კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ "ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­და ფუ­ლი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა?

შარ­შან, 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა ღა­მეს, 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, ბე­ბი­ის სახ­ლში, სო­ფელ კო­ლა­გ­ში, წყლით სავ­სე ქვევ­რში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ამ ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მომ­ხდა­რი დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. საქ­მეს შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და გა­ნაცხ­ა­დეს, რად­გა­ნაც შსს-მ დღემ­დე ვე­რა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მოთხ­ოვ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავ­თო. მკვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე ბავ­შვის დე­დაც და დე­ი­დაც კვლავ ალა­პა­რაკ­დნენ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გარ­დაც­ვლი­ლი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­დას, და­ლი მე­ქე­რიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- თქვენ, ბარ­ბა­რეს დე­დას­თან ერ­თად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა 3 ათა­სი ლა­რი გად­მოგ­ცათ და დას­ძი­ნეთ - თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ა" გა­რე­უ­ლი ამ ტრა­გე­დი­ა­ში, მა­შინ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა რა­ტომ მოგ­ვცეს 3 ათა­სი ლა­რი­ო. რო­დის გად­მოგ­ცათ ეს თან­ხა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და რა­ტომ გა­ნაცხ­ა­დეთ ამის შე­სა­ხებ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლა?

- უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს არ მო­უ­ცია ეს თან­ხა, მან ის ერთ ადა­მი­ანს გა­მო­ა­ტა­ნა, ეს თან­ხა გამ­გე­ო­ბამ გა­მო­ყო ჩვე­ნი ოჯა­ხის ჭი­რის დღის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად, თან ასე გვითხ­რეს - ეს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­გეხ­მა­რათ, მან გა­მო­გიგ­ზავ­ნა­თო.

- თუ გამ­გე­ო­ბა ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რათ ჭი­რის დღის­თვის, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ეს ცუ­დი გან­ზრახ­ვით ჩა­ი­დი­ნა...

- ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ამ ამ­ბის ჩა­დე­ნას და ლა­მის ხელს ვა­დებ­დით გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს, ის ხომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი იყო და რა­ტომ გვეხ­მა­რე­ბო­და? რა გა­მო­დის? - იმა­ში გა­დაგ­ვი­ხა­და 3 ათა­სი ლა­რი, ბარ­ბა­რეს სიკ­ვდილს რომ ვაბ­რა­ლებ­დით? ესე­ნი ტყუ­ლად ვის რას უხ­დიდ­ნენ? ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე ვამ­ბობ.

- თუ­კი არ გინ­დო­დათ თან­ხის მი­ღე­ბა, რა­ტომ მა­შინ­ვე არ გა­აპ­რო­ტეს­ტეთ?

- რო­დის უნ­და გაგ­ვეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა? ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით მომ­ხდა­რით... თქვენ რომ ამ­ბობთ, იქ­ნებ სი­კე­თით გა­ა­კე­თა­ო. იმ­დე­ნი ტრა­გე­დია დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ამ სო­ფელ­ში და არა­ვის­თვის თა­ვი არ მო­უკ­ლავთ და რა­ღა ჩვენ­ზე გა­და­ი­რივ­ნენ? ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავ­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ის არა­ვის დახ­მა­რე­ბი­ა. მით უმე­ტეს, ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ყვე­ლა­ფერს და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ­და ჩვენ წი­ნა­შე? ჩვენს სო­ფელ­ში ბი­ჭი მოკ­ვდა, ძა­ლი­ა­ნაც უჭირ­დათ, გან­ცხა­დე­ბაც და­წე­რეს, მაგ­რამ არა­ფერ­ში დახ­მა­რე­ბი­ან. რა­ტომ იმ გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ოჯახს არ მის­ცა თან­ხა, რო­გორც ჩვენ მოგ­ვცეს?

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რომ მი­ე­ცა თქვე­ნი დის ოჯა­ხის­თვის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ფუ­ლი, მათ­ზეც, გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ ეჭ­ვი?

- მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვი­ყა­ვი და მათ სა­სარ­გებ­ლოდ ვმუ­შა­ობ­დი. მე ვთქვი, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბავ­შვი, მა­შინ რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­დეს ფუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და არა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ"?

- გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავთ. არა­და, საქ­მეს შს სა­მი­ნის­ტრო იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობთ? ცნო­ბი­ლია ისიც, რომ თქვენ შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეგ­ხვდათ - საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად მი­ნის­ტრი აკონ­ტრო­ლებს.

- დი­ახ­, შევ­ხვდით შს მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, დაგ­ვპირ­და საქ­მის გახ­სნას, მაგ­რამ საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ხში­რად ვრე­კავთ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და რო­ცა ვე­კითხ­ე­ბით, ხომ არა­ფე­რია ახა­ლი საქ­მე­ში, გვპა­სუ­ხობს - არა­ფე­რი­ო. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. რა აზ­რი აქვს საქ­მის პო­ლი­ცი­ა­ში გა­ჩე­რე­ბას? ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, თა­ვის თავ­ზე აი­ღოს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და დად­გინ­დეს ბარ­ბა­რეს სიკ­ვდი­ლის მო­ტი­ვი და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის ვი­ნა­ო­ბაც გა­ირ­კვეს.

- ხომ არ აპი­რებთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვ­რის შე­ტა­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში?

- და­ვე­კითხ­ე­ბი ჩემს ად­ვო­კატს, რო­გორ და რა­ნა­ი­რად უნ­და მო­ვიქ­ცე - მის­გან ავი­ღებ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

- თქვით, პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავთ და გა­ირ­კვე­ვა ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­ცო. თქვენ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე სა­უბ­რობთ, არა­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნად თქვენ და თქვე­ნი ქმა­რი მი­აჩ­ნდით...

- კი, ასე იყო. პო­ლი­ცია მე და ჩემს ქმარს გვე­უბ­ნე­ბო­და, სად გყავთ ბავ­შვი, გა­მო­ა­ჩი­ნე­თო. რა სი­სუ­ლე­ლე­ა? იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვი ქვევ­რთან მი­ფოფ­ხდე­ბო­და­ო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხალ­ხნო, რო­გორ მი­ფოფ­ხდე­ბო­და, ბავ­შვმა ფოფ­ხვა არ იცო­და-­მეთ­ქი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გო­ჩა სი­ბაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეს. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: - "რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­და რამ­დენ­ჯერ გა­ა­კე­თებს არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებს, მე ამის მი­ხედ­ვით კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. მით უფ­რო, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მე­ტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად".

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"თუ "ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­და ფუ­ლი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა?

"თუ "ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­და ფუ­ლი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა?

შარ­შან, 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა ღა­მეს, 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, ბე­ბი­ის სახ­ლში, სო­ფელ კო­ლა­გ­ში, წყლით სავ­სე ქვევ­რში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ამ ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მომხდარი დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. საქ­მეს შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და გა­ნაცხ­ა­დეს, რად­გა­ნაც შსს-მ დღემ­დე ვე­რა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მოთხ­ოვ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავ­თო. მკვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე ბავ­შვის დე­დაც და დე­ი­დაც კვლავ ალა­პა­რაკ­დნენ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გარ­დაც­ვლი­ლი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­დას, და­ლი მე­ქე­რიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- თქვენ, ბარ­ბა­რეს დე­დას­თან ერ­თად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა 3 ათა­სი ლა­რი გად­მოგ­ცათ და დას­ძი­ნეთ - თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ა" გა­რე­უ­ლი ამ ტრა­გე­დი­ა­ში, მა­შინ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა რა­ტომ მოგ­ვცეს 3 ათა­სი ლა­რი­ო. რო­დის გად­მოგ­ცათ ეს თან­ხა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და რა­ტომ გა­ნაცხ­ა­დეთ ამის შე­სა­ხებ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლა?

- უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს არ მო­უ­ცია ეს თან­ხა, მან ის ერთ ადა­მი­ანს გა­მო­ა­ტა­ნა, ეს თან­ხა გამ­გე­ო­ბამ გა­მო­ყო ჩვე­ნი ოჯა­ხის ჭი­რის დღის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად, თან ასე გვითხ­რეს - ეს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­გეხ­მა­რათ, მან გა­მო­გიგ­ზავ­ნა­თო.

- თუ გამ­გე­ო­ბა ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რათ ჭი­რის დღის­თვის, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ეს ცუ­დი გან­ზრახ­ვით ჩა­ი­დი­ნა...

- ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ამ ამ­ბის ჩა­დე­ნას და ლა­მის ხელს ვა­დებ­დით გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს, ის ხომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი იყო და რა­ტომ გვეხ­მა­რე­ბო­და? რა გა­მო­დის? - იმა­ში გა­დაგ­ვი­ხა­და 3 ათა­სი ლა­რი, ბარ­ბა­რეს სიკ­ვდილს რომ ვაბ­რა­ლებ­დით? ესე­ნი ტყუ­ლად ვის რას უხ­დიდ­ნენ? ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე ვამ­ბობ.

- თუ­კი არ გინ­დო­დათ თან­ხის მი­ღე­ბა, რა­ტომ მა­შინ­ვე არ გა­აპ­რო­ტეს­ტეთ?

- რო­დის უნ­და გაგ­ვეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა? ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით მომ­ხდა­რით... თქვენ რომ ამ­ბობთ, იქ­ნებ სი­კე­თით გა­ა­კე­თა­ო. იმ­დე­ნი ტრა­გე­დია დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ამ სო­ფელ­ში და არა­ვის­თვის თა­ვი არ მო­უკ­ლავთ და რა­ღა ჩვენ­ზე გა­და­ი­რივ­ნენ? ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავ­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ის არა­ვის დახ­მა­რე­ბი­ა. მით უმე­ტეს, ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ყვე­ლა­ფერს და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ­და ჩვენ წი­ნა­შე? ჩვენს სო­ფელ­ში ბი­ჭი მოკ­ვდა, ძა­ლი­ა­ნაც უჭირ­დათ, გან­ცხა­დე­ბაც და­წე­რეს, მაგ­რამ არა­ფერ­ში დახ­მა­რე­ბი­ან. რა­ტომ იმ გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ოჯახს არ მის­ცა თან­ხა, რო­გორც ჩვენ მოგ­ვცეს?

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რომ მი­ე­ცა თქვე­ნი დის ოჯა­ხის­თვის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ფუ­ლი, მათ­ზეც, გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ ეჭ­ვი?

- მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვი­ყა­ვი და მათ სა­სარ­გებ­ლოდ ვმუ­შა­ობ­დი. მე ვთქვი, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბავ­შვი, მა­შინ რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­დეს ფუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და არა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ"?

- გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავთ. არა­და, საქ­მეს შს სა­მი­ნის­ტრო იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობთ? ცნო­ბი­ლია ისიც, რომ თქვენ შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეგ­ხვდათ - საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად მი­ნის­ტრი აკონ­ტრო­ლებს.

- დი­ახ­, შევ­ხვდით შს მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, დაგ­ვპირ­და საქ­მის გახ­სნას, მაგ­რამ საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ხში­რად ვრე­კავთ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და რო­ცა ვე­კითხ­ე­ბით, ხომ არა­ფე­რია ახა­ლი საქ­მე­ში, გვპა­სუ­ხობს - არა­ფე­რი­ო. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. რა აზ­რი აქვს საქ­მის პო­ლი­ცი­ა­ში გა­ჩე­რე­ბას? ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, თა­ვის თავ­ზე აი­ღოს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და დად­გინ­დეს ბარ­ბა­რეს სიკ­ვდი­ლის მო­ტი­ვი და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის ვი­ნა­ო­ბაც გა­ირ­კვეს.

- ხომ არ აპი­რებთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვ­რის შე­ტა­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში?

- და­ვე­კითხ­ე­ბი ჩემს ად­ვო­კატს, რო­გორ და რა­ნა­ი­რად უნ­და მო­ვიქ­ცე - მის­გან ავი­ღებ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

- თქვით, პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავთ და გა­ირ­კვე­ვა ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­ცო. თქვენ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე სა­უბ­რობთ, არა­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნად თქვენ და თქვე­ნი ქმა­რი მი­აჩ­ნდით...

- კი, ასე იყო. პო­ლი­ცია მე და ჩემს ქმარს გვე­უბ­ნე­ბო­და, სად გყავთ ბავ­შვი, გა­მო­ა­ჩი­ნე­თო. რა სი­სუ­ლე­ლე­ა? იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვი ქვევ­რთან მი­ფოფ­ხდე­ბო­და­ო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხალ­ხნო, რო­გორ მი­ფოფ­ხდე­ბო­და, ბავ­შვმა ფოფ­ხვა არ იცო­და-­მეთ­ქი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გო­ჩა სი­ბაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეს. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: - "რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­და რამ­დენ­ჯერ გა­ა­კე­თებს არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებს, მე ამის მი­ხედ­ვით კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. მით უფ­რო, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მე­ტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად".

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ