სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"
ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"

არც მე­ფეს, არც პრე­ზი­დენტს და არც პატ­რი­არ­ქს არ აქვს უფ­ლე­ბა მი­წე­ბი გა­ყი­დოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს, სამ­თა­წყა­როს მუს­ლი­მი და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

სამ­თა­წყა­რო­ე­ლებ­მა პატ­რი­არ­ქს მთავ­რო­ბას­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სთხო­ვეს, რათა გა­ყი­დუ­ლი სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბი ისევ მო­სახ­ლე­ო­ბას და­უბ­რუნ­დეს. "სო­ფელ­ში 480 კომ­ლი ვცხოვ­რობთ. წინა მთავ­რო­ბამ კი 280 ჰექ­ტა­რი მიწა გაგ­ვი­ყი­და. სო­ფელ­ში არ გვაქვს სახ­ნავ-სა­თე­სი და სა­ძო­ვა­რი მი­წე­ბი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს მი­წე­ბი თუ არ დაბ­რუნ­დე­ბა, ჩვენს იქ ცხოვ­რე­ბას აზრი ეკარ­გე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სამ­თა­წყა­რო­ში მცხოვ­რებ­მა სი­მონ ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სამ­თა­წყა­როს მო­სახ­ლე­ო­ბა მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბით არ­სე­ბობს, ამი­ტომ ეს სა­კი­თხი მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სი­მონ ცინ­ცა­ძე ამ­ბობს, რომ მათ წყლის პრობ­ლე­მაც აქვთ. "სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. არ გვაქვს წყა­ლი. გზე­ბი, რო­მე­ლიც სა­ინ­გი­ლოს­თან გვა­კავ­ში­რებს, არის ჩა­კე­ტი­ლი, ამი­ტომ ძა­ლი­ან რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და სი­მონ ცინ­ცა­ძემ.

პატ­რი­არ­ქმა სამ­თა­წყა­როს მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ პრობ­ლე­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. "ღვთის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არც მე­ფეს, არც პრე­ზი­დენტს და არც პატ­რი­არ­ქს არ აქვს უფ­ლე­ბა მი­წე­ბი გა­ყი­დოს. უნდა ვი­ლო­ცოთ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად და ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"

ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"

არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამთაწყაროს მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

სამთაწყაროელებმა პატრიარქს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა გაყიდული სახნავ-სათესი მიწები ისევ მოსახლეობას დაუბრუნდეს. "სოფელში 480 კომლი ვცხოვრობთ. წინა მთავრობამ კი 280 ჰექტარი მიწა გაგვიყიდა. სოფელში არ გვაქვს სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები, ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს მიწები თუ არ დაბრუნდება, ჩვენს იქ ცხოვრებას აზრი ეკარგება", - აღნიშნა სამთაწყაროში მცხოვრებმა სიმონ ცინცაძემ.

მისივე თქმით, სამთაწყაროს მოსახლეობა მიწაზე მუშაობით არსებობს, ამიტომ ეს საკითხი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმონ ცინცაძე ამბობს, რომ მათ წყლის პრობლემაც აქვთ. "სოფელში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა. არ გვაქვს წყალი. გზები, რომელიც საინგილოსთან გვაკავშირებს, არის ჩაკეტილი, ამიტომ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობაა", - განაცხადა სიმონ ცინცაძემ.

პატრიარქმა სამთაწყაროს მოსახლეობის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. "ღვთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება. არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს. უნდა ვილოცოთ ჩვენ ყველამ ერთად და ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია