ბულ საქ­მე­ებს მო­ე­რი­ონ. ამა­ში ყვე­ლა უნ­და და­ვეხ­მა­როთ.

- სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ და­ის­ვა კითხ­ვა - იყო თუ არა საქ­მის კურ­სში პრე­ზი­დენ­ტი? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

- არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვიც და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რე­ბი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით იქ­მნე­ბო­და. არ­სე­ბობს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის­თვის რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან ვა­დაზე ად­რე გა­და­ა­ყე­ნონ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა