მსახიობი დასტინ ჰოფმანი თითქმის ერთადერთია ჰოლივუდში, ვისაც ვარსკვლავური სენი არ შეყრია. არც ფოტოსესიები ხიბლავს და ინტერვიუებსაც იშვიათად თანხმდება. თუმცა, ჟურნალისტებმა დასტინთან გასაუბრება მაინც შეძლეს და დაინტერესდნენ, რას ფიქრობს სუსტ სქესზე.
მსახიობმა 1982 წელს გადაღებული ფილმი "ტუტსი" გაიხსენა და აღიარა, რომ ქალად გარდასახვისას მიხვდა, რა რთული ცხოვრება აქვთ ქალებს. მისი თქმით, კაცებს ქალების სილამაზეზე სტანდარტული შეხედულება აქვთ.
"გადასაღები მოედნიდან სახლში რომ დავბრუნდი, ბევრი ვიტირე. მივხვდი, რომ საინტერესო ქალს ვანსახიერებდი, მაგრამ გარეგნულად ნაკლებ მიმზიდველს - მსგავსი ტიპაჟის ქალს წვეულებაზე არ დაველაპარაკებოდი. მაშინ მივხვდი, რომ გარშემო ბევრი ლამაზი და საინტერესო ქალია, მაგრამ ვერ ვაფასებთ. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი საინტერესო გოგონა უბრალოდ ვერ შევამჩნიე", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.