პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან

"2009 წელი იყო... ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცად მე­გო­ბარ­თან წა­ვე­დი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენს ერთ მე­გო­ბარს და­უ­რე­კეს და შეხ­ვედ­რა სთხო­ვეს. ნას­ვა­მი იყო, ამი­ტომ მეც გავ­ყე­ვი. სკო­ლას­თან შე­ვიკ­რი­ბეთ... წა­კა­მათ­დნენ, ჩემი მე­გო­ბა­რი გვერ­დზე გა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ ჩხუ­ბი და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის მა­ინც გაგ­რძელ­და. ამ დროს ერთი ბიჭი დაჭ­რეს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­იქ­ცნენ. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ... შინ ვბრუნ­დე­ბო­დით, როცა ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გაგ­ვა­ჩე­რეს და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ნი ცალ-ცალ­კე ოთა­ხებ­ში მოგ­ვა­თავ­სეს. მალე ის ბი­ჭე­ბიც მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც იქ ჩხუ­ბობ­დნენ. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­ბორ­კი­ლე­ბი მომხსნეს, სა­ხე­ში და სხე­ულ­ზე მუშ­ტებ­სა და წიხ­ლებს მირ­ტყამ­დნენ... პო­ლი­ცი­ელ­მა, ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძემ მარ­ცხე­ნა ყურ­ზე სი­გა­რე­ტი მო­მა­დო და დამ­წვა. თან ყვე­ლა­ნი მა­გი­ნებ­დნენ. წიხ­ლებს მირ­ტყამ­და პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნიც და თან სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და. ცე­მის დროს ცხვი­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლით მი­მიყ­ვა­ნა კა­რამ­დე და იქ მდგარ პო­ლი­ცი­ელს უთხრა, - ტუ­ა­ლეტ­ში და­ა­ბა­ნი­ნე და ისევ შე­მო­იყ­ვა­ნეო. ცივ­მა წყალ­მა სის­ხლდე­ნა შე­მი­ჩე­რა, ისევ უკან და­მაბ­რუ­ნეს... კვლავ მა­გი­ნებ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მო­ყე­ვი, რაც მოხ­და, რა­ტომ იჩხუ­ბე­თო? სი­მარ­თლეს ვე­უბ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ არ მი­ჯე­რებ­დნენ და მა­ინც უმო­წყა­ლოდ მირ­ტყამ­დნენ... ცე­მის დროს სა­ხე­ზე ხელი მქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. რო­გორც კი ხელს ჩა­მოვ­წევ­დი, ან მუშ­ტი მხვდე­ბო­და, ან - ფეხი. ხან დი­ვან­ზე მი­მაგ­დებ­დნენ, ხან - ია­ტაკ­ზე.

ამ დროს ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა, - მოდი, ბოთ­ლი გა­ვუ­კე­თოთ უკა­ნალ­შიო. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გა­ვიბ­რძო­ლე, მაგ­რამ ია­ტაკ­ზე მა­ინც და­მაგ­დეს, ლიტ­რა­ნა­ხევ­რი­ა­ნი "ფან­ტის" ბოთ­ლი მო­მა­დეს. თავ­გან­წირ­ვით ვიბ­რძო­დი, მაგ­რამ 4-5 პო­ლი­ცი­ელს გა­კა­ვე­ბუ­ლი ვყავ­დი. ესე­ნი იყ­ვნენ გი­ორ­გი ბლი­ა­ძე და ჩემ მიერ აღ­წე­რი­ლი ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­თა ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი სხვა ოთახ­ში იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც შარ­ვა­ლი და საც­ვა­ლი ჩამ­ხა­დეს და ბოთ­ლი უკა­ნალ­ზე მო­მა­დეს. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო... ამის მერე კვლავ გა­აგ­რძე­ლეს ჩემი ცემა-წა­მე­ბა, ისევ წა­მო­მი­ვი­და ცხვი­რი­დან სის­ხლი. ისევ ის პო­ლი­ცი­ე­ლი იხ­მეს, შე­მიყ­ვა­ნა სა­პირ­ფა­რე­შო­ში და სის­ხლი ჩა­მო­ვი­ბა­ნე... ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლე­ბი გა­და­მიგ­რი­ხა და მა­გი­და­ზე გა­დამ­ხა­რეს, საც­ვა­ლი ჩამ­ხა­დეს და გი­ორ­გი ბლი­ა­ძეს უთხრეს: - "რიჟა, მოდი იხ­მა­რეო", ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ისევ ბრძო­ლა და­ვი­წყე, თან ვე­უბ­ნე­ბო­დი, - რას აკე­თებთ, ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ? ღმერ­თის არ გწამთ-მეთ­ქი? ამ დროს რი­ჟამ ანუ გი­ორ­გი ბლი­ა­ძემ სკა­მი აიღო და სკა­მის ერთ-ერთი ფეხი საჯ­დომ­ზე მო­მა­დო... ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, ტი­რი­ლი და ყვი­რი­ლი და­ვი­წყე, მაგ­რამ გი­ორ­გი ბლი­ა­ძე სკამს ძლი­ე­რად მო­აწ­ვა და... გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, სკა­მის ფეხი უკა­ნალ­ში შე­მი­ვი­და, ამა­ზე სი­ცი­ლი და­ი­წყეს. რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა, - "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა" და­კარ­გა, მორ­ჩაო. ამ დროს პო­ლი­ცი­ელ­მა, რო­მე­ლიც ოდ­ნავ ქერა იყო, ფო­ტო­ა­პა­რა­ტით კვლავ სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. გი­ორ­გი ბლი­ა­ძემ მერე გა­მო­ქა­ჩა სკა­მის ფეხი, მე ია­ტაკ­ზე და­მაგ­დეს... შარ­ვა­ლი ავი­წიე და ბო­ლოს დი­ვან­ზე დამ­სვეს... რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი და თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა: - რა ქე­ნით, უტი­რეთ დედა? თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნეს, რის შემ­დე­გაც მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი და­მე­მუქ­რა, - ხომ იცი, ამას ვინ­მეს თუ ეტყვი, რა და­გე­მარ­თე­ბა? თუ ბევ­რს იხ­ტუ­ნა­ვებ, ამ სუ­რა­თებს ბა­კუ­რი­ა­ნის ცენ­ტრში, სა­რეკ­ლა­მო აბ­რა­ზე გა­გიკ­რა­ვო.

ამის შემ­დეგ სხვა ოთახ­ში გა­მიყ­ვა­ნეს და იქაც მცე­მეს, მერე თავი და­მა­ნე­ბეს, მეთ­ვალ­ყუ­რედ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მი­ჩი­ნეს... მე­ო­რე დი­ლის 7 სა­ა­თამ­დე იმ ოთახ­ში ვი­ყა­ვით, მერე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მო­ვი­და, დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით დამ­კი­თხა და ისიც მკი­თხა, სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რა­ტომ მქონ­და. იმის ში­შით, რომ პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო, მო­ვა­ტყუე, - ბა­კუ­რი­ან­ში ჩხუ­ბის დროს დავ­ზი­ან­დი, მო­ჩხუ­ბარ მე­გობ­რებს ვაშ­ვე­ლებ­დი-მეთ­ქი... და­კი­თხვის შემ­დეგ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა სახ­ლში გა­მო­მიშ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­ვის­თვის მით­ქვამს. ჩემი წა­მე­ბის პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათს გაგ­რძელ­და. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბა­ვი იყო, გამ­ხე­ლა ვე­რა­ვის­თან შევ­ძე­ლი. მრცხვე­ნო­და მომ­ხდა­რის გამო და თან მე­ში­ნო­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს იგი­ვე ან გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნათ"... - ეს გახ­ლავთ ფრაგ­მენ­ტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბი­ჭის ჩვე­ნე­ბი­დან.

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდამ წლე­ბის წინ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტი ჯერ მე­გობ­რებს მო­უყ­ვა და მერე სა­ჩი­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა. ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ან­სა და გი­ორ­გი ბლი­ა­ძეს ამ­ხელ­და. ასე­ვე მან ამო­იც­ნო ის ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლე­ბიც მის ცემა-წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ - სერ­გო სამ­სო­ნა­ძე და ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძე. და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი, სერ­გო სამ­სო­ნა­ძე, ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძე, გი­ორ­გი ბლი­ა­ძე და გი­ორ­გი ლო­მი­ძე სა­სა­მარ­თლომ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა. მათ ბრა­ლი ედე­ბო­დათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, პი­რის დამ­ცი­რე­ბა­ში, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში.

საქ­მის გან­ხილ­ვა ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბო­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­სა­მარ­თლე გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში შეხ­ვდა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პრო­კუ­რორს, გივი პა­პუ­აშ­ვილს და ურ­ჩია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა, მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბით. მო­სა­მარ­თლე მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს ყვე­ლას­თვის კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. პრო­კუ­რორ­მა მო­სა­მარ­თლის ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა, რად­გან მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბულ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მათ­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის და­წე­სე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბო­და, მათ მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში...

3 ივ­ლისს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნის, სერ­გო სამ­სო­ნა­ძის, ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძის, გი­ორ­გი ბლი­ა­ძი­სა და გი­ორ­გი ლო­მი­ძის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და ისი­ნი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამ ფაქტს ტა­შით შეხ­ვდნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის რე­აქ­ცია ნე­გა­ტი­უ­რი იყო. მე­ო­რე დღეს­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რი­ბა, ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის მი­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს. ისი­ნი ე.წ. მწა­მე­ბე­ლი პი­რე­ბის უკან, ცი­ხე­ში შებ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ და აქ­ცი­ე­ბი დღემ­დე არ წყდე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, აცხა­დე­ბენ, რომ თა­ვად გა­უს­წორ­დე­ბი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლებს.

გივი პა­პუ­აშ­ვი­ლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ოლ­ქის პრო­კუ­რო­რი:

- ნო­ემ­ბერ­ში და­ვა­კა­ვეთ მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი, თა­ნამ­ზრახ­ველ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად. მათ საკ­მა­ოდ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს ეხე­ბო­და 2009 წლის ეპი­ზოდს, რო­დე­საც ხვე­დე­ლი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით სას­ტი­კად აწა­მეს პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნი­ლი სამი პირი და ერთ-ერთს ამ წა­მე­ბის დროს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მო­ექ­ცნენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ცი­ა­ში ხდე­ბო­და... მე­ო­რე ეპი­ზოდ­შიც გვყავ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი: 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის მე­ო­რე დღეს, 27 მა­ისს, აქ­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი ახალ­და­ბა­ში არ­სე­ბულ რეს­ტო­რან "ბურ­ჯებ­ში" შე­იკ­რიბ­ნენ. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი მი­ვი­და იქ და 3 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნის და­ვა­ლე­ბით, ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნი­ლებს ყო­ველ­გვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მათ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს... თი­თო­ე­ულს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე შე­უ­კე­რეს, - თით­ქოს იჩხუ­ბეს რეს­ტო­რან­ში და 40-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ერთ-ერთს ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრი­ეს. იქაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ის მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ, რომ­ლე­ბიც მათ ამ­ხელ­დნენ. და­ი­კი­თხნენ ასე­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნეს და ეს ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ე­ლი სამ­სო­ნა­ძე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით გა­მო­ცხად­და და გა­მოთ­ქვა და­კი­თხვის სურ­ვი­ლი. იგი ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით დავ­კი­თხეთ, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცა. ამ­ხელ­და ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს და ასე­ვე სა­კუ­თარ ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობ­და. გარ­და ამი­სა, ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ძღვრის თან­ხლე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის­თვის უკვე წა­სუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ი­დან და მო­ნას­ტერ­ში აღ­კვე­ცი­ლი იყო მორ­ჩი­ლად. მან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცა და მო­ი­თხო­ვა, დაგ­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნა. გა­ნა­ცხა­და, - და­პა­ტიმ­რე­ბა ჩემ­თვის არა­ფე­რია, სას­ჯე­ლი ღმერ­თის­გან მე­ლი­სო. ეს სწო­რედ ის კაცი იყო, რო­მელ­მაც სკა­მის ფე­ხით გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ის მა­მა­კა­ცი. მან და­ა­სა­ხე­ლა ამ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბიც. და­კი­თხვი­სას პო­ლი­ცი­ი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად სწო­რედ მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა და­ა­სა­ხე­ლა და თქვა, - ეს რომ გა­მა­კე­თე­ბი­ნეს, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ი­დან წა­ვე­დი, იქ აღარ და­მედ­გო­მე­ბო­და და მო­ნას­ტერ­ში ვარო. ამ­ბობ­და, რომ მას პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ხვე­დე­ლი­ან­მა უბ­რძა­ნა ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა, გა­ა­კე­თა და მერე ინა­ნა. მო­ძღვრის თან­დას­წრე­ბით დავ­კი­თხეთ ის და მისი ორი მე­გო­ბა­რი, რომ­ლებ­თა­ნაც ეს ფაქ­ტი გა­ამ­ხი­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ძღვარს ვერ დავ­კი­თხავ­დით, რად­გან აღ­სა­რე­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა არ აქვს. ბლი­ა­ძე და­ვა­კა­ვეთ. წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე, როცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, ამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. მო­ძა­ლა­დემ ისევ გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე, - სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ამას ვერ ჩა­მო­ვი­რე­ცხავ და მზად ვარ, პა­სუ­ხი ვა­გოო. ოქ­მიც არ­სე­ბობს. სამი პირი უარ­ყოფ­და და­ნა­შა­ულს, ორი - აღი­ა­რებ­და.

- ბა­ტო­ნო გივი, მა­შინ რა­ტომ ვერ შე­ძე­ლით სა­სა­მარ­თლოს დარ­წმუ­ნე­ბა მათ ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში? მით უმე­ტეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებ­დნენ და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის გა­ფორ­მე­ბა­საც ითხოვ­დნენ.

- სა­ნამ საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია. არა­და, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას. საქ­მე­ში დევს მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი და გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ში ვი­ყა­ვით, როცა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლეს. უცებ ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, არც ერთს არ აქვს სურ­ვი­ლი, საპ­რო­ცე­სო გა­ა­ფორ­მო­სო. აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი უარ­ყვეს ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა. სამ­სო­ნა­ძემ, თავი რომ ემარ­თლე­ბი­ნა, თქვა, რომ მას­ზე ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

- საქ­მე­ში მათი ჩვე­ნე­ბის გარ­და სხვა სამ­ხი­ლი არ გქონ­დათ?

- იყო უამ­რა­ვი სამ­ხი­ლი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად ამ­ხელ­და მათ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა და­იბ­რა­ლოს, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს? და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ხელს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეს. ასე­ვე სხვა მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. ბი­ჭე­ბი რომ და­ა­კა­ვეს, ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად პო­ლი­ცი­ა­ში მათი ახ­ლობ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და აცხა­დებ­დნენ, გვეს­მო­და, პო­ლი­ცი­ი­დან ყვი­რი­ლის ხმე­ბი რომ გა­მო­დი­ო­დაო. მოწ­მე­ებ­მა ეს ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს სა­სა­მარ­თლოს. და­ზა­რა­ლე­ბულს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან და­ნა­შა­უ­ლი­დან 4 წე­ლია გა­სუ­ლი, ექ­სპერ­ტმა არ მოგ­ვცა კა­ტე­გო­რი­უ­ლი დას­კვნა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­ცეს­ზე სწო­რედ ამა­ზე აპე­ლი­რებ­დნენ. აცხა­დებ­დნენ, - ჯოხს თუ შე­უყ­ვან­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს, მა­შინ სწო­რი ნაწ­ლა­ვიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ეს ახ­ლაც აი­სა­ხე­ბო­და ექ­სპერ­ტი­ზა­ზეო... თუმ­ცა, ჩვენ მათ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში კი არ დავ­დეთ ბრა­ლი, არა­მედ - არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში. როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ შე­უ­ვი­და სკა­მის ფეხი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­ვო­კა­ტე­ბის აპე­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ მას სწო­რი ნაწ­ლა­ვი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, არას­წო­რია. აქ მთა­ვა­რია, ფაქ­ტი და არა ის, რა მან­ძილ­ზე შე­უყ­ვა­ნეს ჯოხი. თუ ნაკ­ვა­ლე­ვი არ დარ­ჩა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. არ­სე­ბობ­და ყვე­ლა სამ­ხი­ლი მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მათ ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში და მერ­წმუ­ნეთ, პრო­კუ­რორს საკ­მა­ოდ კარ­გი სი­ტყვა ჰქონ­და და და­ა­სა­ბუ­თა ბრა­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით.

- ბა­ტო­ნო გივი, ელო­დით ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ვა­ცხა­დებ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკა­ნო­ნო! ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს და ასე­თი შე­დე­გი არ უნდა დამ­დგა­რი­ყო. ჩვენ ამ გა­ნა­ჩენს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან 25 წუთ­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­იტ­ზე გაჩ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­თუ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბებს, არა­მედ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­რი­ცხავ­და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მიერ მი­თი­თე­ბულ ფაქ­ტებ­სო. მე ვსვამ კი­თხვას: გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან 25 წუთ­ში უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ, რო­მელ­საც საქ­მე არ უნა­ხავს და არ შე­უს­წავ­ლია, სა­ი­დან იცო­და, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო საქ­მე­ში და რო­მე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რო­მელს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და?

ზაზა მი­რი­დაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი:

- საქ­მე ძა­ლი­ან სუს­ტი იყო, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და. ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო მყა­რი აღ­მოჩ­ნდა და სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ისი­ნი გა­ა­მარ­თლა. არ ვუ­წო­დებ ტყუ­ილს, მაგ­რამ არ და­ვე­თან­ხმე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულს.

- და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თხზავს, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იბ­რა­ლებს ასეთ რა­მეს?

- და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რაც სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, ეს არა­ბუ­ნებ­რი­ვია. თუ ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და, ის აუ­ცი­ლებ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი იქ­ნე­ბო­და - მას სწო­რი ნაწ­ლა­ვი და­უ­ზი­ან­დე­ბო­და. ეს და­ა­დას­ტუ­რეს ექ­სპერ­ტებ­მაც. ვერ გე­ტყვით, იგო­ნებს თუ არა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, მაგ­რამ რა­საც აცხა­დებს, ეს არა­რე­ა­ლუ­რია და პრო­ცეს­ზე ვერ და­დას­ტურ­და.

- ბა­ტო­ნო ზაზა, თქვე­ნი და­სა­ცა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა. მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ანს მზია კურ­ტა­ნი­ძე ერ­თა­დერ­თი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. საქ­მე ეხე­ბა 2010 წლის 18 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ ფაქტს.

- ეს არ არის სი­მარ­თლე. ამ საქ­მე­ზე დიდი ხა­ნია მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა და ხვე­დე­ლი­ანს რომ ჰქონ­დეს რა­ი­მე ჩა­დე­ნი­ლი, ბრალს წა­უ­ყე­ნებ­დნენ. მა­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს და ურ­თი­ერ­თსრო­ლი­სას მოხ­და ეს ფაქ­ტი.

- მო­სახ­ლე­ო­ბა აპი­რებს თა­ვად იძი­ოს შური გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე. და­ცუ­ლია თუ არა მათი უსაფრ­თხო­ე­ბა?

- მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი ბორ­ჯომ­ში ერთი სა­ა­თი­თაც არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ის თბი­ლის­შია. ჭო­რებს ვერ ავ­ყვე­ბით. თუ რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა, მივ­მარ­თავთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. სხვა დროს ასე­თი რამ არ ხდე­ბო­და.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან

"2009 წელი იყო... ახალი წლის მისალოცად მეგობართან წავედი... მოგვიანებით ჩვენს ერთ მეგობარს დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. ნასვამი იყო, ამიტომ მეც გავყევი. სკოლასთან შევიკრიბეთ... წაკამათდნენ, ჩემი მეგობარი გვერდზე გავიყვანე, მაგრამ ჩხუბი დანარჩენებს შორის მაინც გაგრძელდა. ამ დროს ერთი ბიჭი დაჭრეს და დამნაშავეები გაიქცნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ... შინ ვბრუნდებოდით, როცა ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ყველანი ცალ-ცალკე ოთახებში მოგვათავსეს. მალე ის ბიჭებიც მოიყვანეს, რომლებიც იქ ჩხუბობდნენ. განყოფილებაში ხელბორკილები მომხსნეს, სახეში და სხეულზე მუშტებსა და წიხლებს მირტყამდნენ... პოლიციელმა, ალექსანდრე ბლიაძემ მარცხენა ყურზე სიგარეტი მომადო და დამწვა. თან ყველანი მაგინებდნენ. წიხლებს მირტყამდა პოლიციის სამმართველოს უფროსი, მამუკა ხვედელიანიც და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ცემის დროს ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ერთმა პოლიციელმა ხელით მიმიყვანა კარამდე და იქ მდგარ პოლიციელს უთხრა, - ტუალეტში დააბანინე და ისევ შემოიყვანეო. ცივმა წყალმა სისხლდენა შემიჩერა, ისევ უკან დამაბრუნეს... კვლავ მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ - მოყევი, რაც მოხდა, რატომ იჩხუბეთო? სიმართლეს ვეუბნებოდი, მაგრამ არ მიჯერებდნენ და მაინც უმოწყალოდ მირტყამდნენ... ცემის დროს სახეზე ხელი მქონდა აფარებული. როგორც კი ხელს ჩამოვწევდი, ან მუშტი მხვდებოდა, ან - ფეხი. ხან დივანზე მიმაგდებდნენ, ხან - იატაკზე.

ამ დროს ერთმა პოლიციელმა თქვა, - მოდი, ბოთლი გავუკეთოთ უკანალშიო. ამის გაგონებაზე გავიბრძოლე, მაგრამ იატაკზე მაინც დამაგდეს, ლიტრანახევრიანი "ფანტის" ბოთლი მომადეს. თავგანწირვით ვიბრძოდი, მაგრამ 4-5 პოლიციელს გაკავებული ვყავდი. ესენი იყვნენ გიორგი ბლიაძე და ჩემ მიერ აღწერილი ორი პოლიციელი, რომელთა ამოცნობა შემიძლია. პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი სხვა ოთახში იყო გასული, როდესაც შარვალი და საცვალი ჩამხადეს და ბოთლი უკანალზე მომადეს. ერთმა პოლიციელმა სურათების გადაღება დაიწყო... ამის მერე კვლავ გააგრძელეს ჩემი ცემა-წამება, ისევ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი. ისევ ის პოლიციელი იხმეს, შემიყვანა საპირფარეშოში და სისხლი ჩამოვიბანე... ორმა პოლიციელმა ხელები გადამიგრიხა და მაგიდაზე გადამხარეს, საცვალი ჩამხადეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს: - "რიჟა, მოდი იხმარეო", ამის გაგონებაზე ისევ ბრძოლა დავიწყე, თან ვეუბნებოდი, - რას აკეთებთ, ადამიანები არ ხართ? ღმერთის არ გწამთ-მეთქი? ამ დროს რიჟამ ანუ გიორგი ბლიაძემ სკამი აიღო და სკამის ერთ-ერთი ფეხი საჯდომზე მომადო... ტკივილი ვიგრძენი, ტირილი და ყვირილი დავიწყე, მაგრამ გიორგი ბლიაძე სკამს ძლიერად მოაწვა და... გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, სკამის ფეხი უკანალში შემივიდა, ამაზე სიცილი დაიწყეს. რომელიღაც პოლიციელმა თქვა, - "ქალიშვილობა" დაკარგა, მორჩაო. ამ დროს პოლიციელმა, რომელიც ოდნავ ქერა იყო, ფოტოაპარატით კვლავ სურათების გადაღება დაიწყო. გიორგი ბლიაძემ მერე გამოქაჩა სკამის ფეხი, მე იატაკზე დამაგდეს... შარვალი ავიწიე და ბოლოს დივანზე დამსვეს... რამდენიმე წუთში შემოვიდა პოლიციის უფროსი, მამუკა ხვედელიანი და თანამშრომლებს უთხრა: - რა ქენით, უტირეთ დედა? თანამშრომლებმა გადაღებული ფოტოები აჩვენეს, რის შემდეგაც მამუკა ხვედელიანი დამემუქრა, - ხომ იცი, ამას ვინმეს თუ ეტყვი, რა დაგემართება? თუ ბევრს იხტუნავებ, ამ სურათებს ბაკურიანის ცენტრში, სარეკლამო აბრაზე გაგიკრავო.

ამის შემდეგ სხვა ოთახში გამიყვანეს და იქაც მცემეს, მერე თავი დამანებეს, მეთვალყურედ ერთი პოლიციელი მომიჩინეს... მეორე დილის 7 საათამდე იმ ოთახში ვიყავით, მერე გამომძიებელი მოვიდა, დაჭრასთან დაკავშირებით დამკითხა და ისიც მკითხა, სახეზე დაზიანებები რატომ მქონდა. იმის შიშით, რომ პოლიციაში ვიყავი და ყველაფერი არ განმეორებულიყო, მოვატყუე, - ბაკურიანში ჩხუბის დროს დავზიანდი, მოჩხუბარ მეგობრებს ვაშველებდი-მეთქი... დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა სახლში გამომიშვა. აღნიშნული არავისთვის მითქვამს. ჩემი წამების პროცესი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. სახლში რომ მივედი, ცუდად ვიყავი, მაგრამ ისეთი სამარცხვინო ამბავი იყო, გამხელა ვერავისთან შევძელი. მრცხვენოდა მომხდარის გამო და თან მეშინოდა, პოლიციელებს იგივე ან გაემეორებინათ"... - ეს გახლავთ ფრაგმენტი დაზარალებული ბიჭის ჩვენებიდან.

ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ დაზარალებულმა ახალგაზრდამ წლების წინ თავს გადახდენილი ამაზრზენი ფაქტი ჯერ მეგობრებს მოუყვა და მერე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაზარალებული პოლიციის უფროსს, მამუკა ხვედელიანსა და გიორგი ბლიაძეს ამხელდა. ასევე მან ამოიცნო ის ორი პოლიციელი, რომლებიც მის ცემა-წამებაში მონაწილეობდნენ - სერგო სამსონაძე და ალექსანდრე ბლიაძე. დანაშაულში მხილებულები დააკავეს.

მამუკა ხვედელიანი, სერგო სამსონაძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ბლიაძე და გიორგი ლომიძე სასამართლომ უკვე გაასამართლა. მათ ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, პირის დამცირებაში, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ უკანონო დაკავებაში.

საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა, მათი გათავისუფლების პირობით. მოსამართლე მიიჩნევდა, რომ ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდებულთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატური სასჯელი იქნებოდა, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში...

3 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტს ტაშით შეხვდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია ნეგატიური იყო. მეორე დღესვე მოსახლეობა სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა, ძალადობაში მხილებული პოლიციელების გათავისუფლება გააპროტესტა და სასამართლოს შენობის მინები დააზიანეს. ისინი ე.წ. მწამებელი პირების უკან, ციხეში შებრუნებას მოითხოვენ და აქციები დღემდე არ წყდება. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აცხადებენ, რომ თავად გაუსწორდებიან გათავისუფლებულ მოძალადე პოლიციელებს.

გივი პაპუაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი:

- ნოემბერში დავაკავეთ მამუკა ხვედელიანი, თანამზრახველ თანამშრომლებთან ერთად. მათ საკმაოდ მძიმე ბრალდებები წარედგინათ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე. ეს ეხებოდა 2009 წლის ეპიზოდს, როდესაც ხვედელიანის ბრძანებით სასტიკად აწამეს პოლიციაში მიყვანილი სამი პირი და ერთ-ერთს ამ წამების დროს არაადამიანურად მოექცნენ... ეს ყველაფერი პოლიციაში ხდებოდა... მეორე ეპიზოდშიც გვყავდა დაზარალებულები: 26 მაისის აქციის მეორე დღეს, 27 მაისს, აქციაში მყოფი პირები ახალდაბაში არსებულ რესტორან "ბურჯებში" შეიკრიბნენ. პოლიციის უფროსი, მამუკა ხვედელიანი მივიდა იქ და 3 ადამიანი დააკავა. მამუკა ხვედელიანის დავალებით, ბორჯომის პოლიციაში მიყვანილებს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციულ კანონდარღვევაში დასდეს ბრალი. პოლიციელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს... თითოეულს ადმინისტრაციული საქმე შეუკერეს, - თითქოს იჩხუბეს რესტორანში და 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ-ერთს ნეკნები ჩაუმტვრიეს. იქაც დაზარალებულები და ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც მათ ამხელდნენ. დაიკითხნენ ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს და ეს ფაქტი დაადასტურეს.

გამოძიების დროს პოლიციელი სამსონაძე თავისი სურვილით გამოცხადდა და გამოთქვა დაკითხვის სურვილი. იგი ადვოკატის თანდასწრებით დავკითხეთ, აღიარებითი ჩვენება მოგვცა. ამხელდა ამ დანაშაულში მონაწილეებს და ასევე საკუთარ ბრალეულობაზეც საუბრობდა. გარდა ამისა, ღამის საათებში მოძღვრის თანხლებით პროკურატურაში გამოცხადდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც იმ პერიოდისთვის უკვე წასული იყო პოლიციიდან და მონასტერში აღკვეცილი იყო მორჩილად. მან აღიარებითი ჩვენება მოგვცა და მოითხოვა, დაგვეპატიმრებინა. განაცხადა, - დაპატიმრება ჩემთვის არაფერია, სასჯელი ღმერთისგან მელისო. ეს სწორედ ის კაცი იყო, რომელმაც სკამის ფეხით გააუპატიურა ის მამაკაცი. მან დაასახელა ამ ფაქტში მონაწილე სხვა პირებიც. დაკითხვისას პოლიციიდან წასვლის მიზეზად სწორედ მის მიერ განხორციელებული ქმედება დაასახელა და თქვა, - ეს რომ გამაკეთებინეს, ამიტომ პოლიციიდან წავედი, იქ აღარ დამედგომებოდა და მონასტერში ვარო. ამბობდა, რომ მას პოლიციის უფროსმა, ხვედელიანმა უბრძანა ეს გაეკეთებინა, გააკეთა და მერე ინანა. მოძღვრის თანდასწრებით დავკითხეთ ის და მისი ორი მეგობარი, რომლებთანაც ეს ფაქტი გაამხილა. ბუნებრივია, მოძღვარს ვერ დავკითხავდით, რადგან აღსარების გაცემის უფლება არ აქვს. ბლიაძე დავაკავეთ. წინა სასამართლო სხდომებზე, როცა დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი წყდებოდა, ამ პოლიციელებმა ჩვენება მისცეს. მოძალადემ ისევ განაცხადა პროცესზე, - სიცოცხლის ბოლომდე ამას ვერ ჩამოვირეცხავ და მზად ვარ, პასუხი ვაგოო. ოქმიც არსებობს. სამი პირი უარყოფდა დანაშაულს, ორი - აღიარებდა.

- ბატონო გივი, მაშინ რატომ ვერ შეძელით სასამართლოს დარწმუნება მათ ბრალეულობაში? მით უმეტეს, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და საპროცესო გარიგების გაფორმებასაც ითხოვდნენ.

- სანამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყებოდა, მანამდე რატომღაც ყველამ შეიცვალა პოზიცია. არადა, გვეხვეწებოდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. საქმეში დევს მათი განცხადებები და განხილვის სტადიაში ვიყავით, როცა ჩვენება შეცვალეს. უცებ ადვოკატებმა განაცხადეს, არც ერთს არ აქვს სურვილი, საპროცესო გააფორმოსო. აღიარებითი ჩვენებები უარყვეს ბრალდებულებმა. სამსონაძემ, თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

- საქმეში მათი ჩვენების გარდა სხვა სამხილი არ გქონდათ?

- იყო უამრავი სამხილი. დაზარალებული თანამიმდევრულად ამხელდა მათ დანაშაულის ჩადენაში. წარმოგიდგენიათ, ქართველმა მამაკაცმა დაიბრალოს, რომ გააუპატიურეს? დაზარალებული ამხელს ყველა დამნაშავეს. ასევე სხვა მოწმეებიც ადასტურებენ. ბიჭები რომ დააკავეს, ამბის გასარკვევად პოლიციაში მათი ახლობლები მივიდნენ და აცხადებდნენ, გვესმოდა, პოლიციიდან ყვირილის ხმები რომ გამოდიოდაო. მოწმეებმა ეს ჩვენებები მისცეს სასამართლოს. დაზარალებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა, მაგრამ ვინაიდან დანაშაულიდან 4 წელია გასული, ექსპერტმა არ მოგვცა კატეგორიული დასკვნა. ბრალდებულების ადვოკატები პროცესზე სწორედ ამაზე აპელირებდნენ. აცხადებდნენ, - ჯოხს თუ შეუყვანდნენ დაზარალებულს, მაშინ სწორი ნაწლავიც დაზიანებული იქნებოდა და ეს ახლაც აისახებოდა ექსპერტიზაზეო... თუმცა, ჩვენ მათ გაუპატიურებაში კი არ დავდეთ ბრალი, არამედ - არაადამიანურ მოპყრობაში. როცა დაზარალებული ამბობს, რომ შეუვიდა სკამის ფეხი, ამ შემთხვევაში ადვოკატების აპელირება იმაზე, რომ მას სწორი ნაწლავი დაზიანებული არ ჰქონდა, არასწორია. აქ მთავარია, ფაქტი და არა ის, რა მანძილზე შეუყვანეს ჯოხი. თუ ნაკვალევი არ დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებობდა ყველა სამხილი მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით მათ ბრალეულობაში და მერწმუნეთ, პროკურორს საკმაოდ კარგი სიტყვა ჰქონდა და დაასაბუთა ბრალი არგუმენტებით.

- ბატონო გივი, ელოდით ასეთ გადაწყვეტილებას?

- ვაცხადებ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო! ეს იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს და ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ. განაჩენის გამოტანიდან 25 წუთში, უზენაესი სასამართლოს საიტზე გაჩნდა განცხადება, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდა დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებსო. მე ვსვამ კითხვას: განაჩენის გამოტანიდან 25 წუთში უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც საქმე არ უნახავს და არ შეუსწავლია, საიდან იცოდა, რა მტკიცებულებები იყო საქმეში და რომელი მტკიცებულება რომელს ეწინააღმდეგებოდა?

ზაზა მირიდაშვილი, მამუკა ხვედელიანის ადვოკატი:

- საქმე ძალიან სუსტი იყო, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. ჩვენი არგუმენტები პროკურატურის არგუმენტებისგან განსხვავებით, უფრო მყარი აღმოჩნდა და სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება - ისინი გაამართლა. არ ვუწოდებ ტყუილს, მაგრამ არ დავეთანხმები დაზარალებულს.

- დაზარალებული თხზავს, რომ გააუპატიურეს? როგორ წარმოგიდგენიათ, ახალგაზრდა მამაკაცი დაიბრალებს ასეთ რამეს?

- დაზარალებულმა რაც სასამართლოში განაცხადა, ეს არაბუნებრივია. თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ის აუცილებლად გარდაცვლილი იქნებოდა - მას სწორი ნაწლავი დაუზიანდებოდა. ეს დაადასტურეს ექსპერტებმაც. ვერ გეტყვით, იგონებს თუ არა გაუპატიურებას, მაგრამ რასაც აცხადებს, ეს არარეალურია და პროცესზე ვერ დადასტურდა.

- ბატონო ზაზა, თქვენი დასაცავის გათავისუფლება კიდევ ერთმა დაზარალებულმა გააპროტესტა. მამუკა ხვედელიანს მზია კურტანიძე ერთადერთი შვილის მკვლელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება 2010 წლის 18 აგვისტოს მომხდარ ფაქტს.

- ეს არ არის სიმართლე. ამ საქმეზე დიდი ხანია მიდის გამოძიება და ხვედელიანს რომ ჰქონდეს რაიმე ჩადენილი, ბრალს წაუყენებდნენ. მაშინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ურთიერთსროლისას მოხდა ეს ფაქტი.

- მოსახლეობა აპირებს თავად იძიოს შური გათავისუფლებულ პოლიციელებზე. დაცულია თუ არა მათი უსაფრთხოება?

- მამუკა ხვედელიანი ბორჯომში ერთი საათითაც არ გაჩერებულა. ის თბილისშია. ჭორებს ვერ ავყვებით. თუ რეალური საფრთხე დაემუქრება, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისასალმებელია. სხვა დროს ასეთი რამ არ ხდებოდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე