სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"
"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"

თორ­მე­ტი პერ­სო­ნა­ლუ­რი და თხუთ­მე­ტი ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე კახა ჩხა­ტა­რა­იშ­ვი­ლის ფერ­წე­რა საკ­მა­ოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მა­შინ­ვე იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ვი­ტყვეთ და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, "რე­ი­ტინ­გის" ფურ­ცლე­ბი მისი ფერ­წე­რის­თვის, გრა­ფი­კი­სა და ფო­ტო­ე­ბის­თვის დაგ­ვეთ­მო...

- ხში­რად ადა­მი­ა­ნი მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, თუმ­ცა თქვე­ნი მშობ­ლე­ბი მხატ­ვრე­ბი არ ყო­ფი­ლან...

- მა­მა­ჩე­მი, ქვე­ლი ჩხა­ტა­რა­იშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, 1995 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მამა მრა­ვალ­მხრივ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, იცო­და შვი­დი ენა, სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის სა­კი­თხებს... კარ­გად იც­ნობ­და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, უყ­ვარ­და პო­ე­ზია და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მშვე­ნი­ერ ლექ­სებ­საც წერ­და. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. სახ­ლში მა­მის და­ტო­ვე­ბუ­ლი დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვაქვს, სა­დაც ის­ტო­რი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­უ­ლი იშ­ვი­ა­თო­ბე­ბის გარ­და, არის უამ­რა­ვი წიგ­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის შე­სა­ხებ, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი უცხო­ე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა და მხატ­ვარ­თა ალ­ბო­მე­ბი, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე. მამა ახალ­გაზ­რდო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ფო­ტოგ­რა­ფი­ით და კარგ ფო­ტო­ებ­საც იღებ­და. მას დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში. დედა, დოდო მა­ხა­რა­ძე, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კია, თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია პენ­სი­ა­ზეა. იგი 46 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სის­ხლის გა­დას­ხმის სა­ქა­ლა­ქო სად­გუ­რის ჰე­მა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით ხე­ლო­ვა­ნი არ არის, მი­მაჩ­ნია, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი დი­ზა­ი­ნე­რია. დედა შე­სა­ნიშ­ნა­ვად კე­რავ­და. შვი­ლე­ბი მისი შე­კე­რი­ლი სა­მო­სით კარ­გა ხანს ვი­წო­ნებ­დით თავს. იგი სი­ლა­მა­ზის დიდი ტრფი­ა­ლია და ყვე­ლა­ფერს მოხ­დე­ნი­ლად აკე­თებს. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ავად­მყო­ფობს. მყავს და, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­კო­სია, მაგ­რამ მა­საც სა­ოც­რად უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა. ალ­ბათ სწო­რედ ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გა­რე­მომ გან­სა­ზღვრა ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია.

- ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა ბავ­შვი ხა­ტავს, ალ­ბათ თქვენც არ იქ­ნე­ბო­დით გა­მო­ნაკ­ლი­სი...

- მეც, რო­გორც ბევ­რი ბავ­შვი, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვხა­ტავ­დი და ვძერ­წავ­დი. ჩემი მა­შინ­დე­ლი ნა­ხა­ტე­ბი დე­დას დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს. ბავ­შვო­ბა­ში ვხა­ტავ­დი პე­ი­ზა­ჟებს, მსი­ა­მოვ­ნებ­და ცნო­ბილ მხატ­ვარ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის კო­პი­რე­ბა, დიდი გა­ტა­ცე­ბით ვხა­ტავ­დი პორ­ტრე­ტებს. ერთი წელი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­შიც დავ­დი­ო­დი ძერ­წვის წრე­ზე, თუმ­ცა შემ­დეგ უფრო მეტი დრო ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას და­ვუთ­მე.

- ფო­ტოგ­რა­ფი­ამ როდ­ის გა­გი­ტა­ცათ? ფო­ტო­ებ­ზე ძვ­ელი თბი­ლი­სის ხე­დე­ბი, პო­რტრე­ტე­ბი ვნა­ხე. რო­მელ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბაა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო?..

- ფო­ტოგ­რა­ფი­ით თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლი­სას და­ვინ­ტე­რეს­დი. სახ­ლში გვქონ­და მა­მის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი "ზე­ნი­ტი". პირ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი სწო­რედ ამ აპა­რა­ტით გა­და­ვი­ღე. ფო­ტოგ­რა­ფი­ით ჩემი გა­ტა­ცე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­ტენ­სი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა ჟურ­ნალ-გა­ზეთ­თან. ცოტა ხანს სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვის კინო-ფოტო-ფო­ნო­არ­ქი­ვშიც ვი­მუ­შა­ვე. ისე­ვე რო­გორც მხატ­ვრო­ბა­ში, პორ­ტრე­ტი ჩემ­თვის ფო­ტოგ­რა­ფი­ა­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლი თე­მაა. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო, ხა­სი­ა­თი, გან­წყო­ბა, ფსი­ქო­ლო­გია... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ძვე­ლი თბი­ლი­სის და სხვა ქა­ლა­ქე­ბის ხე­დე­ბის გა­და­ღე­ბაც. თუმ­ცა ქან­და­კე­ბა იქ­ნე­ბა, მხატ­ვრო­ბა თუ ფო­ტოგ­რა­ფია, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი თემა მა­ინც ადა­მი­ა­ნი და მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"

"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"

თორმეტი პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენის მონაწილე კახა ჩხატარაიშვილის ფერწერა საკმაოდ ინდივიდუალურია და მაშინვე იქცევს ყურადღებას. მოგვიანებით მისი ფოტოხელოვნებით გატაცების შესახებაც შევიტყვეთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, "რეიტინგის" ფურცლები მისი ფერწერისთვის, გრაფიკისა და ფოტოებისთვის დაგვეთმო... 

- ხშირად ადამიანი მშობლების პროფესიას ირჩევს, თუმცა თქვენი მშობლები მხატვრები არ ყოფილან...

- მამაჩემი, ქველი ჩხატარაიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახლდათ. სამწუხაროდ, 1995 წელს გარდაიცვალა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა. შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მამა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, იცოდა შვიდი ენა, სწავლობდა საქართველოს ისტორიისა და სამხედრო ისტორიის საკითხებს... კარგად იცნობდა ხელოვნების ისტორიას, უყვარდა პოეზია და ახალგაზრდობაში მშვენიერ ლექსებსაც წერდა. საოცრად საინტერესო ადამიანი გახლდათ. სახლში მამის დატოვებული დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, ბიბლიოგრაფიული იშვიათობების გარდა, არის უამრავი წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, მრავალრიცხოვანი უცხოენოვანი ლიტერატურა და მხატვართა ალბომები, ასევე ლიტერატურა ფოტოგრაფიაზე. მამა ახალგაზრდობიდან გატაცებული ყოფილა ფოტოგრაფიით და კარგ ფოტოებსაც იღებდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის შვილების განათლების საქმეში. დედა, დოდო მახარაძე, მედიცინის მუშაკია, თუმცა უკვე რამდენიმე წელია პენსიაზეა. იგი 46 წლის განმავლობაში თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ არის, მიმაჩნია, რომ უნიჭიერესი დიზაინერია. დედა შესანიშნავად კერავდა. შვილები მისი შეკერილი სამოსით კარგა ხანს ვიწონებდით თავს. იგი სილამაზის დიდი ტრფიალია და ყველაფერს მოხდენილად აკეთებს. სამწუხაროდ, ახლა ავადმყოფობს. მყავს და, რომელიც ისტორიკოსია, მაგრამ მასაც საოცრად უყვარს ხელოვნება. ალბათ სწორედ ხელოვნების სიყვარულით სავსე გარემომ განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.

- ბავშვობაში ყველა ბავშვი ხატავს, ალბათ თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი...

- მეც, როგორც ბევრი ბავშვი, პატარაობიდან ვხატავდი და ვძერწავდი. ჩემი მაშინდელი ნახატები დედას დღემდე შენახული აქვს. ბავშვობაში ვხატავდი პეიზაჟებს, მსიამოვნებდა ცნობილ მხატვართა ნამუშევრების კოპირება, დიდი გატაცებით ვხატავდი პორტრეტებს. ერთი წელი პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი ძერწვის წრეზე, თუმცა შემდეგ უფრო მეტი დრო ზოგად განათლებას დავუთმე.

- ფოტოგრაფიამ როდ­ის გაგიტაცათ? ფოტოებზე ძვ­ელი თბილისის ხედები, პო­რტრეტები ვნახე. რომელ თემაზე მუშაობაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო?..

- ფოტოგრაფიით თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დავინტერესდი. სახლში გვქონდა მამის ფოტოაპარატი "ზენიტი". პირველი სურათები სწორედ ამ აპარატით გადავიღე. ფოტოგრაფიით ჩემი გატაცება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ინტენსიურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. ცოტა ხანს სახელმწიფო არქივის კინო-ფოტო-ფონოარქი­ვშიც ვიმუშავე. ისევე როგორც მხატვრობაში, პორტრეტი ჩემთვის ფოტოგრაფიაშიც გამორჩეული თემაა. მე მაინტერესებს ადამიანის სულიერი სამყარო, ხასიათი, განწყობა, ფსიქოლოგია... ძალიან მიყვარს ძველი თბილისის და სხვა ქალაქების ხედების გადაღებაც. თუმცა ქანდაკება იქნება, მხატვრობა თუ ფოტოგრაფია, ჩემი შემოქმედების მთავარი თემა მაინც ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია