წინასაარჩევნოდ დაკავებებისგან თავშეკავებაზე პრემიერ-მინისტრის მოწოდება შესრულდება

წინასაარჩევნოდ დაკავებებისგან თავშეკავებაზე პრემიერ-მინისტრის მოწოდება შესრულდება

წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებებისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება შესრულდება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებაზე პროკურატურის გამოხმაურება "ქმედებაში იქნება გამომჟღავნებული".

"პრემიერის მოწოდების აზრი არის ის, რომ პირის მიმართ, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და არის მის მიმართ ინფორმაცია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ, თუ გადაუდებელ აუცილებლობასთან არ გვაქვს საქმე. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ყოველივე პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვად არ იყოს აღქმული და მას ზეწოლის იარლიყი არ დაედოს. სრულიად დასაბუთებული და მისაღები განცხადებაა და ამიტომ ის შესრულდება", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ