მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის
ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. რო­გორც ბე­დუ­კა­ძემ დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის იმ გან­ცხა­დე­ბას ასა­ჩივ­რებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბე­დუ­კა­ძემ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ თან­ხა აიღო.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" დღემ­დე ვერ მო­უ­ნე­ლე­ბი­ათ ეს კად­რე­ბი და ვერც მო­ი­ნე­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბას კი სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებ", - გა­ნა­ცხა­და ლადო ბე­დუ­კა­ძემ, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ კად­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ რა­ი­მე თან­ხა აქვს აღე­ბუ­ლი.

ამას­თან, ბე­დუ­კა­ძე იმ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც ჩი­ვის, რომ­ლე­ბიც წა­მე­ბა­ში მას პი­რა­დად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი აცხა­დებს, რომ სამი სა­ჩი­ვა­რი ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბის ბრალ­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ცრუ დას­მე­ნის მუხ­ლით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უკვე შე­სუ­ლია.

ამას­თან, ბე­დუ­კა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას მად­ლო­ბას უხ­დის, რომ სი­მარ­თლე არ და­მა­ლა და აცხა­დებს, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში მწა­მებ­ლად არც ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

იგი გა­მო­ეხ­მა­უ­რა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, თინა ხი­და­შე­ლის პო­ზი­ცი­ა­საც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ კო­ლექ­ტი­უ­რი ბე­დუ­კა­ძე­ე­ბი, სის­ტე­მა­ში ის არ მოხ­დე­ბო­და, რაც წა­მე­ბის კად­რებ­შია ასა­ხუ­ლი".

ბე­დუ­კა­ძე ხი­და­შელს ურ­ჩევს, საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნოს, ყო­ფილ პა­ტიმ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­როს და ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რე­ბი მის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კი­თხვას, რა­ტომ არ გავ­რცელ­და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი 2011 წელსვე, რო­დე­საც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა მოხ­და და რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ეს პრო­ცე­სი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 2012 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე, ბე­დუ­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იმ გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც ფი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და მისი და მისი მე­გობ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ლადო ბე­დუ­კა­ძემ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ იგი გეგ­მავს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლო­ვან უწყე­ბებს მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს და და­ი­ცავს პა­ტიმ­რე­ბის და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც ბედუკაძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტის იმ განცხადებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების სანაცვლოდ თანხა აიღო.

"მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალებს" დღემდე ვერ მოუნელებიათ ეს კადრები და ვერც მოინელებენ. სააკაშვილის ბრალდებას კი სასამართლოში გავასაჩივრებ", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ კადრების სანაცვლოდ რაიმე თანხა აქვს აღებული.

ამასთან, ბედუკაძე იმ ყოფილი პატიმრების წინააღმდეგაც ჩივის, რომლებიც წამებაში მას პირადად ადანაშაულებენ.

ციხის სკანდალური კადრების ავტორი აცხადებს, რომ სამი საჩივარი ყოფილი პატიმრების ბრალდებების წინააღმდეგ, ცრუ დასმენის მუხლით, პროკურატურაში უკვე შესულია.

ამასთან, ბედუკაძე პროკურატურას მადლობას უხდის, რომ სიმართლე არ დამალა და აცხადებს, რომ საქმის მასალებში მწამებლად არც ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით არ არის დასახელებული.

იგი გამოეხმაურა უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის პოზიციასაც, რომლის მიხედვითაც, "რომ არ ყოფილიყვნენ კოლექტიური ბედუკაძეები, სისტემაში ის არ მოხდებოდა, რაც წამების კადრებშია ასახული".

ბედუკაძე ხიდაშელს ურჩევს, საქმის მასალებს გაეცნოს, ყოფილ პატიმრებთან კონსულტაციები გაიაროს და ამის შემდეგ გააკეთოს კომენტარები მის შესახებ.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების კითხვას, რატომ არ გავრცელდა წამების ამსახველი კადრები 2011 წელსვე, როდესაც ვიდეოჩანაწერების ციხიდან გამოტანა მოხდა და რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი 1 წლის განმავლობაში - 2012 წლის სექტემბრამდე, ბედუკაძემ აღნიშნა, რომ ეს იმ გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ფირების გავრცელებაში იყო ჩართული და მისი და მისი მეგობრების უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდებოდა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლადო ბედუკაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი გეგმავს საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ძალოვან უწყებებს მკაცრად გააკონტროლებს და დაიცავს პატიმრების და ბრალდებულების უფლებებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა