Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრაფი სენ-ჟერმენი - XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნება
გრაფი სენ-ჟერმენი - XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნება

იგი ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე და ათას­წლე­უ­ლია ცო­ცხლობს, რომ ოდეს­ღაც ატ­ლან­ტი­და­ში სახ­ლობ­და და რამ­დენ­ჯერ­მე გარ­და­ი­სა­ხა, რომ სე­ნე­კა­სა და პლა­ტონ­თან უსა­უბ­რია, მო­სეს­თან ერ­თად გა­და­უვ­ლია ზღვა და კარ­გად იც­ნობ­და აბ­რა­ა­მის წი­ნაპ­რებს. თუმ­ცა ერ­ჩივ­ნა, სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რი არ ელა­პა­რა­კა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც წა­მოს­ცდე­ბო­და რა­ღა­ცე­ბი. მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა: "ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ქრის­ტეს, რომ ცუ­დად და­ამ­თავ­რებ­და". ეს უც­ნა­უ­რი და იდუ­მა­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ გრა­ფი სენ-ჟერ­მე­ნი.

ადა­მი­ა­ნი არ­სა­ი­დან

დღემ­დე არა­ვინ იცის, ვინ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში სენ-ჟერ­მე­ნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის 1696-1784 წლებ­ში ცხოვ­რობ­და. მკვლე­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, სენ-ჟერ­მე­ნი აფე­რის­ტი იყო, რო­მე­ლიც ოს­ტა­ტუ­რად სარ­გებ­ლობ­და ადა­მი­ან­თა უვი­ცო­ბი­თა და გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით. ზო­გი­ერ­თი მას ბრძე­ნად მი­იჩ­ნევ­და, რო­მელ­მაც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვის სა­ი­დუმ­ლო შე­იც­ნო და უკ­ვდა­ვე­ბის ელექ­სი­რი მო­ი­პო­ვა.

პრუ­სი­ის მეფე ფრიდ­რიხ II-ს მი­აჩ­ნდა, რომ სენ-ჟერ­მე­ნის სა­ი­დუ­მლოს ამოხ­სნას ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ შეძ­ლებ­და. ის იყო "ადა­მი­ა­ნი არ­სა­ი­დან".

გრაფს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ჰქონ­და: ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, კარ­გად იცო­და ინ­გლი­სუ­რი, იტა­ლი­უ­რი, ფრან­გუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი, შვე­დუ­რი, და­ნი­უ­რი ენე­ბი. ად­ვი­ლად ლა­პა­რა­კობ­და სხვა სლა­ვურ და აღ­მო­სავ­ლურ ენებ­ზე, რო­გორც ამ ქვეყ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მკვიდ­რი. ჰქონ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა და უკი­დე­გა­ნო ფან­ტა­ზია. ხში­რად თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებს შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის მოვ­ლე­ნებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე ისეთ წვრილ­მა­ნებს უყ­ვე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თვითმხილ­ველს შე­ეძ­ლო სცოდ­ნო­და და ძა­ლი­ან ერ­თო­ბო­და მათი დაბ­ნე­უ­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით. იგი ხში­რად იც­ვლი­და სა­ხე­ლებს, ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ გრაფ დე სენ-ჟერ­მე­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, თუმ­ცა ამ ტი­ტუ­ლის ფლო­ბის არა­ვი­თა­რი ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

პა­რი­ზულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ისე, რომ არა­ფე­რი იცო­და გრა­ფის იდუ­მა­ლი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ, ად­ვი­ლად მი­ი­ღო იგი და სენ-ჟერ­მე­ნი ლუ­დო­ვი­კო XV-ის კარ­ზე მალე იქცა ში­ნა­ურ ადა­მი­ა­ნად. შე­კი­თხვებს მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ იდუ­მა­ლი ღი­მი­ლით პა­სუ­ხობ­და. ამ­დე­ნად, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, ვინ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში გრა­ფი. ერთ-ერთი ვა­რა­უ­დით, სენ-ჟერ­მე­ნი ეს­პა­ნე­თის მეფე კარლ II-ის ქვრი­ვის, დე­დო­ფალ მა­რი­ას უკა­ნო­ნო ვაჟი იყო. თუმ­ცა თა­ვად ამ­ბობ­და, რომ და­ი­ბა­და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­უ­ცხოო ზღვის­პი­რა კლი­მა­ტი იყო, იხ­სე­ნებ­და, რო­გორ დარ­ბო­და მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის ტე­რა­სებ­ზე.

დრო­დად­რო იმა­საც ამ­ბობ­და, რომ მავ­რი­ტა­ნე­ლი მე­ფის მემ­კვიდ­რე იყო, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში, გრე­ნა­და­ში ჯერ კი­დევ არა­ბე­ბის მბრძა­ნებ­ლო­ბის დროს მე­ფობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ერ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ემ­ხრო­ბა ვერ­სი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სენ-ჟერ­მე­ნი ცნო­ბი­ლი თა­ვად ფე­რენც რა­კო­ცის უფ­რო­სი ვაჟი გახ­ლდათ. რა­კო­ცი სა­თა­ვე­ში ედგა ავ­სტრი­ე­ლი ჰაბსბურ­გე­ბის დი­ნას­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უნ­გრელ­თა აჯან­ყე­ბას.

1750 წელს სენ-ჟერ­მე­ნი იტა­ლი­ა­ში გა­მოჩ­ნდა და სწო­რედ მა­შინ მი­იქ­ცია პირ­ვე­ლად ყუ­რა­დღე­ბა. თა­ვი­დან ის ჰო­ლან­დი­ა­სა და ინ­გლის­ში ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და და იო­ლად მო­ი­პო­ვა მა­დამ დე პომ­პა­დუ­რი­სა და მეფე ლუ­დო­ვი­კო XV-ის კე­თილ­გან­წყო­ბა. მე­ფემ ლუ­ა­რის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე უმ­შვე­ნი­ე­რეს შამ­ბო­რის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც კი და­უთ­მო სენ-ჟერ­მენს. თა­ვი­სი ქი­მი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გად გრაფ­მა ქსო­ვი­ლის­თვის სა­ოც­რად მდგრა­დი სა­ღე­ბა­ვი მი­ი­ღო, ასე­ვე, ფერ­წე­რის­თვის გა­მო­ი­გო­ნა სა­ღე­ბა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სიბ­ნე­ლე­ში ას­ხი­ვებ­დნენ. რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის შე­ეძ­ლო 38-45 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრან­სში ყო­ფი­ლი­ყო, გა­უღ­ვი­ძებ­ლად.

კე­ნეტ მა­კენ­ზის თქმით, 1780 წელს გრა­ფი საფ­რან­გე­თის ელჩს სტუმ­რობ­და ჰა­ა­გა­ში. სწო­რედ ამ სტუმ­რო­ბი­სას გრაფ­მა ჩა­ქუ­ჩით და­ა­ნა­წევ­რა სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის მშვე­ნი­ე­რი ალ­მა­სი, მა­ნამ­დე კი ამ ალ­მა­სის დუბ­ლი­კა­ტი, ასე­ვე სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის, 5500 ლუ­ი­დო­რად მიჰ­ყი­და ერთ-ერთ იუ­ვე­ლირს.

სენ-ჟერ­მე­ნი არაფ­რით არ ჰგავ­და იმ დრო­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თაღ­ლი­თებს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც იყო გრა­ფი კა­ლი­ოს­ტრო. მას ყო­ველ­თვის ჰქონ­და ფული და ხელ­გაშ­ლი­ლად ცხოვ­რობ­და. მისი სი­სუს­ტე ბრი­ლი­ან­ტე­ბი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ჩაც­მა არ უყ­ვარ­და და მუქი ფე­რე­ბის სა­მოსს ამ­ჯო­ბი­ნებ­და, ძვირ­ფას ქვებს მის ტუ­ა­ლეტ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეჭი­რა. მუდ­მი­ვად თან ჰქონ­და ბრი­ლი­ან­ტე­ბით პირ­თამ­დე სავ­სე პა­ტა­რა ზარ­დახ­შა, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით აჩ­ვე­ნებ­და ყვე­ლას. სა­ი­დან მოჰ­ქონ­და ფული, არა­ვინ იცო­და. ამას­თან, გრა­ფი სენ-ჟერ­მე­ნი ბრწყინ­ვა­ლე მა­ნე­რე­ბი­თა და იდე­ა­ლუ­რი აღ­ზრდით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გრაფი სენ-ჟერმენი - XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნება

გრაფი სენ-ჟერმენი - XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნება

იგი ყველას ეუბნებოდა, რომ უკვე რამდენიმე საუკუნე და ათასწლეულია ცოცხლობს, რომ ოდესღაც ატლანტიდაში სახლობდა და რამდენჯერმე გარდაისახა, რომ სენეკასა და პლატონთან უსაუბრია, მოსესთან ერთად გადაუვლია ზღვა და კარგად იცნობდა აბრაამის წინაპრებს. თუმცა ერჩივნა, საკუთარ თავზე ბევრი არ ელაპარაკა, მიუხედავად ამისა, მაინც წამოსცდებოდა რაღაცები. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: "ყოველთვის ვეუბნებოდი ქრისტეს, რომ ცუდად დაამთავრებდა". ეს უცნაური და იდუმალი ადამიანი გახლდათ გრაფი სენ-ჟერმენი.

ადამიანი არსაიდან

დღემდე არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში სენ-ჟერმენი. სავარაუდოდ, ის 1696-1784 წლებში ცხოვრობდა. მკვლევართა უმეტესობის აზრით, სენ-ჟერმენი აფერისტი იყო, რომელიც ოსტატურად სარგებლობდა ადამიანთა უვიცობითა და გულუბრყვილობით. ზოგიერთი მას ბრძენად მიიჩნევდა, რომელმაც ფილოსოფიური ქვის საიდუმლო შეიცნო და უკვდავების ელექსირი მოიპოვა.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ს მიაჩნდა, რომ სენ-ჟერმენის საიდუმლოს ამოხსნას ვერასდროს ვერავინ შეძლებდა. ის იყო "ადამიანი არსაიდან".

გრაფს უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა: ძალიან ლამაზი იყო, კარგად იცოდა ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, რუსული, შვედური, დანიური ენები. ადვილად ლაპარაკობდა სხვა სლავურ და აღმოსავლურ ენებზე, როგორც ამ ქვეყნების ნებისმიერი მკვიდრი. ჰქონდა გამორჩეული მეხსიერება და უკიდეგანო ფანტაზია. ხშირად თანამოსაუბრეებს შორეული წარსულის მოვლენებსა და ადამიანებზე ისეთ წვრილმანებს უყვებოდა, რომლებიც მხოლოდ თვითმხილველს შეეძლო სცოდნოდა და ძალიან ერთობოდა მათი დაბნეული და გაოცებული გამომეტყველებით. იგი ხშირად იცვლიდა სახელებს, ყველაზე ხშირად სწორედ გრაფ დე სენ-ჟერმენად მოიხსენიებდნენ, თუმცა ამ ტიტულის ფლობის არავითარი ლეგალური უფლება არ ჰქონდა.

პარიზულმა საზოგადოებამ, ისე, რომ არაფერი იცოდა გრაფის იდუმალი წარსულის შესახებ, ადვილად მიიღო იგი და სენ-ჟერმენი ლუდოვიკო XV-ის კარზე მალე იქცა შინაურ ადამიანად. შეკითხვებს მისი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ იდუმალი ღიმილით პასუხობდა. ამდენად, დღემდე გაურკვეველი რჩება, ვინ იყო სინამდვილეში გრაფი. ერთ-ერთი ვარაუდით, სენ-ჟერმენი ესპანეთის მეფე კარლ II-ის ქვრივის, დედოფალ მარიას უკანონო ვაჟი იყო. თუმცა თავად ამბობდა, რომ დაიბადა ქვეყანაში, სადაც საუცხოო ზღვისპირა კლიმატი იყო, იხსენებდა, როგორ დარბოდა მდიდრული სასახლეების ტერასებზე.

დროდადრო იმასაც ამბობდა, რომ მავრიტანელი მეფის მემკვიდრე იყო, რომელიც ესპანეთში, გრენადაში ჯერ კიდევ არაბების მბრძანებლობის დროს მეფობდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესი ნაწილი ემხრობა ვერსიას, რომლის მიხედვითაც, სენ-ჟერმენი ცნობილი თავად ფერენც რაკოცის უფროსი ვაჟი გახლდათ. რაკოცი სათავეში ედგა ავსტრიელი ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ უნგრელთა აჯანყებას.

1750 წელს სენ-ჟერმენი იტალიაში გამოჩნდა და სწორედ მაშინ მიიქცია პირველად ყურადღება. თავიდან ის ჰოლანდიასა და ინგლისში ცხოვრობდა. შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და იოლად მოიპოვა მადამ დე პომპადურისა და მეფე ლუდოვიკო XV-ის კეთილგანწყობა. მეფემ ლუარის სანაპიროზე მდებარე უმშვენიერეს შამბორის ციხესიმაგრეში განთავსებული ქიმიური ლაბორატორიაც კი დაუთმო სენ-ჟერმენს. თავისი ქიმიური ექსპერიმენტების შედეგად გრაფმა ქსოვილისთვის საოცრად მდგრადი საღებავი მიიღო, ასევე, ფერწერისთვის გამოიგონა საღებავები, რომლებიც სიბნელეში ასხივებდნენ. რელაქსაციისთვის შეეძლო 38-45 საათის განმავლობაში ტრანსში ყოფილიყო, გაუღვიძებლად.

კენეტ მაკენზის თქმით, 1780 წელს გრაფი საფრანგეთის ელჩს სტუმრობდა ჰააგაში. სწორედ ამ სტუმრობისას გრაფმა ჩაქუჩით დაანაწევრა საკუთარი წარმოების მშვენიერი ალმასი, მანამდე კი ამ ალმასის დუბლიკატი, ასევე საკუთარი წარმოების, 5500 ლუიდორად მიჰყიდა ერთ-ერთ იუველირს.

სენ-ჟერმენი არაფრით არ ჰგავდა იმ დროისთვის დამახასიათებელ თაღლითებს, მაგალითად, როგორიც იყო გრაფი კალიოსტრო. მას ყოველთვის ჰქონდა ფული და ხელგაშლილად ცხოვრობდა. მისი სისუსტე ბრილიანტები იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეულად ჩაცმა არ უყვარდა და მუქი ფერების სამოსს ამჯობინებდა, ძვირფას ქვებს მის ტუალეტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მუდმივად თან ჰქონდა ბრილიანტებით პირთამდე სავსე პატარა ზარდახშა, რომელსაც სიამოვნებით აჩვენებდა ყველას. საიდან მოჰქონდა ფული, არავინ იცოდა. ამასთან, გრაფი სენ-ჟერმენი ბრწყინვალე მანერებითა და იდეალური აღზრდით გამოირჩეოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს