სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცენტრ პოინტის ჯგუფი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს
ცენტრ პოინტის ჯგუფი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის ჯგუ­ფი" და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს და ივა­ნე ცა­გუ­რი­ას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის ჯგუ­ფის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის წევ­რე­ბის მიერ შე­ტა­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი უკა­ნო­ნოდ და­ი­სა­კუთ­რეს.

"ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" გარ­და, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ასე­ვე და­ყა­და­ღე­ბუ­ლია შპს "დექ­სუ­სი­სა" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შპს "ალი­ანს კა­პი­ტა­ლის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ცენ­ტრ პო­ინ­ტი­სა" და "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის და­კი­თხვა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბა "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აწარ­მო­ებს. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუკშ­ვი­ლი 88"-ის წევ­რე­ბის მიერ შე­ტა­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო და­სა­კუთ­რე­ბის სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მე­ბი, რა­შიც იმ­ხი­ლე­ბი­ან რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ("ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 50% წი­ლის მფლო­ბე­ლი), მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ("ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 50% წი­ლის მფლო­ბე­ლი) და ივა­ნე ცა­გუ­რია, (კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 33% წი­ლის მფლო­ბე­ლი).

ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის წევ­რე­ბის მიერ 2004-2009 წლებ­ში ამა­ვე ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რე­ბის ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის მო­ზი­დულ იქნა 27.701.299,13 აშშ დო­ლა­რი, მათ შო­რის უშუ­ა­ლოდ მე­ნა­შე­ნე­ე­ბის შე­ნა­ტა­ნე­ბი შე­ად­გენ­და 23. 380.000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენტს ლარ­ში.

მე­ნა­შე­ნე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა მიერ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მე­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­კუთ­რე­ბის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამ­ხა­ნა­გო­ბის წევრთა წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა.

ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის პრო­ექ­ტი­დან სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მე­ბით მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ამა­ვე ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­დან მი­ით­ვი­სა 1.065.159 აშშ დო­ლა­რი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა ამა­ვე ამ­ხა­ნა­გო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­დან მი­ით­ვი­სა 1.833.806 აშშ დო­ლა­რი და 185.069 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი, ხოლო მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის გარ­და და­მა­ტე­ბით ერ­თობ­ლი­ვად მი­ით­ვი­სეს - 2.023.202 აშშ დო­ლა­რი და 2.403.750 ლარი;

ჯამ­ში, "ამ­ხა­ნა­გო­ბა 88"-ის მე­ნა­შე­ნე­თა მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი­დან, რაც გან­კუთ­ვნლი იყო ამ­ხა­ნა­გო­ბის ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის (რო­მე­ლიც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო 2007 წელს), მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ, სხვა­დახ­ვა გზე­ბით მი­ი­სა­კუთ­რეს 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი, რის გა­მოც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამ­ხა­ნა­გო­ბის წევრთათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (მით­ვი­სე­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით).

მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (მით­ვი­სე­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით);180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით).

ივა­ნე ცა­გუ­რი­ას წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თათ­ვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25 ,180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (დახ­მა­რე­ბა თაღ­ლი­თო­ბა­ში, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და დიდი ოდე­ნო­ბით), 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (გაფ­ლან­გვა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და დიდი ოდე­ნო­ბით).

გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით და­ყა­და­ღე­ბუ­ლია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფი"-ს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის და კომ­პა­ნი­ე­ბის არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ასე­ვე შპს "დექ­სუ­სის" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შპს "ალი­ანს კა­პი­ტა­ლის" სა­კუთ­რე­ბა­ში რი­ცხუ­ლი არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­ია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ცენტრ პოინტის ჯგუფი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს

ცენტრ პოინტის ჯგუფი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს

"ცენტრ პოინტის ჯგუფი" დაყადაღებულია. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება "ცენტრ პოინტის ჯგუფის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დაისაკუთრეს.

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" გარდა, მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების არაერთი უძრავი ქონებაც დაყადაღებულია. ასევე დაყადაღებულია შპს "დექსუსისა" და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც.

რამდენიმე წუთის წინ მთავარმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენების დაკითხვაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე გამოძიებას უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მთავარი პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს გამოძიებას "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე. გამოძიებით დადგინდა ამხანაგობა "თაბუკშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრების სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემები, რაშიც იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი ("ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი), მაია რჩეულიშვილი, ("ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი) და ივანე ცაგურია, (კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი, 33% წილის მფლობელი).

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოზიდულ იქნა 27.701.299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები შეადგენდა 23. 380.000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების "ცენტრ პოინტი ჯგუფის” დამფუძნებელთა მიერ წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის დასრულება.

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა ამავე ამხანაგობის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.833.806 აშშ დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს - 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;

ჯამში, "ამხანაგობა 88"-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნლი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.

რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

ივანე ცაგურიას წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს "დექსუსის” და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება", - ნათქვაია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ