პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება
ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აცხა­დებს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში კოც­ნას არ კრძა­ლავს.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით კოც­ნა არ იკ­რძა­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ გა­შიშ­ვლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში მო­საქ­მე­ბა, სხვა უხამ­სო­ბე­ბი და არა პა­ე­მა­ნი ან კოც­ნა, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ასეთ ქმე­დე­ბად. კა­ნონპ­რო­ექ­ტში ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბა ქუ­ჩებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, ტრან­სპორ­ტში და სხვა ად­გი­ლებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი უკვე მოქ­მე­დებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი მხო­ლოდ ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეს არ არის ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ესაა მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბის შეც­ვლას შე­ე­ხე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი ახ­ლაც მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უბ­რა­ლოდ სა­უ­ბა­რია ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა და იქვე გან­მარ­ტა, რომ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მოხ­მა­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე კეთ­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბა, ამა­ვე ად­გი­ლას ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა 300 ლა­რით, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში კი - 500 ლა­რით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ხედ­ვის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა და კა­ნონ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის გან­სა­ზღვრის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და.

კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, "ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმა ქუ­ჩებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში, გარ­და სა­ვაჭ­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი­სა, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჩა­მოს­ხმით გა­ყიდ­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყოფ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით და­ის­ჯე­ბა, ხოლო მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით".

ამა­ვე პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, თუ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბა­თა მი­ხედ­ვით და დამ­რღვე­ვი პი­როვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არა­საკ­მა­რი­სად ჩა­ით­ვლე­ბა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 15 დღე-ღა­მემ­დე ვა­დით.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება

ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კანონპროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნას არ კრძალავს.

"ამ კანონპროექტით კოცნა არ იკრძალება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიძლება მოვიაზროთ გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება, სხვა უხამსობები და არა პაემანი ან კოცნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედებად. კანონპროექტში ძირითადი ცვლილებები ეხება ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი უკვე მოქმედებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარგენილი კანონპროექტი კი მხოლოდ ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

"ეს არ არის ახალი კანონპროექტი, ესაა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც ჯარიმების ოდენობის შეცვლას შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი ახლაც მოქმედებს საქართველოში, უბრალოდ საუბარია ჯარიმების გამკაცრებაზე", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა და იქვე განმარტა, რომ ძირითადი აქცენტი ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის დაწესებულ პასუხისმგებლობაზე კეთდება.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია