პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"
ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"

სამ­თა­წყა­როს მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს შეხ­ვდა. რო­გორც ერთ-ერ­თმა სამ­თა­წყა­რო­ელ­მა, მუს­ლიმ­მა სუ­ლი­კო ცინ­ცა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლებს შო­რის ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

"ჩვენ 32 წე­ლია, რაც სამ­თა­წყა­რო­ში ჩა­მოგ­ვა­სახ­ლეს და ვმე­გობ­რობთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯა­ხებ­თან. სა­უ­ბა­რი, თით­ქოს ჩვენს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ვო­კა­ტორ ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი აკე­თებ­და", - აღ­ნიშ­ნა ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქრის­ტი­ან და მუს­ლიმ ხალ­ხს შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი. "ჩვენს შო­რის დაბ­რკო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა და ჩვენ ერ­თმა­ნეთს ლოც­ვა­ში ხელს არ ვუშ­ლით", - აღ­ნიშ­ნა სუ­ლი­კო ცინ­ცა­ძემ.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნის, თემო ჯა­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, სამ­თა­წყა­რო­ში მუს­ლი­მებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. "მუს­ლი­მებს არა­ვინ უკ­რძა­ლავს ლოც­ვას, პი­რი­ქით, რო­დე­საც მათი დღე­სას­წა­უ­ლე­ბია, გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან და ჩვენც ვე­პა­ტი­ჟე­ბით ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა თემო ჯა­ი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ კი სამ­თა­წყა­როს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც მუს­ლიმ და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. უწ­მინ­დეს­მა გა­იხ­სე­ნა მისი ბავ­შვო­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ისეთ ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი, სა­დაც მუს­ლიმ­თა და მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო.

"მე და­ვი­ბა­დე ყაზ­ბეგ­ში და ძა­ლი­ან ხში­რი სტუმ­რო­ბა იყო ჩემ­თან მუს­ლი­მა­ნი ქის­ტე­ბის. ჩვენ­თან რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. დედა და ბე­ბია ყვე­ლა­ზე კარგ ოთახ­ში აგებ­დნენ ხა­ლი­ჩებს, რომ იმათ თა­ვის­თვის ელო­ცათ. ჩვენ ხა­ტე­ბის წინ ვლო­ცუ­ლობ­დით, შემ­დეგ კი ერ­თად ვსხდე­ბო­დით და ვჭამ­დით საჭ­მელს", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ღმერ­თი არის ერთი და ამი­ტომ მუს­ლი­მე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უნდა და­ეხ­მა­რონ. "ჩვენ­თვის ერ­თიც და მე­ო­რეც შვი­ლე­ბი ხართ და არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებთ. ვი­საც ლოც­ვა მო­გინ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ ჩემ­თან მოხ­ვი­დეთ. თქვენ ერ­თმა­ნეთს უნდა და­ეხ­მა­როთ. მინ­და გი­თხრათ, რომ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ჩა­მო­ვი­დე თქვენს სო­ფელ­ში და პი­რა­დად მო­ვი­ნა­ხუ­ლო სამ­თა­წყა­რო. ხე­ლოვ­ნურ პრო­ვო­კა­ტო­რებს არ უნდა მო­უს­მი­ნოთ. ღვთის მად­ლით, მშვი­დად უნდა ვი­ყოთ და ღმერ­თი ვა­დი­დოთ", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

Თეო
0

Ბრძენი ადამიანია ჩვენი ოქროს პატრიარქი. მოუსმინეთ და არ ინანებთ

ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"

ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"

სამთაწყაროს მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა სამთაწყაროელმა, მუსლიმმა სულიკო ცინცაძემ განაცხადა, მათსა და მართლმადიდებლებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.

"ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე განცხადებით, ქრისტიან და მუსლიმ ხალხს შორის წლების განმავლობაში არსებობს ურთიერთსიყვარული. "ჩვენს შორის დაბრკოლება არ ყოფილა და ჩვენ ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ ვუშლით", - აღნიშნა სულიკო ცინცაძემ.

მართლმადიდებელი ქრისტიანის, თემო ჯაიანის განცხადებით კი, სამთაწყაროში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაა. "მუსლიმებს არავინ უკრძალავს ლოცვას, პირიქით, როდესაც მათი დღესასწაულებია, გვეპატიჟებიან და ჩვენც ვეპატიჟებით ქრისტიანულ დღესასწაულებზე და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს", - აღნიშნა თემო ჯაიანმა.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კი სამთაწყაროს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმინდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

"მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. "ჩვენთვის ერთიც და მეორეც შვილები ხართ და არავის დავაჩაგვრინებთ. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ. თქვენ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე თქვენს სოფელში და პირადად მოვინახულო სამთაწყარო. ხელოვნურ პროვოკატორებს არ უნდა მოუსმინოთ. ღვთის მადლით, მშვიდად უნდა ვიყოთ და ღმერთი ვადიდოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს