მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს. "ნდო­ბა გვაქვს და­კარ­გუ­ლი, გა­მომ­ძი­ებ­ლებს უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ. თუ ვერ იძი­ე­ბენ საქ­მეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მო­ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, გა­და­ე­ცეს ის პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუმ­ცა ამა­ზეც უარი მი­ვი­ღეთ. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თქვა, ჩვენ გა­მო­ვი­ძი­ებ­თო, მაგ­რამ ამას რის სა­ფუძ­ველ­ზე იძა­ხის, როცა გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვუ­რე­კავთ და არა­ნა­ირ და­მა­ი­მე­დე­ბელს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის დედა თა­თია მე­ქე­რიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ის შს სა­მი­ნის­ტროს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე და­კი­თხვის მიზ­ნით უწყე­ბა­ში ოჯა­ხის წევრთა მო­ტყუ­ე­ბით მიყ­ვა­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თან­ხმდე­ბო­დით, მაგ­რამ გვი­თხრეს, მთავ­რო­ბის პირს უნდა თქვენ­თან შეხ­ვედ­რაო. წაგ­ვიყ­ვა­ნეს მო­ტყუ­ე­ბით და დაგ­ვსვეს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­დამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ოჯა­ხის კი­დევ ერთ წევ­რს, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბი­ას ესა­უბ­რა. თინა მე­ქე­რიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, უკვე 9 თვეა შსს-გან ცრუ და­პი­რე­ბებს იღე­ბენ.

"აღარ მჯე­რა, რად­გან 9 თვეა, გვე­უბ­ნე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნაო. სულ ამას იმე­ო­რე­ბენ. როცა პი­რა­დად შევხდით, იმე­დი მოგ­ვცა, რომ სამ კვი­რა­ში გახ­სნი­და საქ­მეს, მაგ­რამ მხო­ლოდ და­პი­რე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა აძ­ლევს მი­ნისტრს იმ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­ფუძ­ველს, რომ საქ­მე მალე გა­იხ­სნე­ბა? და­ვი­ღა­ლეთ ლო­დი­ნით", - დას­ძი­ნა თინა მე­ქე­რიშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე მის­მა უწყე­ბამ გა­მო­ი­ძი­ოს. ამას­თან ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც მი­მარ­თავს და საქ­მე­ში FBI-ს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჩარ­თვა­ში ფი­ნან­სურ და­მა­რე­ბას სთხოვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. "ნდობა გვაქვს დაკარგული, გამომძიებლებს უნდობლობას ვუცხადებთ. თუ ვერ იძიებენ საქმეს ღარიბაშვილის გამოყოფილი გამომძიებლები, გადაეცეს ის პროკურატურას, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ამას რის საფუძველზე იძახის, როცა გამომძიებლებს ვურეკავთ და არანაირ დამაიმედებელს არ გვეუბნებიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დაღუპული ჩვილის დედა თათია მექერიშვილმა.

ამასთან, ის შს სამინისტროს სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მიზნით უწყებაში ოჯახის წევრთა მოტყუებით მიყვანაში ადანაშაულებს.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით, მაგრამ გვითხრეს, მთავრობის პირს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წაგვიყვანეს მოტყუებით და დაგვსვეს სიცრუის დეტექტორზე", - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ.

"ინტერპრესნიუსი" ოჯახის კიდევ ერთ წევრს, გარდაცვლილი ბავშვის ბებიას ესაუბრა. თინა მექერიშვილის შეფასებითაც, უკვე 9 თვეა შსს-გან ცრუ დაპირებებს იღებენ.

"აღარ მჯერა, რადგან 9 თვეა, გვეუბნება ღარიბაშვილი, წინა ხელისუფლებამ გამოძიება ჩიხში შეიყვანაო. სულ ამას იმეორებენ. როცა პირადად შევხდით, იმედი მოგვცა, რომ სამ კვირაში გახსნიდა საქმეს, მაგრამ მხოლოდ დაპირებები მოვისმინეთ. მაინტერესებს, რა აძლევს მინისტრს იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ საქმე მალე გაიხსნება? დავიღალეთ ლოდინით", - დასძინა თინა მექერიშვილმა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, რაფალიანცის საქმე მისმა უწყებამ გამოიძიოს. ამასთან ოჯახი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და საქმეში FBI-ს გამომძიებლების ჩართვაში ფინანსურ დამარებას სთხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ