კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადრიანა ლიმამ Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა
ადრიანა ლიმამ  Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა

Victoria's Secret-ის მო­დე­ლი, 32 წლის ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი ად­რი­ა­ნა ლიმა ბარ­სე­ლო­ნა­ში პრეს­ტი­ჟუ­ლი მო­დის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა - ად­რი­ა­ნამ ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დის Desigual-ის ახა­ლი კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. პო­დი­უმ­ზე ლი­მას გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოყ­ვა - ქა­რიზ­მა­ტულ­მა მო­დელ­მა პო­დი­უ­მი მა­მა­კა­ცე­ბის ოვა­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­ი­ა­რა. სხვა მო­დე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე მომ­ღი­მა­რი სა­ხით პო­ზი­რებ­და.

32 წლის ად­რი­ა­ნა, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე და­სა­ხელ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მო­დე­ლად, ორი შვი­ლის დე­დაა. მე­ო­რე ბავ­შვზე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც ხში­რად ჩი­ო­და, რომ ფეხ­მძი­მო­ბის შემ­დეგ დარ­ჩე­ნილ ცხი­მებს უშე­დე­გოდ ებ­რძვის.

მე­ო­რე მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 2 თვის შემ­დეგ ად­რი­ა­ნამ Victoria's Secret-ის გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­დის კრი­ტი­კო­სებ­მა და ფო­ტოგ­რა­ფებ­მა ვარ­სკვლა­ვი გა­აკ­რი­ტი­კეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ Victoria's Secret-ის სხვა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ად­რი­ა­ნა ლი­მას მსუ­ქა­ნი და მო­დუ­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლი მო­უვ­ლე­ლი ჩანს.

გუ­შინ გა­მარ­თულ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­დელ­მა ეს­პა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღი­ა­რა, რომ ზედ­მე­ტი წო­ნის გამო დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, თუმ­ცა დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ად­რინ­დე­ლი დი­დე­ბა და­იბ­რუ­ნა.

"დღე­ში 6 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ­დი - დი­ლით 3 სა­ათს და სა­ღა­მოს 3 სა­ათს. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 2 დღე­ში სა­კუ­თარ ტან­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყე. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ჩემი ზუს­ტი წონა კრი­ვის დახ­მა­რე­ბით და­ვიბ­რუ­ნე. ყვე­ლა ქალს ვარ­წმუ­ნებ, რომ კრი­ვი თქვენს ტანს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­ა­ლა­მა­ზებს. მიყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი და რამ­დე­ნი­მე თვე­ში სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვის აღარ მე­ში­ნო­და", - გა­ნა­ცხა­და მო­დელ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ადრიანა ლიმამ Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა

ადრიანა ლიმამ  Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა

Victoria's Secret-ის მოდელი, 32 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი ადრიანა ლიმა ბარსელონაში პრესტიჟული მოდის ჩვენებაზე გამოჩნდა - ადრიანამ ესპანური ბრენდის Desigual-ის ახალი კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე ლიმას გამოჩენას ხმაური მოყვა - ქარიზმატულმა მოდელმა პოდიუმი მამაკაცების ოვაციების ფონზე გაიარა. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფების წინაშე მომღიმარი სახით პოზირებდა.

32 წლის ადრიანა, რომელიც რამდენჯერმე დასახელდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელად, ორი შვილის დედაა. მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ინტერვიუებშიც ხშირად ჩიოდა, რომ ფეხმძიმობის შემდეგ დარჩენილ ცხიმებს უშედეგოდ ებრძვის.

მეორე მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ ადრიანამ Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუში მიიღო მონაწილეობა. მოდის კრიტიკოსებმა და ფოტოგრაფებმა ვარსკვლავი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ Victoria's Secret-ის სხვა მოდელებთან შედარებით, ადრიანა ლიმას მსუქანი და მოდუნებული სხეული მოუვლელი ჩანს.

გუშინ გამართულ ჩვენებაზე მოდელმა ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ზედმეტი წონის გამო დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა დიდი ძალისხმევით ადრინდელი დიდება დაიბრუნა.

"დღეში 6 საათი ვვარჯიშობდი - დილით 3 საათს და საღამოს 3 საათს. მშობიარობიდან 2 დღეში საკუთარ ტანზე ზრუნვა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩემი ზუსტი წონა კრივის დახმარებით დავიბრუნე. ყველა ქალს ვარწმუნებ, რომ კრივი თქვენს ტანს სასწაულებრივად გაალამაზებს. მიყვარს ცვლილებები და რამდენიმე თვეში სარკეში ჩახედვის აღარ მეშინოდა", - განაცხადა მოდელმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება