მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს
მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს

მექ­სი­კა­ში ჭარ­ბი წო­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მე­ტია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ზრდას­რუ­ლი მექ­სი­კე­ლე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი ან 32,8 % ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია. ეს აშშ-ს მო­ნა­ცე­მებ­ზე მე­ტია, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 31,8 %-ს შე­ად­გენს. მე­სა­მე ად­გილ­ზე სი­რი­აა - 31,6 %-ით.

რუ­სეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­ო­თხედს- 24,9 %-ს სიმ­სუქ­ნე აწუ­ხებს. ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. ბე­ლა­რუს­სა და უკ­რა­ი­ნა­ში ჭარ­ბწო­ნი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 23,4 და 20,1 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ჩხე­რად და­სახ­ლე­ბულ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა უფრო მა­ღა­ლია. ნა­უ­რუს რეს­პუბ­ლი­კა­ში მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვმა 71 პრო­ცენტს მი­აღ­წია. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

გა­ე­როს ან­გა­რიშ­ში 2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. უფრო გვი­ა­ნი სტა­ტის­ტი­კით, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (OECD) გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მექ­სი­კა­ში ჭარ­ბწო­ნი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და და 30% შე­ად­გი­ნა.

მექ­სი­კის მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტს ზედ­მე­ტი წონა აწუ­ხებს. ამას­თან ქვე­ყა­ნა­ში მსუ­ქა­ნი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო ათი წლის მან­ძილ­ზე 8%-ით გა­ი­ზარ­და.

ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა სიმ­სუქ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. კერ­ძოდ, ღა­რიბ ოჯა­ხებს ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის კუ­პო­ნებს ური­გებს და სკო­ლებ­ში სწორ კვე­ბა­ზე ლექ­ცი­ებს ატა­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს

მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს

მექსიკაში ჭარბი წონით დაავადებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

ზრდასრული მექსიკელების თითქმის მესამედი ან 32,8 % ჭარბწონიანია. ეს აშშ-ს მონაცემებზე მეტია, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 31,8 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე სირიაა - 31,6 %-ით.

რუსეთში მოსახლეობის თითქმის მეოთხედს- 24,9 %-ს სიმსუქნე აწუხებს. ანალოგიური მაჩვენებელია დიდ ბრიტანეთში. ბელარუსსა და უკრაინაში ჭარბწონიანთა რაოდენობა - 23,4 და 20,1 პროცენტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მეჩხერად დასახლებულ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში ჭარბწონიანობა უფრო მაღალია. ნაურუს რესპუბლიკაში მსუქანი ადამიანების რიცხვმა 71 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობს.

გაეროს ანგარიშში 2008 წლის მონაცემებია გათვალისწინებული. უფრო გვიანი სტატისტიკით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა, მექსიკაში ჭარბწონიანთა რაოდენობა შემცირდა და 30% შეადგინა.

მექსიკის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის 70%-ზე მეტს ზედმეტი წონა აწუხებს. ამასთან ქვეყანაში მსუქანი ბავშვების რაოდენობა ბოლო ათი წლის მანძილზე 8%-ით გაიზარდა.

ქვეყნის მთავრობა სიმსუქნის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. კერძოდ, ღარიბ ოჯახებს ჯანსაღი საკვების კუპონებს ურიგებს და სკოლებში სწორ კვებაზე ლექციებს ატარებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა