მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა
დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა

დღეს, 11 ივ­ლისს შო­კო­ლა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად საფ­რან­გეთ­ში 1995 წელს აღ­ნიშ­ნეს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ ისე­თი "ტკბი­ლი ფილ­მე­ბის" ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა ნახ­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად მო­გინ­დე­ბათ შო­კო­ლა­დის და­გე­მოვ­ნე­ბა.

1. "შო­კო­ლა­დი"

ამ ფილმში მთა­ვარ როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ჯუ­ლი­ეტ ბი­ნო­ში და ჯონი დეპი ას­რუ­ლე­ბენ. სი­უ­ჟე­ტის ცენ­ტრში შო­კო­ლა­დის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­საც უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხვდე­ბა. ის კლი­ენ­ტე­ბის გე­მოვ­ნე­ბას უც­ნა­უ­რი მე­თო­დით იც­ნობს და სწო­რედ იმ ტკბი­ლე­ულს სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც მათ ზუს­ტად მო­ე­წო­ნე­ბათ.

2. ჩარ­ლი და შო­კო­ლა­დის ფაბ­რი­კა

აქაც მთა­ვარ როლ­ში მსა­ხი­ო­ბი ჯონი დე­პია. ამ­ჯე­რად ის ექ­სცენ­ტრულ კონ­დი­ტერს ან­სა­ხი­ე­რებს. ფილ­მი რო­ალდ და­ლის ზღაპ­რის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ვარ­სკვლავს შო­კო­ლა­დი არ უყ­ვარს.

3. შო­კო­ლა­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბი

მთა­ვა­რი გმი­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ კონ­დი­ტე­რე­ბის კურ­სებ­ზე ხვდე­ბა, სა­დაც თა­ვის სიყ­ვა­რულს და სა­კუ­თარ თავს პო­უ­ლობს.

4. ქე­რათ­მი­ა­ნი ად­ვო­კა­ტი

თა­ვად ფილ­მი პირ­და­პირ არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შო­კო­ლად­თან, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სცე­ნა­ზე, სა­დაც რიზ უი­ზერ­სპუ­ნის გმი­რი, საყ­ვა­რელ­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ სა­წოლ­ში კან­ფე­ტებს მი­ირ­თმევს. ქე­რათ­მი­ა­ნი ად­ვო­კა­ტი თვლის, რომ შო­კო­ლა­დი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­ტე­ხი­ლი გუ­ლის გა­სამ­თე­ლებ­ლად.

5. ფო­რესტ გამ­პი

"ცხოვ­რე­ბა შო­კო­ლა­დის კან­ფე­ტე­ბის ყუთს ჰგავს. არას­დროს იცი, რო­გო­რი შიგ­თავ­სი შეგ­ხვდე­ბა", - ეს შო­კო­ლა­დის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა, რომ­ლის სი­მარ­თლეს მთა­ვა­რი გმი­რი მთე­ლი ფილ­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა

დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა

დღეს, 11 ივლისს შოკოლადის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად საფრანგეთში 1995 წელს აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ისეთი "ტკბილი ფილმების” ჩამონათვალს, რომელთა ნახვისას აუცილებლად მოგინდებათ შოკოლადის დაგემოვნება.

1. "შოკოლადი"

ამ ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობები ჯულიეტ ბინოში და ჯონი დეპი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში შოკოლადის მაღაზიის მფლობელი ქალბატონია, რომელსაც უამრავი წინააღმდეგობა ხვდება. ის კლიენტების გემოვნებას უცნაური მეთოდით იცნობს და სწორედ იმ ტკბილეულს სთავაზობს, რომელიც მათ ზუსტად მოეწონებათ.

2. ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა

აქაც მთავარ როლში მსახიობი ჯონი დეპია. ამჯერად ის ექსცენტრულ კონდიტერს ანსახიერებს. ფილმი როალდ დალის ზღაპრის მიხედვითაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ თავად ვარსკვლავს შოკოლადი არ უყვარს.

3. შოკოლადის გაკვეთილები

მთავარი გმირი უბედური შემთხვევის შემდეგ კონდიტერების კურსებზე ხვდება, სადაც თავის სიყვარულს და საკუთარ თავს პოულობს.

4. ქერათმიანი ადვოკატი

თავად ფილმი პირდაპირ არ არის დაკავშირებული შოკოლადთან, მაგრამ უამრავი ადამიანია შეყვარებული სცენაზე, სადაც რიზ უიზერსპუნის გმირი, საყვარელთან განშორების შემდეგ საწოლში კანფეტებს მიირთმევს. ქერათმიანი ადვოკატი თვლის, რომ შოკოლადი საუკეთესო საშუალებაა გატეხილი გულის გასამთელებლად.

5. ფორესტ გამპი

"ცხოვრება შოკოლადის კანფეტების ყუთს ჰგავს. არასდროს იცი, როგორი შიგთავსი შეგხვდება", - ეს შოკოლადის შესახებ ყველაზე ცნობილი ფრაზაა, რომლის სიმართლეს მთავარი გმირი მთელი ფილმის განმავლობაში ამტკიცებს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს