სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "კარტლის"-მა "პიონერის" სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო
კომპანია "კარტლის"-მა "პიონერის" სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო

მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­ი­დარ­ში, აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში წამ­ყვან­მა კომ­პა­ნი­ამ "კარტლი­სი", იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის "პი­ო­ნე­რის" სა­თეს­ლე ხორ­ბლის ახა­ლი ჯი­შის მო­სავ­ლის აღე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­წე­სე­ბულ "მინ­დვ­რის დღე­ზე", ხორ­ბლის აღე­ბის პრო­ცესს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად უცხო­ე­ლი ფერ­მე­რე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, ეგ­ვიპ­ტე­დან, ირა­ნი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, ინ­დო­ე­თი­დან და­ეს­წრნენ. ასე­ვე ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რე­ბი სომ­ხე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან. მო­სავ­ლის აღე­ბის პრო­ცესს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ.

RP22R58 ჯი­შის ხორ­ბა­ლი კომ­პა­ნია "კარტლი­სი"-ს და­თე­სი­ლი აქვს მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­ი­დარ­ში 55 ჰექ­ტარ­ზე და დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შინდლარ­ში 25 ჰექ­ტარ­ზე. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორი­ვე ად­გი­ლას ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ყა­ნე­ბი "კარტლი­სის" ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა მოვ­ლი­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს ჯი­შის სწორ შერ­ჩე­ვას, ნი­ა­და­გის შე­სა­ბა­მის და­მუ­შა­ვე­ბას, სა­სუ­ქე­ბი­სა და ჰერ­ბი­ცი­დის სწორ შერ­ჩე­ვა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას, სა­სუ­ქე­ბით გა­მოკ­ვე­ბის სქე­მის და­მუ­შა­ვე­ბას და ა.შ. "ეს ხორ­ბა­ლი გა­სუ­ლი წლის 15 ოქ­ტომ­ბერს დავ­თე­სეთ. ეს ახა­ლი ჯიში, ჩვენ­თან იტა­ლი­ი­დან შე­მო­დის და იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბი­საა. თეს­ვამ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნა მძი­მე კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­შიც კი. ამ ჯიშს აქვს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი და შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლია მოგ­ვცეს 1 ჰექ­ტარ­ზე 7-9 ტონა ხორ­ბა­ლი, ხოლო იმ ჯი­შის სა­თეს­ლე ხორ­ბლით, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად თე­სა­ვენ, ჰექ­ტარ­ზე 2-3 ტონა ხორ­ბა­ლი მო­დის"- აცხა­დებს კომ­პა­ნია "კარტლი­სი"-ს დი­რექ­ტო­რი რო­ბერტ რე­ვია.

მო­სავ­ლის აღე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ის ფერ­მე­რე­ბიც და­ეს­წრნენ, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის მარ­ცვლე­უ­ლი მო­ყავთ, ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­თეს­ლე ჯი­შით იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დნენ, რომ სა­კუ­თარ მი­წებ­ზე წელს ხორ­ბალ­საც და­თე­სა­ვენ. "კომ­პა­ნია "კარტლი­სის­გან" 30 ტონა ხორ­ბლის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. იმა­ზე ბევ­რად მეტი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღე, რა­საც ვე­ლო­დი. 70 ჰექ­ტარ­ზე მაქვს და­თე­სი­ლი და 600 ტონა მო­სა­ვალს ავი­ღებ. ეს ჯიში პირ­ვე­ლად მოვ­სინ­ჯე. აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ "ბე­ზოს­ტა­ია-1"-ს (რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში "უფხო პირ­ვე­ლით" არის ცნო­ბი­ლი) ვთე­სავ­დით. მას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად მეტი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღეთ. გან­სხვა­ვე­ბა ამ ორ ჯიშს შო­რის ძა­ლი­ან დი­დია" - გა­ნა­ცხა­და ფერ­მერ­მა მი­რი­ან ჩხი­ტუ­ნი­ძემ.

ხორ­ბლის აღე­ბის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი პეტ­რე ნას­ყი­დაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბულ გა­მოც­დის პრო­ცეს­საც აკ­ვირ­დე­ბო­და და აღ­ნიშ­ნულ ჯიშს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცა. "კარტლის­მა" ხორ­ბლის ეს ჯიში გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის, ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში გა­მო­ცა­და და ძალ­ზე კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღო. ამი­ტომ და­დე­ბი­თად ვა­ხა­სი­ა­თებ ამ ჯიშს, რად­გან სხვა, არა­ერთ და­დე­ბით თვი­სე­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, სხვა ჯი­შებ­თან შე­და­რე­ბით ად­რე­უ­ლია. მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ, მზად ვარ, და­ვუ­წე­რო რე­კო­მენ­და­ცია, რომ ხორ­ბლის თეს­ლის ეს ჯიში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იმ ზო­ნა­ში გავ­რცელ­დეს, სა­დაც მე­ხორ­ბლე­ო­ბას მის­დე­ვენ. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა მისი კლი­მა­ტი­სად­მი ამ­ტა­ნო­ბა­სა და მა­ღალ­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს" - აცხა­დებს აკა­დე­მი­კო­სი პეტ­რე ნას­ყი­დაშ­ვი­ლი.

კომ­პა­ნია "კარტლის"-ის მე­ნე­ჯმენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, RP22R58 ჯი­შის ხორ­ბა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ფარ­თოდ გა­მოს­ცა­დეს - 7 რა­ი­ონ­ში 150 ჰექ­ტარ­ზე. შე­სა­და­რებ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შის ხორ­ბლით და­თე­სი­ლი ყა­ნე­ბის გვერ­დით ყველ­გან ეთე­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჯიში "ბე­ზოს­ტა­ია-1" (სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი რო­გორც "უფხო პირ­ვე­ლი"). ჯიშ­მა- PR22R58 ყველ­გან აჯო­ბა სტან­დარტს "ბე­ზოს­ტა­ია-1"-ს და ასე­ვე აჩ­ვე­ნა უფრო მა­ღა­ლი მო­სავ­ლე­ბი მე­ზო­ბელ ფარ­თო­ბებ­თან შე­და­რე­ბით.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შის ხორ­ბა­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი საც­დე­ლი თეს­ვის შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ახლა უკვე "კარტლის­თან" ერ­თად ფერ­მე­რებ­მა ბოლ­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლის, გო­რის, დმა­ნი­სის, სიღ­ნა­ღის და დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნებ­ში სულ 1000 ჰექ­ტა­რამ­დე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­თე­სეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, რო­გორც რო­ბერტ რე­ვია აცხა­დებს, ეს არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სიც აქვს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი. "2013 წლის ფა­სე­ბი ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი, რად­გან არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი წლე­ვან­დელ მო­სა­ვალ­ზე, რომ­ლის აღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ წუ­თებ­ში. კომ­პა­ნია "პი­ო­ნე­რი" ხორ­ბლის თეს­ლის ახალ ფა­სებს 30 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ვა­რა­უ­დო ფასი 1 რეპ­რო­დუქ­ცი­ის სა­თეს­ლე ხორ­ბალ­ზე იქ­ნე­ბა 1,1 ევრო/კგ," - აღ­ნიშ­ნავს რო­ბერტ რე­ვია.

კომ­პა­ნია "კარტლის"-ი (ყო­ფი­ლი "გა­რე­მო და ანა­ლი­ტი­კა") 1997 წელს და­არ­სდა და მუ­შა­ობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით: სა­თეს­ლე მა­სა­ლა, სა­სუ­ქე­ბი, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მე­ბი, სა­სოფ­ლო - სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბა. ამ დრო­ის­თვის იგი თა­ნამ­შრომ­ლობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ისეთ მსოფ­ლიო ბრენ­დებ­თან რო­გო­რე­ბი­ცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია ფერ­მერ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მათ შო­რის: ლა­გო­დეხ­ში, ბოლ­ნის­ში, წნორ­ში, გორ­ში,ზუგ­დიდ­ში და სხვა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში. "კარტლი­სი" პრეს­ტი­ჟუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ჯილ­დოს "ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"- ის მფლო­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ას ჯილ­დო პეს­ტი­ცი­დე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის გა­და­ე­ცა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

კომპანია "კარტლის"-მა "პიონერის" სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო

კომპანია "კარტლის"-მა "პიონერის" სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო

მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში, აგრარულ სექტორში წამყვანმა კომპანიამ "კარტლისი", იტალიური წარმოების "პიონერის" სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ "მინდვრის დღეზე", ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტედან, ირანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

RP22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია "კარტლისი"-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰექტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები "კარტლისის" ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამის დამუშავებას, სასუქებისა და ჰერბიციდის სწორ შერჩევასა და გამოყენებას, სასუქებით გამოკვების სქემის დამუშავებას და ა.შ. "ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში, ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რასაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის"- აცხადებს კომპანია "კარტლისი"-ს დირექტორი რობერტ რევია.

მოსავლის აღების პრეზენტაციას ის ფერმერებიც დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა კულტურის მარცვლეული მოყავთ, ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სათესლე ჯიშით იმდენად დაინტერესდნენ, რომ საკუთარ მიწებზე წელს ხორბალსაც დათესავენ. "კომპანია "კარტლისისგან" 30 ტონა ხორბლის თესლი შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმაზე ბევრად მეტი მოსავალი მივიღე, რასაც ველოდი. 70 ჰექტარზე მაქვს დათესილი და 600 ტონა მოსავალს ავიღებ. ეს ჯიში პირველად მოვსინჯე. აქამდე საქართველოში ფართოდ გავრცელებულ "ბეზოსტაია-1"-ს (რომელიც საქართველოში "უფხო პირველით" არის ცნობილი) ვთესავდით. მასთან შედარებით ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ. განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის ძალიან დიდია" - განაცხადა ფერმერმა მირიან ჩხიტუნიძემ.

ხორბლის აღების პროცესს ესწრებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილიც, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ გამოცდის პროცესსაც აკვირდებოდა და აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითი შეფასება მისცა. "კარტლისმა" ხორბლის ეს ჯიში გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა რაიონში, მათ შორის, ქართლსა და კახეთში გამოცადა და ძალზე კარგი შედეგი მიიღო. ამიტომ დადებითად ვახასიათებ ამ ჯიშს, რადგან სხვა, არაერთ დადებით თვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სხვა ჯიშებთან შედარებით ადრეულია. მოსავლის აღების შემდეგ, მზად ვარ, დავუწერო რეკომენდაცია, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ. მისი განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაში მდგომარეობს" - აცხადებს აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი.

კომპანია "კარტლის"-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, RP22R58 ჯიშის ხორბალი საქართველოში თავდაპირველად ფართოდ გამოსცადეს - 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესადარებლად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში "ბეზოსტაია-1" (საქართველოში ცნობილი როგორც "უფხო პირველი"). ჯიშმა- PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს "ბეზოსტაია-1"-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე "კარტლისთან" ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც რობერტ რევია აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და შესაბამისად, ფასიც აქვს საკმაოდ მაღალი. "2013 წლის ფასები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან არის დამოკიდებული წლევანდელ მოსავალზე, რომლის აღება მიმდინარეობს ამ წუთებში. კომპანია "პიონერი" ხორბლის თესლის ახალ ფასებს 30 ივლისს გამოაქვეყნებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავარაუდო ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე იქნება 1,1 ევრო/კგ," - აღნიშნავს რობერტ რევია.

კომპანია "კარტლის"-ი (ყოფილი "გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში,ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. "კარტლისი" პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს "ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"- ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი