თანასწორობის ინსტიტუტი მოითხოვს, ”სიმართლისა და შერიგების კომისია” შეიქმნას, რომელსაც პატრიარქი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ უფლებათა დამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"თანასწორობის ინსტიტუტი მოითხოვს, რომ საქართველოში შეიქმნას "სიმართლისა და შერიგების კომისია, რათა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები გამოავლინოს და მერე ჭრილობების მოშუშებას ხელი შეუწყოს. ამ კომისიის თავმჯდომარედ ჩვენ ყოველგვარი ყოყმანისა და ალტერნატივის გარეშე ვასახელებთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს. სამხრეთ აფირკის შემთხვევაში ეს იყო ასევე სასულიერო პირი, დესმონდ ტუტუ. ჩვენს შემთხვევაში ილია მეორეს ალტერნატივა უბრალოდ არ ჰყავს. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. შემოგვიერთდით. ჩვენი საზოგადოების იარების მოშუშებას მხოლოდ ეს უშველის", - წერს ირაკლი კაკაბაძე.