სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია
მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია

მუხ­ლე­ბი, რომ­ლი­თაც რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ის მუხ­ლე­ბი, რომ­ლი­თაც რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძემ გა­ნუ­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად ამ­ნის­ტია იმ შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს, თუკი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თან­ხმო­ბა იარ­სე­ბებს.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (მით­ვი­სე­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით).

მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (მით­ვი­სე­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით);180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით).

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ივა­ნე ცა­გუ­რი­ას, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია, წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25 ,180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (დახ­მა­რე­ბა თაღ­ლი­თო­ბა­ში, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (გაფ­ლან­გვა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და დიდი ოდე­ნო­ბით).

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მე­ბით მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­დან მი­ით­ვი­სა 1.065.159 აშშ დო­ლა­რი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა კი 1.833.806 აშშ დო­ლა­რი და 185.069 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის გარ­და და­მა­ტე­ბით ერ­თობ­ლი­ვად მი­ით­ვი­სეს - 2.023.202 აშშ დო­ლა­რი და 2.403.750 ლარი;

ჯამ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ამ­ხა­ნა­გო­ბა 88"-ის მე­ნა­შე­ნე­თა მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი­დან, რაც გან­კუთ­ვნი­ლი იყო ამ­ხა­ნა­გო­ბის ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის (რო­მე­ლიც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო 2007 წელს), მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ, სხვა­დახ­ვა გზე­ბით მი­ი­სა­კუთ­რეს 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი, რის გა­მოც, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამ­ხა­ნა­გო­ბის წევრთათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია

მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია

მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია

სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ განუმარტა, აღნიშნულის მიუხედავად ამნისტია იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი დაზარალებულების თანხმობა იარსებებს.

თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

რაც შეეხება კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას, რომელიც დაკავებულია, წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა კი 1.833.806 აშშ დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი. გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს - 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, "ამხანაგობა 88"-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნილი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც, შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ