მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გიორგობიანი - "შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი"
ნინო გიორგობიანი - "შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი"

პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ და ვერ ჩა­ე­რე­ვა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ორ­ჯერ გა­ნა­ცხა­და, რომ იზი­ა­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას ბე­დუ­კა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ უკვე მო­უ­წო­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, რომ მა­ნაც გა­ი­ზი­ა­როს პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში მი­ნის­ტრის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ არის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. ზო­გა­დად, პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ და ვერ ჩა­ე­რე­ვა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა დღეს რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამას­თან, კბი­ლაშ­ვი­ლი არ ახ­მა­უ­რებს, რა პო­ზი­ცია ჰქონ­და ღა­რი­ბაშ­ვილს ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და არც პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­უ­ღი­ათ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა მი­ი­ღო. "ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მე­კის­რე­ბა მე", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნინო გიორგობიანი - "შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი"

ნინო გიორგობიანი - "შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი"

პროკურატურის საქმიანობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ და ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

"შინაგან  საქმეთა მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უკვე მოუწოდა არჩილ კბილაშვილს, რომ მანაც გაიზიაროს პრემიერის პოზიცია. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის განხილვაში მინისტრის მონაწილეობას, შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლოდ მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ზოგადად, პროკურატურის საქმიანობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ და ვერ ჩაერევა", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. ამასთან, კბილაშვილი არ ახმაურებს, რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიუღიათ და გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა მიიღო. "ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მეკისრება მე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ