პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"
მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტორ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს რამ­დე­ნი­მე პოსტს უძღვნის.

"ბე­დუ­კა­ძემ, ჩემი აზ­რით, ბო­ლომ­დე ვერც გმი­რო­ბა­ზე გა­ქა­ჩა და ვერც ნა­ძირ­ლო­ბა­ზე"

"ბე­დუ­კა­ძე დღეს ბევ­რის­თვის გმი­რია, ბევ­რის­თვის დამ­ნა­შა­ვე. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი შემ­დეგ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ის­ყი­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ასე ფიქ­რობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რიც. ად­რეც დავ­წე­რე და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებ: ეს ორი რამე არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის სა­პირ­წო­ნე იყოს. ყვე­ლას გახ­სოვთ ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს რო­მა­ნი "ოთხმოც­და­ცა­მე­ტი წელი". იქ არის აღ­წე­რი­ლი ასე­თი ეპი­ზო­დი: სამ­ხედ­რო გემ­ზე ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რის და­უ­დევ­რო­ბით, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა, დაბ­მუ­ლი ზარ­ბა­ზა­ნი მო­წყდე­ბა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მოკ­ლავს და გემ­საც და­ლეწ­ვით ემუქ­რე­ბა. ბო­ლოს თა­ვად დამ­ნა­შა­ვე გა­მო­ი­ჩენს უმა­გა­ლი­თო გმი­რო­ბას და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ზარ­ბა­ზანს შე­ა­ჩე­რებს. შე­დე­გად გე­ნე­რა­ლი ამ ადა­მი­ანს ჯერ მა­მა­ცო­ბის­თვის წმინ­და ლუ­დო­ვი­კოს ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ებს, შემ­დეგ კი და­უ­დევ­რო­ბის­თვის დახ­ვრეტს. მე, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვის დახ­ვრე­ტას არ ვი­თხოვ. ეს მა­გა­ლი­თი მხო­ლოდ იმის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მო­ვიყ­ვა­ნე, რომ და­ნა­შა­უ­ლის­თვის პა­სუ­ხი ყვე­ლამ უნდა აგოს, გმი­რიც რომ იყოს".

"გი­ორ­გი ლო­მი­ას და ირმა ინაშ­ვილს, თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ისი­ნი სუ­ლაც არ ჩქა­რობ­დნენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რად­გან ამის უფ­ლე­ბას მათ ბე­დუ­კა­ძე არ აძ­ლევ­და (ცოლ-შვი­ლის გაყ­ვა­ნას ითხოვ­დაო) და მხო­ლოდ იმი­ტომ და­აჩ­ქა­რეს, რომ მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვად და­ი­წყო სა­კუ­თა­რი დად­გმუ­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ესე იგი რა გა­მო­დის? "ნა­ცე­ბი" ადე­იშ­ვი­ლის მატ­რაკ­ვე­ცო­ბამ და­ღუ­პა, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, და­ეს­წრო მათ­თვის და თა­ვად აწა­მე­ბი­ნა და გა­და­ა­ღე­ბი­ნა კად­რე­ბი?"

"ახლა რაც შე­ე­ხე­ბა იმას, არი­ან თუ არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კად­რებს ერთი წელი ინა­ხავ­დნენ დამ­ნა­შა­ვე­ნი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში. რო­გორც გუ­შინ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გან­მი­მარ­ტა, არა, რად­გან მათ და­ნა­შა­უ­ლი ბო­ლოს მა­ინც გა­ამ­ხი­ლეს, ხოლო კა­ნო­ნი და­ნა­შა­უ­ლის გამ­ხე­ლის­თვის ვა­დას არ აწე­სებს ანუ არ გე­უბ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი გა­გე­ბი­დან ხუთ წუთ­ში უნდა გა­ამ­ხი­ლო, თუ ხუთ წე­ლი­წად­ში. ან რო­გორ გე­ტყვის?"

"კბი­ლაშ­ვილ­მა მას შე­უნ­დო, ახლა დროა და­ვინ­ტე­რეს­დეთ: მოხ­ვდე­ბა, თუ არა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბე­დუ­კა­ძე სა­სუ­ფე­ველ­ში? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­სუ­ფე­ველ­ში პირ­ვე­ლი ავა­ზა­კი შე­ვი­და", - წერს მეტ­რე­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"ბედუკაძემ, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

"ბედუკაძე დღეს ბევრისთვის გმირია, ბევრისთვის დამნაშავე. ბევრი ფიქრობს, რომ თავისი დანაშაული შემდეგ ჩადენილი საქციელით გამოისყიდა. როგორც გაირკვა, ასე ფიქრობს მთავარი პროკურორიც. ადრეც დავწერე და დღესაც გავიმეორებ: ეს ორი რამე არ შეიძლება ერთმანეთის საპირწონე იყოს. ყველას გახსოვთ ვიქტორ ჰიუგოს რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი". იქ არის აღწერილი ასეთი ეპიზოდი: სამხედრო გემზე ერთ-ერთი მეზღვაურის დაუდევრობით, უბედურება დატრიალდება, დაბმული ზარბაზანი მოწყდება, რამდენიმე ადამიანს მოკლავს და გემსაც დალეწვით ემუქრება. ბოლოს თავად დამნაშავე გამოიჩენს უმაგალითო გმირობას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზარბაზანს შეაჩერებს. შედეგად გენერალი ამ ადამიანს ჯერ მამაცობისთვის წმინდა ლუდოვიკოს ჯვრით დააჯილდოებს, შემდეგ კი დაუდევრობისთვის დახვრეტს. მე, ბუნებრივია, არავის დახვრეტას არ ვითხოვ. ეს მაგალითი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს, გმირიც რომ იყოს".

"გიორგი ლომიას და ირმა ინაშვილს, თუ დავუჯერებთ, ისინი სულაც არ ჩქარობდნენ არჩევნებამდე კადრების გამოქვეყნებას, რადგან ამის უფლებას მათ ბედუკაძე არ აძლევდა (ცოლ-შვილის გაყვანას ითხოვდაო) და მხოლოდ იმიტომ დააჩქარეს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ თავად დაიწყო საკუთარი დადგმული კადრების გამოქვეყნება. ესე იგი რა გამოდის? „ნაცები“ ადეიშვილის მატრაკვეცობამ დაღუპა, რომელმაც გადაწყვიტა, დაესწრო მათთვის და თავად აწამებინა და გადააღებინა კადრები?"

"ახლა რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც კადრებს ერთი წელი ინახავდნენ დამნაშავენი დანაშაულის დაფარვაში. როგორც გუშინ გადაცემაში სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა განმიმარტა, არა, რადგან მათ დანაშაული ბოლოს მაინც გაამხილეს, ხოლო კანონი დანაშაულის გამხელისთვის ვადას არ აწესებს ანუ არ გეუბნება დანაშაული გაგებიდან ხუთ წუთში უნდა გაამხილო, თუ ხუთ წელიწადში. ან როგორ გეტყვის?"

"კბილაშვილმა მას შეუნდო, ახლა დროა დავინტერესდეთ: მოხვდება, თუ არა გარდაცვალების შემდეგ ბედუკაძე სასუფეველში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სასუფეველში პირველი ავაზაკი შევიდა", - წერს მეტრეველი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები