პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილი - მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ
ვახტანგ რჩეულიშვილი - მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ

მა­ი­ა­სა და რუ­სუ­და­ნის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, კლი­ენ­ტე­ბი ვე­რა­ფერს მი­ი­ღე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, "ცენ­ტრ პო­ინ­ტი" პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ ყა­და­ღა ახ­სნა იმ ბი­ნებს, რომ­ლე­ბიც უკვე მზად იყო კლი­ნე­ტე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე, დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ კი­დევ აეხ­სნე­ბა ყა­და­ღა იმ ობი­ექ­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც კლი­ენ­ტე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არის სა­ჭი­რო.

რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე შე­ა­ჩე­რა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" იმ ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვაც, რომ­ლე­ბიც "დექ­სუ­სის" მიერ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ვა­ლე­ბის გამო სხვის­დე­ბო­და.

"დექ­სუს­მა" სა­ო­ცა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ბა­თუ­მის მე­რი­ას­თან და აღი­ა­რა 7,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, როცა რე­ა­ლუ­რი ვალი 3 მი­ლი­ონს არ აღე­მა­ტე­ბო­და. იგი­ვე მოხ­და თბი­ლის­ში, 11 მი­ლი­ო­ნის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს თან­ხე­ბი სა­არ­ჩევ­ნოდ იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და "დექ­სუ­სი" იყო ფუ­ლის გა­რე­ცხვის მან­ქა­ნა არ­ჩევ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სას, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნა სჭირ­დე­ბა. მაია და რუ­სუ­და­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, რად­გან ამ­დენ ხანს გა­ი­წე­ლა ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი და ცხა­დია, ვინ­მემ პა­სუ­ხი უნდა აგოს, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აცხა­დებს, ერთ წე­ლი­წად­ში "ცენ­ტრ პო­ინტს" მომ­ჩი­ვა­ნი აღარ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ თუ მაია და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მამ­ყტუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა, კლი­ენ­ტე­ბი ვე­რა­ფერს მი­ი­ღე­ბენ, გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი გა­და­ე­ცეთ.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ტე­რესს ვხე­დავ სწო­რედ იმა­ში, რომ ხალ­ხი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. თუ მე ვარ პრე­მი­ე­რი ან პრე­ზი­დენ­ტი, გა­ვა­კე­თებ ისეთ რა­მეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შან­სი და­ვუ­კარ­გო? იმა­ში კი ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, რად­გან მე კარ­გად ვიც­ნობ მა­ი­ა­სა და რუ­სუ­და­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას და მათ მიზ­ნებს. თუ ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა კლი­ენ­ტი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა და თუ მომ­ჩი­ვა­ნი აღარ იქ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც ვე­რა­ვი­სი დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­სას სა­ჭი­რო სიმ­კაც­რე არ გა­მო­ი­ჩი­ნეს, რად­გან ცუდ გა­დამ­ხდე­ლებს ბი­ნებს არ უყიდ­ნენ, რი­თაც კარგ გა­დამ­ხდე­ლებ­საც და სა­კუ­თარ თავ­საც აზა­რა­ლებ­დნენ.

"ისე კი მა­მა­ჩე­მიც იყო და­ჭე­რი­ლი და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, დღეს კი ყვე­ლამ იცის, რომ ის უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი იყო. მე რომ მკი­თხოთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა აჰ­ყვა მო­მი­ტინ­გე­ებს და ბრა­ლი მათი პლა­კა­ტე­ბი­დან გა­და­ი­წე­რა. თუმ­ცა სი­მარ­თლე არ და­ი­კარ­გე­ბა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემთ. არამ­გო­ნია, ვინ­მემ სცა­დოს მა­მა­ჩე­მის მაგ­ვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის გა­მე­ო­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ა­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი "დექ­სუ­სის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უკავ­ში­რებს, რო­მელ­საც, მისი შე­ფა­სე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად იყე­ნებ­და. თუმ­ცა, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მის ამ მო­საზ­რე­ბას რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იზი­ა­რებს.

რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ასე­ვე გმი­რო­ბა უწო­და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მი­ა­ნო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მად­ლი­ე­რი უნდა იყოს ყვე­ლა კლი­ენ­ტი, რად­გან ომის და ათა­სი უბე­დუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და ყო­ველ გა­დახ­დილ 100 დო­ლარ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 90 დო­ლა­რის პრო­დუქტს იღებ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვახტანგ რჩეულიშვილი - მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ

ვახტანგ რჩეულიშვილი - მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ

მაიასა და რუსუდანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "ცენტრ პოინტი" პროკურატურასთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ორგანომ ყადაღა ახსნა იმ ბინებს, რომლებიც უკვე მზად იყო კლინეტებისთვის გადასაცემად. რჩეულიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაკმაყოფილებულია ასობით ადამიანი და პროკურატურისგან მიიღეს დაპირება, რომ კიდევ აეხსნება ყადაღა იმ ობიექტებსაც, რომლებიც კლიენტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, პროკურატურამ ასევე შეაჩერა "ცენტრ პოინტის" იმ ქონების გაყიდვაც, რომლებიც "დექსუსის" მიერ დაგროვებული ვალების გამო სხვისდებოდა.

"დექსუსმა" საოცარი ხელშეკრულება გააფორმა ბათუმის მერიასთან და აღიარა 7,5 მილიონი ლარის დავალიანება, როცა რეალური ვალი 3 მილიონს არ აღემატებოდა. იგივე მოხდა თბილისში, 11 მილიონის აღიარებასთან დაკავშირებითაც. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს თანხები საარჩევნოდ იყო გამოყოფილი და "დექსუსი" იყო ფულის გარეცხვის მანქანა არჩევნების დაფინანსებისას, თუმცა ამ ყველაფერს, რასაკვირველია, პროკურატურის დასკვნა სჭირდება. მაია და რუსუდანი, რასაკვირველია, დამნაშავეები არიან, რადგან ამდენ ხანს გაიწელა ბინების გადაცემის პროცესი და ცხადია, ვინმემ პასუხი უნდა აგოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ერთ წელიწადში "ცენტრ პოინტს" მომჩივანი აღარ დარჩება, მაგრამ თუ მაია და რუსუდან კერვალიშვილების მისამართით გამამყტუნებელი განაჩენი დადგება, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ, გარდა იმისა, რომ შესაძლოა დაუმთავრებელი სახლები გადაეცეთ.

"პროკურატურის ინტერესს ვხედავ სწორედ იმაში, რომ ხალხი დაკმაყოფილდეს. თუ მე ვარ პრემიერი ან პრეზიდენტი, გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ ამ ადამიანებს ბინების მიღების შანსი დავუკარგო? იმაში კი ეჭვი მეპარება, რომ რაიმე დანაშაული გამოჩნდება, რადგან მე კარგად ვიცნობ მაიასა და რუსუდანის საქმიანობას და მათ მიზნებს. თუ ერთ წელიწადში ყველა კლიენტი დაკმაყოფილდება და თუ მომჩივანი აღარ იქნება, პასუხისმგებლობის საკითხიც ვერავისი დადგება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა კომპანიის მმართველობისას საჭირო სიმკაცრე არ გამოიჩინეს, რადგან ცუდ გადამხდელებს ბინებს არ უყიდნენ, რითაც კარგ გადამხდელებსაც და საკუთარ თავსაც აზარალებდნენ.

"ისე კი მამაჩემიც იყო დაჭერილი და წელიწადნახევარში გამოვიდა ციხიდან, დღეს კი ყველამ იცის, რომ ის უკანონო პატიმარი იყო. მე რომ მკითხოთ, პროკურატურა აჰყვა მომიტინგეებს და ბრალი მათი პლაკატებიდან გადაიწერა. თუმცა სიმართლე არ დაიკარგება, ამის საშუალებას არავის მივცემთ. არამგონია, ვინმემ სცადოს მამაჩემის მაგვარი ექსპერიმენტის გამეორება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანიაში შექმნილ პრობლემებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი "დექსუსის" მმართველობის პერიოდს უკავშირებს, რომელსაც, მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება არჩევნების დასაფინანსებლად იყენებდა. თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ამ მოსაზრებას რუსუდან კერვალიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს.

რჩეულიშვილმა ასევე გმირობა უწოდა "ცენტრ პოინტის" საქმიანობას და აღნიშნა, რომ მადლიერი უნდა იყოს ყველა კლიენტი, რადგან ომის და ათასი უბედურების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა და ყოველ გადახდილ 100 დოლარზე მოქალაქეები 90 დოლარის პროდუქტს იღებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა