ქუთაისის საბინაო სამსახურში ტენდერების დაგვიანებით გამოცხადება ერთადერთი პრობლემა არ არის და ისედაც დაგვიანებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, "ბერძელქვა 20" სამუშაოების დაწყებას თავადაც აჭიანურებს.
"ბერძელქვა 20" - მა, რომელსაც 294 494 ლარიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელშეკრულების თანახმად, ქალაქში 37 ლიფტის შეკეთების ვალდებულება აიღო. მას საცხოვრებელ კორპუსებში ძველი ლიფტების შეკეთება ჯერ კიდევ 14 ივნისს უნდა დაეწყო, თუმცა ქუთაისში არც ერთი ლიფტი შეკეთებული არ არის.