პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"
გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სკან­და­ლუ­რი თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი დღით ადრე პო­ლი­ცი­ა­ში იყო და­კი­თხვა­ზე, ხოლო იქი­დან წა­მო­სულ­მა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი პი­რად სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, მა­მუ­კა სა­ოც­რად და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, მე­გობ­რუ­ლი, თავ­მდა­ბა­ლი.. მის­გან მსგავ­სი ქმე­დე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ ამ საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს ზიზი ეძგვე­რა­ძეს და მის მე­გო­ბარს, ბრალ­დე­ბულ გელა მან­ჯა­ვი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­ტო­ნო გელა, ხდე­ბო­და თუ არა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე­სა და თქვენს მი­მართ რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლა?

გელა მან­ჯა­ვი­ძე:

- ჯერ მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ არ ვა­ღი­ა­რებ­დი ბრალ­დე­ბას, პრო­კუ­რო­რი გაბ­რაზ­დე­ბო­და და ჩემ­ზე იყ­რი­და ჯავრს, ხოლო თუ ვა­ღი­ა­რებ­დი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­მიშ­ვებ­დნენ. მერე შე­მეშ­ვნენ, მი­თხრეს, ვი­ცით "ნას­რო­კა­ლი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მა­მუ­კა კი უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ალ­ბათ ვერ გა­უძ­ლო ზე­წო­ლას... როცა მიგ­ვიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, მა­მუ­კა წა­იყ­ვა­ნეს და ერ­თად აღარ ვყო­ფილ­ვართ. უბ­რა­ლოდ ვხე­დავ­დი, რომ ერთ-ერთ ოთახ­ში მას კი­თხავ­დნენ, მერე და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 წუ­თით გა­იყ­ვა­ნეს და აღარც შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ.

ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი:

- იცით რა ზე­წო­ლა არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა და და­მუქ­რე­ბა. ფსი­ქი­კუ­რი ზე­წო­ლაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­ვე­წე­ბო­და, რომ ად­ვო­კატ­თან შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ და უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. არც ოჯახს არ აც­ნო­ბეს, რომ გელა იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. ად­ვო­კა­ტი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­თან და ელო­დე­ბო­და, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რო­დის ინე­ბებ­და ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუხს, შემ­დეგ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ისიც კი გა­ნუ­ცხა­და, რომ მე იმი­ტომ ვერ გი­პა­სუ­ხეთ და შემ­დეგ იმი­ტომ გა­გი­თი­შეთ, რომ ტე­ლე­ფო­ნი წყალ­ში ჩა­მი­ვარ­დაო. გელა და მა­მუ­კა და­კი­თხვის მო­მენ­ტში ერ­თად არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად მა­მუ­კას მი­მართ თუ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლა, გე­ლას­თვის უც­ნო­ბია.

- თქვენს მი­მართ გარ­და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ზე­წო­ლი­სა, ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას ხომ არ ჰქო­ნია ად­გი­ლი?

გელა მან­ჯა­ვი­ძე:

- არა, ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ამ მხრივ ნორ­მა­ლუ­რად მექ­ცე­ოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იყო პრობ­ლე­მა...

ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი:

- იცით, კი­დევ ერთ რა­მეს მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა - გელა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, მა­შინ როცა გელა არის სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხი­დან, 7 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხია და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, როცა სა­სა­მარ­თლო 2000 ლა­რი­ან გი­რა­ოს უფარ­დებ­და, რას ფიქ­რობ­და, რით უნდა გა­და­ე­ხა­და ამ ოჯახს ეს ფული? მეტ­საც გე­ტყვით პრო­კუ­რა­ტუ­რა 5000 ლარს ითხოვ­და, მაგ­რამ "გა­და­ი­ფიქ­რეს"...

- ბა­ტო­ნო გელა, ამ­ბობთ, რომ მა­მუ­კა და თქვენ ახლო მე­გობ­რე­ბი იყა­ვით, თუმ­ცა მა­მუ­კას მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ გიც­ნობთ...

გელა მან­ჯა­ვი­ძე:

- მე და მა­მუ­კა ვი­ყა­ვით ახლო მე­გობ­რე­ბი და მარ­თლა შო­კის­მომ­გვრე­ლია ჩემ­თვის მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. თუ ეს მარ­თა­ლია, გა­მო­დის, მა­მუ­კა ჩემ­ზე საქ­მის "შე­კერ­ვას" შე­ე­წი­რა... ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი წარ­სულ­ში. ძა­ლი­ან თბი­ლი და მარ­თა­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და სწო­რედ ამი­ტო­მაც ვმე­გობ­რობ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­კას მე­უღ­ლეს, მე ნამ­დვი­ლად არ ვიც­ნობ­დი, ასე­ვე ჩვენ სა­მე­გობ­რო წრე­ში არი­ან სხვა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც, რომ­ლებ­საც მა­მუ­კას მე­უღ­ლეს­თან ნაც­ნო­ბო­ბა არ აკავ­ში­რებთ. ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხუ­რის პე­რი­ოდ­ში ვურ­თი­ერ­თობ­დით და ამი­ტომ მის მე­უღ­ლეს­თან შე­ხე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ მქო­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობთ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს თქვენს მი­მართ მსგავ­სი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?

გელა მან­ჯა­ვი­ძე:

- ვერ გე­ტყვით. მი­ჭირს ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ერთი უბ­რა­ლო, პა­ტი­ო­სა­ნი კაცი ვარ, ჩემი შრო­მი­თა და "რუ­ლით" ვჭამ პურს, მე ვის­თვის რა უნდა მი­მე­ცა...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"

გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ სკანდალური თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პოლიციაში იყო დაკითხვაზე, ხოლო იქიდან წამოსულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორც ახლობლები პირად საუბარში ყვებიან, მამუკა საოცრად დადებითი პიროვნება იყო, მეგობრული, თავმდაბალი.. მისგან მსგავსი ქმედება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ ამ საქმის დეტალებზე გარდაცვლილის მეუღლეს ზიზი ეძგვერაძეს და მის მეგობარს, ბრალდებულ გელა მანჯავიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გელა, ხდებოდა თუ არა მამუკა მიქაუტაძესა და თქვენს მიმართ რაიმე სახის ზეწოლა?

გელა მანჯავიძე:

- ჯერ მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალდებას, პროკურორი გაბრაზდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, ხოლო თუ ვაღიარებდი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამომიშვებდნენ. მერე შემეშვნენ, მითხრეს, ვიცით "ნასროკალი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მამუკა კი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ალბათ ვერ გაუძლო ზეწოლას... როცა მიგვიყვანეს პოლიციის შენობაში, მამუკა წაიყვანეს და ერთად აღარ ვყოფილვართ. უბრალოდ ვხედავდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მას კითხავდნენ, მერე დაახლოებით 30-40 წუთით გაიყვანეს და აღარც შემოუყვანიათ.

ამირან გიგუაშვილი:

- იცით რა ზეწოლა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ფიზიკური ზეწოლა და დამუქრება. ფსიქიკური ზეწოლაა, როდესაც ადამიანი 7 საათის განმავლობაში იხვეწებოდა, რომ ადვოკატთან შეეხვედრებინათ და უარს ეუბნებოდნენ. არც ოჯახს არ აცნობეს, რომ გელა იქ იმყოფებოდა. ადვოკატი ამ პერიოდის განმავლობაში იდგა საგამოძიებო იზოლატორთან და ელოდებოდა, გამომძიებელი როდის ინებებდა ტელეფონზე პასუხს, შემდეგ გამომძიებელმა ისიც კი განუცხადა, რომ მე იმიტომ ვერ გიპასუხეთ და შემდეგ იმიტომ გაგითიშეთ, რომ ტელეფონი წყალში ჩამივარდაო. გელა და მამუკა დაკითხვის მომენტში ერთად არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად მამუკას მიმართ თუ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა, გელასთვის უცნობია.

- თქვენს მიმართ გარდა მუქარის შემცველი ზეწოლისა, ფიზიკურ ზეწოლას ხომ არ ჰქონია ადგილი?

გელა მანჯავიძე:

- არა, ფიზიკურ ზეწოლას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ამ მხრივ ნორმალურად მექცეოდნენ, უბრალოდ ადვოკატთან შეხვედრაზე იყო პრობლემა...

ამირან გიგუაშვილი:

- იცით, კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - გელა გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაშინ როცა გელა არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან, 7 სულიანი ოჯახია და ძალიან მაინტერესებს, როცა სასამართლო 2000 ლარიან გირაოს უფარდებდა, რას ფიქრობდა, რით უნდა გადაეხადა ამ ოჯახს ეს ფული? მეტსაც გეტყვით პროკურატურა 5000 ლარს ითხოვდა, მაგრამ "გადაიფიქრეს"...

- ბატონო გელა, ამბობთ, რომ მამუკა და თქვენ ახლო მეგობრები იყავით, თუმცა მამუკას მეუღლემ განაცხადა, რომ არ გიცნობთ...

გელა მანჯავიძე:

- მე და მამუკა ვიყავით ახლო მეგობრები და მართლა შოკისმომგვრელია ჩემთვის მამუკას გარდაცვალება. თუ ეს მართალია, გამოდის, მამუკა ჩემზე საქმის "შეკერვას" შეეწირა... ძალიან მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ძალიან თბილი და მართალი პიროვნება იყო და სწორედ ამიტომაც ვმეგობრობდით. რაც შეეხება მამუკას მეუღლეს, მე ნამდვილად არ ვიცნობდი, ასევე ჩვენ სამეგობრო წრეში არიან სხვა ჩვენი მეგობრებიც, რომლებსაც მამუკას მეუღლესთან ნაცნობობა არ აკავშირებთ. ძირითადად სამსახურის პერიოდში ვურთიერთობდით და ამიტომ მის მეუღლესთან შეხება ფაქტობრივად არ მქონია.

- როგორ ფიქრობთ რატომ გადაწყვიტეს თქვენს მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება?

გელა მანჯავიძე:

- ვერ გეტყვით. მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ერთი უბრალო, პატიოსანი კაცი ვარ, ჩემი შრომითა და "რულით" ვჭამ პურს, მე ვისთვის რა უნდა მიმეცა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ