პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკ­ლი ალა­სა­ნია - "ეს და­კა­ვე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო"

თავ­დაც­ვის სფე­რო­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის ერ­თსა და იმა­ვე ბა­ზა­ზე ორ­ჯერ მოხ­და თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და რა­საც დი­დი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მო­ხერ­ხდა თუ არა ამ ბა­ზის­თვის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლის შეც­ვლა ან უსაფ­რთხო­ე­ბის სხვა ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბ­ა?

- უპირ­ვე­ლე­სად გეტყ­ვით, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტი გა­და­სუ­ლია მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი­ად ახალ რე­ჟიმ­ზე. უსაფ­რთხო­ე­ბის ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ავ­ღა­ნეთ­ში ჩე­მი ვი­ზი­ტი­სას ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ნა­ტოს სარ­დლო­ბას­თან ერ­თად და­ი­გეგ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ა. ის ორი მცი­რე ბა­ზა, რო­მელ­თა და­ხურ­ვაც და­გეგ­მი­ლი იყო, და­ი­ხუ­რა. ჩვე­ნი შე­ნა­ერ­თე­ბი გა­და­ვიდ­ნენ უფ­რო უსაფ­რთხო ად­გი­ლას. ახ­ლა­ხან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ერ­თ-ერ­თი მოად­გი­ლე დაბ­რუნ­და ავ­ღა­ნე­თი­დან, ახ­ლა უკ­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, გე­ნე­რა­ლი კა­პა­ნა­ძე მი­ემ­გზავ­რე­ბა იქ, რა­თა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­მოწ­მოს. ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა­ა. გარ­წმუ­ნებთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რის გა­კე­თე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ისე კი, მომ­ხდა­რის დროს ჩვენს სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს არც ერ­თი სტან­დარ­ტუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ და­ურ­ღვე­ვი­ათ, ამ­გვა­რი თავ­დას­ხმე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არ მხო­ლოდ ჩვენს და­ნა­ყო­ფებ­ზე. ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შე­ვის­წავ­ლეთ მომ­ხდა­რი და შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ ჩვე­ნი ბა­ზა ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე იმი­ტომ არ გამ­ხდა­რა, რომ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც ქარ­თუ­ლი ბა­ზა იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვი, თით­ქოს ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დაწყ­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ა. ეს ასე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ლი­ბა­ნი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ა, ისი­ნი სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნის კონ­ტინ­გენტს უქ­მნი­ან საფ­რთხეს.

- ბრძა­ნეთ, რომ გაჩ­ნდა ეჭ­ვი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნედ იქ­ცა, რა­საც ხე­ლი შე­უწყო თა­ლი­ბა­ნის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვებ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მა­ლე­ვე გა­ნაცხ­ა­და, რომ ეს ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან აიტ­ვირ­თა, თუმ­ცა დღემ­დე არ არის ეს საქ­მე ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რა იცით ამის თა­ო­ბა­ზე?

- იმ ვი­დე­ო­მუ­ქა­რის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­ჩე­ნა არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა ჩვენს ბა­ზა­ზე ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას. რო­გორც უკ­ვე ვთქვი, თა­ლი­ბა­ნი ზო­გა­დად არის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი. ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებ­შია ამის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბა. უნ­და გა­ვი­გოთ, რა სა­ხის ან­ტი­ქარ­თულ კამ­პა­ნი­ას­თან გვაქვს საქ­მე. ვხე­დავ გარ­კვე­ულ კავ­შირს ამ ვი­დე­ო­მუ­ქა­რა­სა და იმ ამო­რა­ლურ წე­რილს შო­რის, რო­მე­ლიც "ნიუ იორკ თა­იმ­სში" და­ი­ბეჭ­და და რაც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. რო­გორც ამ ვი­დე­ო­ე­ბის, ასე­ვე ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ა. გზა და­სავ­ლე­თის­კენ - ეს არის არა მხო­ლოდ ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი. ვინც ამა­ზე ცდი­ლობს დარ­ტყმას, ყვე­ლა უნ­და გა­ი­შიფ­როს და უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, ვინ შე­იძ­ლე­ბა ცდი­ლობ­დეს ამას?

- ვა­რა­უ­დებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. აშ­კა­რა­ა, რომ ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს, ასე­ვე მათ აყო­ლი­ლი მარ­გი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც სცა­დეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის ასა­გო­რებ­ლად, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

- თუ იც­ნობთ ძი­ე­ბის მა­სა­ლებს, რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ეს საქ­მე ასე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ კლი­პე­ბი შე­საძ­ლოა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას და­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

- ამ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს ვე­რა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ. ამ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი დროს მო­ითხ­ოვს, მარ­ტო IP მი­სა­მარ­თის დად­გე­ნა არ არის საკ­მა­რი­სი. საქ­მის მა­სა­ლებს ვიც­ნობ და გეტყ­ვით, რომ არ­სე­ბობს არა­ერ­თი ხრი­კი ამ IP მი­სა­მარ­თე­ბის შე­ნიღ­ბვი­სა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა წინ მი­ი­წევს და თუ გვინ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ვად­გი­ნოთ, არ უნ­და ავ­ჩქარ­დეთ.

- ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს საბ­ჭო და გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ანი სტუმ­რობ­დნენ, რომ­ლის­გა­ნაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ ნა­ტოს კა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კვლა­ვაც ღი­ა­ა, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბი­თაც არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი.

- ამ ვი­ზი­ტით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტებ­მა შეძ­ლეს ად­გილ­ზე ენა­ხათ, თუ სა­ით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო. უამ­რა­ვი ტყუ­ილ­-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბო­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მათ მკვეთ­რად და­ი­ნა­ხეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი გზა ევ­რო­პის­კენ შე­უქ­ცე­ვა­დი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რე­ფორ­მე­ბი რო­გორც თავ­დაც­ვის, ისე ში­ნა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის სფე­რო­ში. და­ი­ნა­ხეს ისიც, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. მო­ე­წო­ნათ, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და გა­რე ვექ­ტო­რის შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი ვთან­ხმდე­ბით. ისი­ნი ახ­ლა ელო­დე­ბი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­მელ­მაც ციკ­ლი უნ­და და­ას­რუ­ლოს და რო­მე­ლიც უნ­და ჩა­ტარ­დეს მა­ღა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­ვე ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზეა გა­და­სუ­ლი. ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა და­სახ­ვე­წია ლო­ჯის­ტი­კის ან ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის კუთხ­ით, მაგ­რამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია ზუს­ტად ნა­ტო­ელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ფარ­დი­ა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­ვე ნა­ტო­ში არი­ან. ახ­ლა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნ­და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ნა­ტო­ში და და­ვე­წი­ოთ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვა­ლი წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იგეგ­მე­ბა ნა­ტოს სა­მი­ტი, გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გან­ხილ­ვა იმი­სა, თუ რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ახა­ლი ნა­ბი­ჯი. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ვი­წევთ წინ. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, კონ­კრე­ტუ­ლად რა ფორ­მით მოხ­დე­ბა ეს, ამას არ ვიტყ­ვი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 2014 წლის პრი­ო­რი­ტე­ტად MAP-ის მი­ღე­ბა გა­მო­აცხ­ა­და, თუმ­ცა იქ­ვე თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა MAP-ი აღარ დას­ჭირ­დეს, ამას გუ­ლის­ხმობთ?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვი­ა. ნა­ტოს საბ­ჭოს ფორ­მატ­ში ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­ლა­პა­რა­კეთ მო­მა­ვა­ლი სა­მი­ტის გარ­კვე­ულ მხა­რე­ებ­ზე. ჯერ არც აქვთ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მი­ტი თუ არა. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლი­ა­ნად ვი­ზი­ა­რებ პრე­მი­ე­რის ოპ­ტი­მიზ­მსაც, რი­სი გამ­ყა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა საბ­ჭომ ნამ­დვი­ლად მოგ­ვცა.

- თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო შე­ნიშ­ვნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხ­ით. ეს ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა რას­მუ­სე­ნის ვი­ზი­ტი­სას თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბამ და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ, რა­საც თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა სა­ბო­ტა­ჟი უწო­და, თქვენც სა­ბო­ტა­ჟად ხომ არ გა­ნი­ხი­ლავთ მომ­ხდარს?

- ეს და­კა­ვე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო ამ მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის­თვის, მაგ­რამ არა და­მან­გრე­ვე­ლი. თუ ჩვე­ნი უცხ­ო­ე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი კითხ­ვებს სვა­მენ, ეს მა­ხა­რებს კი­დეც. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო აინ­ტე­რე­სებთ და სურთ, რომ ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია უფ­რო სწრა­ფად მოხ­დეს. რა თქმა უნ­და, გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის კუთხ­ით, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი იყოს და ეს ჩვენ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა კარ­გად და­ი­ნა­ხეს. და­ი­ნა­ხეს ისიც, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მო­წი­ფუ­ლი­ა, რაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბი­ჯებ­ზე ჩვენს პა­სუხ­სა და რე­აქ­ცი­ა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ახალ ლი­გა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რად უფ­რო მო­წი­ფუ­ლი ქვეყ­ნე­ბი არი­ან.

- თუმ­ცა რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ, შე­გახ­სე­ნებთ ახ­ლა­ხან გა­მარ­თულ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი გუნ­დე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია რო­გორც სტა­დი­ონ­ზე რუ­სუ­ლი დრო­შე­ბის გა­მო­ჩე­ნამ, ასე­ვე რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბამ. პრო­ტეს­ტი ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და, რა­საც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა და ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

- რაც სტა­დი­ონ­ზე მოხ­და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა. პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს. ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი­ა. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რად აქვს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ეს ის ქვე­ყა­ნა­ა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ამავ­დრო­უ­ლად, გა­მო­კითხ­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სულ­-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მხარს უჭერს 70%-ზე მე­ტი. სხვა გზა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა გვაქვს, მე­ზობ­ლებ­თან, მათ შო­რის რუ­სეთ­თან, უნ­და გვქონ­დეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ი­დან­ღაც ხომ უნ­და დაგ­ვეწყ­ო? ვფიქ­რობ, და­ვიწყ­ეთ სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ამას მი­ე­სალ­მენ ნა­ტოც და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა­ა. კარ­გი­ა, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კოტ­ზე ლა­პა­რა­კი რომ დას­რულ­და. ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი, რა­თა უსაფ­რთხოდ ჩა­ი­ა­როს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რა­თა მე­ტი სივ­რცე და­ვი­ტო­ვოთ აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ასაკ­ში რომ ვი­ყო, ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ალ­ბათ მეც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­ვაპ­რო­ტე­სტებ­დი რუ­სი დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბას. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი შე­აქვთ, ამ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას უფ­რო მე­ტი და­ფიქ­რე­ბა და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა მარ­თებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბას, არ ვი­ცი, რა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. რას ვი­ზამთ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ამას ყვე­ლა უნ­და და­ვე­მორ­ჩი­ლოთ.

- დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ მან თა­ვი მო­იკ­ლა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ამის მი­ზე­ზი ის ზე­წო­ლა­ა, რაც მას­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად.

- მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კითხ­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ვფიქ­რობ, სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გინ­დე­ბა და თუ ეს მარ­თლაც ასე მოხ­და, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბი­ან.

- რას ფიქ­რობს ირაკ­ლი ალა­სა­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე, მა­შინ რო­დე­საც ცნო­ბი­ლი­ა, რომ თვი­თონ ჰქონ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი?

- ვფიქ­რობ, ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის იმ სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მას მე­რეც, საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­ვარ­ძელს ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­გე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა. რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არას­დროს და­უშ­ვებს სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბას. ის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი, მაგ­რამ არ გა­მო­ი­ყე­ნებს ჯარს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­გორც ამას სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის ბა­ლან­სი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ის პროგ­რე­სულ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნი­ა, რო­მე­ლიც დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლით. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ მის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გა­ი­მარ­ჯვოს ქარ­თულ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ და ჩა­ტარ­დეს რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მთავ­რო­ბი­დან და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა მტკი­ცედ აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ოღონდ დრო ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, თუ ეს მარ­თლაც მოხ­და, სად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ ოპო­ზი­ცი­ა­ში, ან თუ გაქვთ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნი­ოთ თა­ვი?

- პრე­მი­ერს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, რომ არ აპი­რე­ბდა პო­ლი­ტი­კა­ში დიდ­ხანს დარ­ჩე­ნას, რო­დის მი­ვა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა იმ დო­ნემ­დე, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­დეს, არ ვი­ცი, ეს მი­სი საქ­მე­ა. პი­რა­დად მე, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვერ ვხე­დავ. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მარ­თუ­ლია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ. არ მიწყ­ი­ნოთ, მაგ­რამ "თუ­ზე" ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ირაკ­ლი ალა­სა­ნია - "ეს და­კა­ვე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო"

ირაკ­ლი ალა­სა­ნია - "ეს და­კა­ვე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო"

თავ­დაც­ვის სფე­რო­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის ერ­თსა და იმა­ვე ბა­ზა­ზე ორ­ჯერ მოხ­და თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტებმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და რა­საც დი­დი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მო­ხერ­ხდა თუ არა ამ ბა­ზის­თვის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლის შეც­ვლა ან უსაფ­რთხო­ე­ბის სხვა ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბ­ა?

- უპირ­ვე­ლე­სად გეტყ­ვით, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტი გა­და­სუ­ლია მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი­ად ახალ რე­ჟიმ­ზე. უსაფ­რთხო­ე­ბის ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ავ­ღა­ნეთ­ში ჩე­მი ვი­ზი­ტი­სას ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ნა­ტოს სარ­დლო­ბას­თან ერ­თად და­ი­გეგ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ა. ის ორი მცი­რე ბა­ზა, რო­მელ­თა და­ხურ­ვაც და­გეგ­მი­ლი იყო, და­ი­ხუ­რა. ჩვე­ნი შე­ნა­ერ­თე­ბი გა­და­ვიდ­ნენ უფ­რო უსაფ­რთხო ად­გი­ლას. ახ­ლა­ხან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ერ­თ-ერ­თი მოად­გი­ლე დაბ­რუნ­და ავ­ღა­ნე­თი­დან, ახ­ლა უკ­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, გე­ნე­რა­ლი კა­პა­ნა­ძე მი­ემ­გზავ­რე­ბა იქ, რა­თა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­მოწ­მოს. ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა­ა. გარ­წმუ­ნებთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რის გა­კე­თე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ისე კი, მომ­ხდა­რის დროს ჩვენს სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს არც ერ­თი სტან­დარ­ტუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ და­ურ­ღვე­ვი­ათ, ამ­გვა­რი თავ­დას­ხმე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არ მხო­ლოდ ჩვენს და­ნა­ყო­ფებ­ზე. ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შე­ვის­წავ­ლეთ მომ­ხდა­რი და შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ ჩვე­ნი ბა­ზა ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე იმი­ტომ არ გამ­ხდა­რა, რომ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც ქარ­თუ­ლი ბა­ზა იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვი, თით­ქოს ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დაწყ­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ა. ეს ასე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ლი­ბა­ნი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ა, ისი­ნი სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნის კონ­ტინ­გენტს უქ­მნი­ან საფ­რთხეს.

- ბრძა­ნეთ, რომ გაჩ­ნდა ეჭ­ვი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნედ იქ­ცა, რა­საც ხე­ლი შე­უწყო თა­ლი­ბა­ნის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვებ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მა­ლე­ვე გა­ნაცხ­ა­და, რომ ეს ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან აიტ­ვირ­თა, თუმ­ცა დღემ­დე არ არის ეს საქ­მე ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რა იცით ამის თა­ო­ბა­ზე?

- იმ ვი­დე­ო­მუ­ქა­რის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­ჩე­ნა არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა ჩვენს ბა­ზა­ზე ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას. რო­გორც უკ­ვე ვთქვი, თა­ლი­ბა­ნი ზო­გა­დად არის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი. ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებ­შია ამის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბა. უნ­და გა­ვი­გოთ, რა სა­ხის ან­ტი­ქარ­თულ კამ­პა­ნი­ას­თან გვაქვს საქ­მე. ვხე­დავ გარ­კვე­ულ კავ­შირს ამ ვი­დე­ო­მუ­ქა­რა­სა და იმ ამო­რა­ლურ წე­რილს შო­რის, რო­მე­ლიც "ნიუ იორკ თა­იმ­სში" და­ი­ბეჭ­და და რაც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. რო­გორც ამ ვი­დე­ო­ე­ბის, ასე­ვე ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ა. გზა და­სავ­ლე­თის­კენ - ეს არის არა მხო­ლოდ ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი. ვინც ამა­ზე ცდი­ლობს დარ­ტყმას, ყვე­ლა უნ­და გა­ი­შიფ­როს და უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, ვინ შე­იძ­ლე­ბა ცდი­ლობ­დეს ამას?

- ვა­რა­უ­დებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. აშ­კა­რა­ა, რომ ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს, ასე­ვე მათ აყო­ლი­ლი მარ­გი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც სცა­დეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის ასა­გო­რებ­ლად, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

- თუ იც­ნობთ ძი­ე­ბის მა­სა­ლებს, რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ეს საქ­მე ასე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ კლი­პე­ბი შე­საძ­ლოა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას და­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

- ამ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს ვე­რა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ. ამ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი დროს მო­ითხ­ოვს, მარ­ტო IP მი­სა­მარ­თის დად­გე­ნა არ არის საკ­მა­რი­სი. საქ­მის მა­სა­ლებს ვიც­ნობ და გეტყ­ვით, რომ არ­სე­ბობს არა­ერ­თი ხრი­კი ამ IP მი­სა­მარ­თე­ბის შე­ნიღ­ბვი­სა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა წინ მი­ი­წევს და თუ გვინ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ვად­გი­ნოთ, არ უნ­და ავ­ჩქარ­დეთ.

- ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს საბ­ჭო და გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ანი სტუმ­რობ­დნენ, რომ­ლის­გა­ნაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ ნა­ტოს კა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კვლა­ვაც ღი­ა­ა, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბი­თაც არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი.

- ამ ვი­ზი­ტით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტებ­მა შეძ­ლეს ად­გილ­ზე ენა­ხათ, თუ სა­ით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო. უამ­რა­ვი ტყუ­ილ­-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბო­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მათ მკვეთ­რად და­ი­ნა­ხეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი გზა ევ­რო­პის­კენ შე­უქ­ცე­ვა­დი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რე­ფორ­მე­ბი რო­გორც თავ­დაც­ვის, ისე ში­ნა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის სფე­რო­ში. და­ი­ნა­ხეს ისიც, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. მო­ე­წო­ნათ, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და გა­რე ვექ­ტო­რის შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი ვთან­ხმდე­ბით. ისი­ნი ახ­ლა ელო­დე­ბი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­მელ­მაც ციკ­ლი უნ­და და­ას­რუ­ლოს და რო­მე­ლიც უნ­და ჩა­ტარ­დეს მა­ღა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­ვე ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზეა გა­და­სუ­ლი. ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა და­სახ­ვე­წია ლო­ჯის­ტი­კის ან ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის კუთხ­ით, მაგ­რამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია ზუს­ტად ნა­ტო­ელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ფარ­დი­ა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­ვე ნა­ტო­ში არი­ან. ახ­ლა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნ­და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ნა­ტო­ში და და­ვე­წი­ოთ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვა­ლი წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იგეგ­მე­ბა ნა­ტოს სა­მი­ტი, გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გან­ხილ­ვა იმი­სა, თუ რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ახა­ლი ნა­ბი­ჯი. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ვი­წევთ წინ. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, კონ­კრე­ტუ­ლად რა ფორ­მით მოხ­დე­ბა ეს, ამას არ ვიტყ­ვი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 2014 წლის პრი­ო­რი­ტე­ტად MAP-ის მი­ღე­ბა გა­მო­აცხ­ა­და, თუმ­ცა იქ­ვე თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა MAP-ი აღარ დას­ჭირ­დეს, ამას გუ­ლის­ხმობთ?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვი­ა. ნა­ტოს საბ­ჭოს ფორ­მატ­ში ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­ლა­პა­რა­კეთ მო­მა­ვა­ლი სა­მი­ტის გარ­კვე­ულ მხა­რე­ებ­ზე. ჯერ არც აქვთ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მი­ტი თუ არა. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლი­ა­ნად ვი­ზი­ა­რებ პრე­მი­ე­რის ოპ­ტი­მიზ­მსაც, რი­სი გამ­ყა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა საბ­ჭომ ნამ­დვი­ლად მოგ­ვცა.

- თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო შე­ნიშ­ვნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხ­ით. ეს ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა რას­მუ­სე­ნის ვი­ზი­ტი­სას თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბამ და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ, რა­საც თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა სა­ბო­ტა­ჟი უწო­და, თქვენც სა­ბო­ტა­ჟად ხომ არ გა­ნი­ხი­ლავთ მომ­ხდარს?

- ეს და­კა­ვე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო ამ მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის­თვის, მაგ­რამ არა და­მან­გრე­ვე­ლი. თუ ჩვე­ნი უცხ­ო­ე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი კითხ­ვებს სვა­მენ, ეს მა­ხა­რებს კი­დეც. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო აინ­ტე­რე­სებთ და სურთ, რომ ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია უფ­რო სწრა­ფად მოხ­დეს. რა თქმა უნ­და, გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის კუთხ­ით, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი იყოს და ეს ჩვენ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა კარ­გად და­ი­ნა­ხეს. და­ი­ნა­ხეს ისიც, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მო­წი­ფუ­ლი­ა, რაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბი­ჯებ­ზე ჩვენს პა­სუხ­სა და რე­აქ­ცი­ა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ახალ ლი­გა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რად უფ­რო მო­წი­ფუ­ლი ქვეყ­ნე­ბი არი­ან.

- თუმ­ცა რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ, შე­გახ­სე­ნებთ ახ­ლა­ხან გა­მარ­თულ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი გუნ­დე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია რო­გორც სტა­დი­ონ­ზე რუ­სუ­ლი დრო­შე­ბის გა­მო­ჩე­ნამ, ასე­ვე რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბამ. პრო­ტეს­ტი ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და, რა­საც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა და ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

- რაც სტა­დი­ონ­ზე მოხ­და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა. პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს. ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი­ა. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რად აქვს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ეს ის ქვე­ყა­ნა­ა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ამავ­დრო­უ­ლად, გა­მო­კითხ­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სულ­-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მხარს უჭერს 70%-ზე მე­ტი. სხვა გზა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა გვაქვს, მე­ზობ­ლებ­თან, მათ შო­რის რუ­სეთ­თან, უნ­და გვქონ­დეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ი­დან­ღაც ხომ უნ­და დაგ­ვეწყ­ო? ვფიქ­რობ, და­ვიწყ­ეთ სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ამას მი­ე­სალ­მენ ნა­ტოც და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა­ა. კარ­გი­ა, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კოტ­ზე ლა­პა­რა­კი რომ დას­რულ­და. ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი, რა­თა უსაფ­რთხოდ ჩა­ი­ა­როს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რა­თა მე­ტი სივ­რცე და­ვი­ტო­ვოთ აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ასაკ­ში რომ ვი­ყო, ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ალ­ბათ მეც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­ვაპ­რო­ტე­სტებ­დი რუ­სი დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბას. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი შე­აქვთ, ამ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას უფ­რო მე­ტი და­ფიქ­რე­ბა და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა მარ­თებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბას, არ ვი­ცი, რა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. რას ვი­ზამთ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ამას ყვე­ლა უნ­და და­ვე­მორ­ჩი­ლოთ.

- დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ მან თა­ვი მო­იკ­ლა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ამის მი­ზე­ზი ის ზე­წო­ლა­ა, რაც მას­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად.

- მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კითხ­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ვფიქ­რობ, სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გინ­დე­ბა და თუ ეს მარ­თლაც ასე მოხ­და, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბი­ან.

- რას ფიქ­რობს ირაკ­ლი ალა­სა­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე, მა­შინ რო­დე­საც ცნო­ბი­ლი­ა, რომ თვი­თონ ჰქონ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი?

- ვფიქ­რობ, ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის იმ სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მას მე­რეც, საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­ვარ­ძელს ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­გე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა. რო­გორც თავ­დაცვის მი­ნის­ტრი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არას­დროს და­უშ­ვებს სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბას. ის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი, მაგ­რამ არ გა­მო­ი­ყე­ნებს ჯარს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­გორც ამას სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის ბა­ლან­სი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ის პროგ­რე­სულ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნი­ა, რო­მე­ლიც დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლით. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ მის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გა­ი­მარ­ჯვოს ქარ­თულ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ და ჩა­ტარ­დეს რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მთავ­რო­ბი­დან და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა მტკი­ცედ აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ოღონდ დრო ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, თუ ეს მარ­თლაც მოხ­და, სად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ ოპო­ზი­ცი­ა­ში, ან თუ გაქვთ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნი­ოთ თა­ვი?

- პრე­მი­ერს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, რომ არ აპი­რე­ბდა პო­ლი­ტი­კა­ში დიდ­ხანს დარ­ჩე­ნას, რო­დის მი­ვა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა იმ დო­ნემ­დე, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­დეს, არ ვი­ცი, ეს მი­სი საქ­მე­ა. პი­რა­დად მე, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვერ ვხე­დავ. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მარ­თუ­ლია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ. არ მიწყ­ი­ნოთ, მაგ­რამ "თუ­ზე" ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა